შოთა არველაძე საქართველოს მეტოქეებზე ერთა ლიგაზე: არ მომწონს ბელარუსის ნაკრები, არც კოსოვოთი ვარ აღფთოვანებული

AutoSharing Option
"ფახთაქორის" მთავარმა მწვრთნელმა და საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა შოთა არველაძემ გაზეთ "ლელოსთან" საუბარში განაცხადა, რომ ბელარუსის ნაკრები არ მოსწონს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- მარტის მოლოდინზე უნდა გკითხოთ...
- ...რა მოლოდინი შეიძლება მქონდეს? ისეთი, როგორიც აქვს ყველა ქართველ გულშემატკივარს. საქართველოს ნაკრებს თბილისში, მშობლიურ სტადიონზე ორი მატჩი ელის. დიდი იმედი მაქვს, ისე დასრულდება ყველაფერი, როგორც გვინდა და მთელი საქართველო გაიხარებს. ასევე მაქვს იმედი, რომ ყველა ფეხბურთელი იქნება ოპტიმალურ ფორმაში და არ შეგვაწუხებს ტრავმები.

- ასეთი შანსი თქვენს თაობას არ ჰქონია...
- არც ჩვენს
წინა თაობას, არც მომდევნოს... ეს უნიკალური შანსია. ღმერთმა ქნას, კიდევ ასჯერ და ათასჯერ გვქონდეს ასეთი შანსი, მაგრამ ეს ის შანსია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ.

- რას იტყვით ბელარუსის ნაკრებზე?
- მე პირდაპირ ვიტყვი, რომ არ მომწონს ბელარუსის ნაკრები. ახლაც ვერ ითამაშეს კარგად. მთლიანობაში რომ ვთქვა, არაფერი განსაკუთრებული. ვერც კოსოვოზე ვიტყვი, რომ აღფრთოვანებული ვარ...

მკითხველის კომენტარები / 13 /
ai es kaci unda ikos sakartvelos nakrebis mcvrtneli da ara sxva romelime, arvelazem kvelaze kargad icis ra chirdeba chven nakrebs carmatebistvis.
KUTAISELI
31 დეკემბერი 2019 12:50
7
კოსოვო ცუდი ნაკრები ნაღდად არ არის ჩეხეთთან ბრძოლაში დამარცხდნენ და ჯგუფში ინგლისთან ღირსეულად ითამაშეს!! აბა მაგათთან შედარებით ერთი უზბეკეთის ნაკრებზე რა აზრის არის რომ გეკითხათ საინტერესო იქნებოდა მისი პასუხი!
ZAZA
31 დეკემბერი 2019 12:45
16
მაგ ლოგიკით ჩვენ ესპანეთს მოვუგეთ
დდდ
31 დეკემბერი 2019 22:43
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული