"ტორპედოს" ამბები ბოლო ეტაპზეა. ან 26 იანვრამდე კლუბს ოფიციალურად ეყოლება ინვესტორი, თუ არა და, ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტს ძალიან რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.
ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეროვნული ლიგა 9 გუნდით ჩატარდებოდა, რაც არაზუსტი ინფორმაციაა. იმ შემთხვევაში, თუ ქუთაისის "ტორპედო" ფეხბურთელების მიმართ დავალიანებას ვერ დაფარავს, ეროვნული ლიგის ლიცენზიას ჩამოართმევენ, შემდეგ კი, დებულების მიხედვით, მის ნაცვლად პლეი-აუტში დამარცხებული, წინა სეზონის მე-8 გუნდი იასპარეზებს. ამ შემთხვევაში ეს კლუბი "რუსთავია".
"რუსთავს" კი ეროვნულ ლიგა 2-ში, ანალოგიურად, პლეი-აუტში დამარცხებული მე-8-ადგილოსანი გუნდი "გურია" ჩაანაცვლებს.
თუმცა, ამავდროულად, ეროვნულ ლიგა 2-ში ჯერ კიდევ გაურკვეველია "შევარდენისა" და "ცხინვალის" ბედი.
ამ ყველაფერს კი მომავალ კვირაში ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი გადაწყვეტს.
კოლხეთი 1913 რომელიც უმაღლესში მილიონ ლარზე მეტი მიიღო და მეორე ლიგაში 700 ათასამდე და მაინც ლამის კლუბის მოკვეთაზე იყო საუბარი და ალბათ უბრალოდ მიჩქმალეს.
ცხინვალი , რომელიც მეორე ლიგაში იღებდა 600 ათას ლარს ქვეყნის ბიუჯეტიდან.
რატომ ხდება საუბარი კლუბების დასჯაზე და რატომ ტყდება ჯოხი კლუბზე , მაშინ როდესაც ამ ფულის "შემჭმელი" ხალხი აგრძელებს მშვიდ ცხოვრებას ვითომ არაფერი მომხდარა .
განა ეს არ არის სახელმწიფო დანაშაული ? ქვეყნის ფულის შეჭმა? ან ვისთან მიაქვთ წილი რომ მერე პოულობენ მხოლოდ კლუბს და სჯიან მას და არა ნამდვილ დამნაშავეს?
პ.ს. ან რატომ მარტო შემსრულებლები მოკვეთეს ფეხბურთიდან და არ დაიჭირეს ორგანიზატორები ? იმისთვის ხომ არა რომ ფიფა და უეფასთვის ნაცარი შეეყარა თვალებში იმაზე რაც ხდება სინამდვილეში.
მეორე ამბავია ტორპედოს გაგდება არ გაბედოთ, მაშინ ზესტაფონმა, საპოვნელამ და სხვა ბანკროტირებულმა გუნდებმა (რომელიც მრავლადაა მე-3 და რეგინ-ლიგაში) რა დააშავეს?..
და ყველაფერს თავი დავანებოთ და გასაგებია რომ დღეს ქართUლ ფეხბურთში ფულის ჩადება უფრო ქველმოქმდებაა, მარა ნუთუ იმდენი ფეხბურთზე შეყვარებული ბიზნესმენი არ მოიძებნა ან ქვეყანაში ან მის გარეთ რო ე.წ #1 სახეობაში ფული ჩადოს?..
გაარკვიეთ და დაწერეთ.
რას ნიშნავს ტორპედოს ვინ ჩაანაცვლებს და რა მაფიაა ტორპედოს წინააღმდეგ რომ მოქმედებს?