ბელარუსის ნაკრების ლეგენდამ ეროვნული ნაკრების შანსები შეაფასა: კარგი რა გითხრათ...

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალისა" და "ბარსელონას" ყოფილმა ბელარუსმა ნახევარმცველმა ალექსანდრ გლებმა kp.by-სთან საუბარში მოკლე კომენტარი გააკეთა ბელარუსის ნაკრების შანსებზე ერთა ლიგის პლეი-ოფში.

თქვენი აზრით, ბელარუსის ნაკრებს მარტის თამაშებში ერთა ლიგის პლეი-ოფიდან ევრო 2020-ზე გასვლის რა შანსები აქვს?
-კარგი არაფრის თქმა არ შემიძლია, ცუდის თქმა კი არ მინდა.

მოგეხსენებათ, ბელარუსის ნაკრები საქართველოს ეროვნული გუნდის პირველი კონკურენტია ერთა ლიგის პლეი-ოფში. ბელარუს ფეხბურთელებთან საქართველოს ნაკრები 26 მარტს, თბილისში ითამაშებს. გამარჯვების შემთხვევაში 31 მარტს, ისევ თბილისში, კოსოვოს ან ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდს მივიღებთ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
არც უაზრო ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ ამათი შემხედვარე, მარა არც უნდა დავუწვეთ, უკან დასახევი გზა აღარ არის, აქამდე მოსვლაც უნდა დავაფასოთ ასეიოლიც არ ყოფილა და თავისით არ მოსულა ეს წარმატება მარა გაცილებით მეტია საჭირო, ეს " მეტი" კი არ ჩანს,წარმატებები.
ქართველების ფანი
08:01 08-02-2020
1
უნდა რომ ყურადღება მოვადუნოთ, მაგრამ ვერ მოგართვით !
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული