ვაისი ნაკრების ფეხბურთელების თამაშის სანახავად კვიპროსსა და თურქეთში ჩავიდა და აი, რა ნახა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სფფ-ის ვებგვერდის ცნობით, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ეროვნული გუნდის ფეხბურთელების თამაშის სანახავად ჯერ კვიპროსში, ხოლო შემდეგ თურქეთში იმყოფებოდა:

"საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სამწვრთნელო შტაბი თურქეთში ქართველი ლეგიონერების მატჩებზე დასასწრებად იმყოფებოდა. ვლადიმირ ვაისი სამწვრთნელო შტაბის წევრებთან და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან, ალექსანდრე იაშვილთან ერთად ანტალიის რეგიონში ჩავიდა.

4-9 თებერვალს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იმ ქართველი ფეხბურთელების მატჩების სანახავად იმყოფებოდა, რომლებიც საწვრთნელ შეკრებას თურქეთში გადიან. ზამთრის შესვენების პერიოდში საკუთარ კლუბებთან ერთად ანტალიის რეგიონში იმყოფებიან ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, დავით ხოჭოლავა, ელგუჯა ლობჯანიძე,
ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ლაშა პარუნაშვილი და გია გრიგალავა. მატჩებზე დასწრების გარდა, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელს კომუნიკაცია ჰქონდა ქართველ ლეგიონერთა კლუბების სამწვრთნელო შტაბებთან.

თურქეთში ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპს გადის საქართველოს ჩემპიონი თბილისის "დინამო", რომელსაც აგრეთვე სტუმრობდა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

თურქეთში ჩასვლამდე ვლადიმირ ვაისი კვიპროსში "ანორთოსისის" მატჩს დაესწრო, სადაც ხუთი ქართველი ფეხბურთელი - გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ნიკა კაჭარავა და ჯანო ანანიძე ირიცხება. თურქეთის შემდეგ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ევროპაში მოთამაშე სხვადასხვა ლეგიონერის მატჩებზე დასწრებას გეგმავს".

მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან კარგი მისი მოვალეობის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაც ეს არის რომ დაკვირდეს ნაკრების ფეხბურთელების და შესაძლო კანდიდატების თამაშებს ძალიან კარგი რომ დადის და აკვირდება ერთი თვეღა დარჩა ისტორიულ შანსამდე სრულიად საქართველოს და თუ საქართველოს ნაკრები ჩავარდება(ღმერთმა ნუ ქნას) ვაისიც უნდა წავიდეს და ფედერაციაც უნდა გაყვეს უკან სრული შემადგენლობით მაგრამ ეს რათქმაუნდა ჩემი პირადი აზრია და პოზიცია!
გიორგი
22:09 10-02-2020
1
დააკვირდეს თორე იმწუთში დასკვნა არ დადოს.მაგას თავს თუ მოაძრობ და ახალს დაუყენებ, თორე მაგისგან აწი არაფერი გამოვა. ისევ ბიჭები თუ ივარგებენ. მაგრამ რათ გინდა,ისევ უთამაშებელ "სასტავს"დააყენებს.
გრიგოლ1408
02:34 11-02-2020
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული