ბელარუსი ფეხბურთელი: საქართველოს ნაკრები არც გერმანიაა და არც ნიდერლანდები

AutoSharing Option
ტულის "არსენალის" ახალწვეულმა, ბელარუსმა ფეხბურთელმა იური კოვალიოვმა რუსულ myslo.ru-სთან კომენტარი ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალის შესახებ გააკეთა.

"ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრებთან შანსები 50/50-ზეა. პატივისცემის მიუხედავად, საქართველო არც ნიდერლანდები და არც გერმანია არ არის. ეს გუნდები შესარჩევ ეტაპზე ჩვენს ქვეჯგუფში იყვნენ. შემდეგ ეტაპზე გასვლას ვეცდებით", - აღნიშნა კოვალიოვმა.

საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებ გუნდებს შორის ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალური შეხვედრა 26 მარტს, თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართება. ამ შეხვედრაში გამარჯვებული ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალში ჩრ. მაკედონიასა და კოსოვოს შორის მოგებულს საკუთარ
მოედანზე შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ოდნავ ძლიერი მწრთვნელით ბელორუსებს მეორე შემადგენლობითაც მოვუგებთ
თეიმურაზ რეხვიაშვილი
14:07 14-02-2020
0
თვითონ ხომ გლიჯავენ ყველაფერს,ჩვენ გვაქვს ერთ პლუსი თამაში თბილისშია.
გოჩა
14:44 12-02-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული