ბელარუსის ნაკრების ფეხბურთელი: საქართველოსთან შანსები 50/50-ზეა

AutoSharing Option
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ბელარუსის ნაკრების 27 წლის ნახევარმცველი იური კოვალიოვი სოლიგორსკის "შახტიორიდან" ტულის "არსენალში" გადავიდა, რომლის ღირსებასაც ქართველი მცველი გია გრიგალავა იცავს. myslo.ru-სთვის მიცემულ ინტერვიუში მას "ჯვაროსნებთან" მომავალ მატჩზე დაუსვეს კითხვა.

- სოლიგორსკიდან ეროვნულ ნაკრებში გიხმეს...
- ამას ნებისმიერი ფეხბურთელი ელის. განუმეორებელი ემოციებია. როდესაც საფრანგეთის ნაკრებთან თამაშობ, სტადიონზე 80 000 მაყურებელია და შენი ქვეყნის ჰიმნი ჟღერს. შენი ქვეყნისთვის გინდა ბოლომდე დაიხარჯო.

- თქვენ ხომ კიდევ გაქვთ ევრო 2020-ზე გასვლისთვის ბრძოლის შანსი, ამისათვის თავიდან საქართველო უნდა დაამარცხოთ...
- მე ვთვლი, რომ შანსები 50/50-ზეა.
მთელი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, საქართველო მაინც არც ჰოლანდიაა და არც გერმანია, რომლებიც ჩვენთან ჯგუფში იყვნენ. შემდეგ ეტაპზე გასვლას ვეცდებით.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩემი კომენტარი დაიმახსოვრეთ ანგარიში 4:0 საქართველოს სასარგებლოდ თამაში მერე ლაიქები დამაყარეთ
aleko
06:57 19-02-2020
0
დაცვაში თუ ჩადგნენ ძნელი იქნება ბურთის გატანა. ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს. ბელორუსს თუ გავცდით უარესი მეტოქე გველოდება წინ. ასე რომ თავისუფლად უნდა ითამაშონ ჩვენებმა
White reds
22:58 18-02-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული