postimees.ee: ესტონელების მიზანი ქართველების, ანუ "ამიერკავკასიელი ბრაზილიელების" დამარცხება და ჯგუფის მოგებაა

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესტონეთი, ჩრდილოეთი მაკედონია და სომხეთია. კენჭისყრის შედეგებს ესტონური postimees.ee გამოეხმაურა.

სახელებით ესტონეთი სუსტია, მოედანზე?

სამივე გუნდი რეიტინგში ჩვენზე წინაა: ჩრდილოეთი მაკედონია (68), საქართველო (91) და სომხეთი (102). ესტონეთის ნაკრების მწვრთნელ კარელ ვოილაიდას თქმით, აუტსაიდერად ჩვენი გუნდი მიიჩნევა: "არ ვიცი, რამდენად ბედნიერი წილისყრა იქნებოდა, ყველა გუნდი ერთი დონისა რომ ყოფილიყო. ვფიქრობ, მოწინააღმდეგეები ჩვენზე ძლიერად მიიჩნევენ თავს, ჩვენთან ქულების მოპოვების იმედი აქვთ, მაგრამ ამასთან შეგუებას არ ვაპირებთ. გათამაშებას ყველა სუფთა ფურცლიდან იწყებს".

ჯგუფის მეტოქეებთან დაპირისპირების ისტორია სხვადასხვაგვარია.
ყველაზე სამწუხარო სურათი მაკედონიასთან მატჩებში გვაქვს - 4-დან მხოლოდ 1 ფრე. ესტონეთს ტრადიციულად უჭირს კომბინაციური სტილის გუნდებთან თამაში. ყოფილი იუგოსლავიიდან მაკედონია კი არის ყველაზე სუსტი, მაგრამ იგორ ანგელოვსკის გუნდის სტილი და შემსრულებელთა კრებული ჩვენს ჯგუფში ნებისმიერ მეტოქეს თავის პირობებს უკარნახებს.

ჩრდილომაკედონიელები ძლიერ ევროპულ ჩემპიონატებში ასპარეზობენ, თუმცა ისევე, როგორც საქართველოსა და სომხეთს, უარყოფითი თვისება გააჩნიათ - თუ ფეხბურთელები ხასიათზე ვერ არიან, ძალიან უხეიროდ ითამაშებენ. ასეთი ტრადიციები აქვს ყველა ბალკანურ და ამიერკავკასიურ გუნდს.

ესტონეთს სომხეთთან დადებითი ბალანსი აქვს - 2 მოგება, 2 ფრე და 1 წაგება.

საქართველოს ნაკრებს ესტონეთი ბოლოს 2018 წელს შეხვდა და 0:2 დამარცხდა. სულ ექვსჯერ დავუპირისპირდით: 2 მოგება, 1 ფრე და 3 წაგება. ქართველები, ანუ როგორც მათ "ამიერკავკასიელ ბრაზილიელებს" უწოდებენ, ყოველთვის აცხადებენ თავიანთ ყველაზე მაღალ ამბიციებზე. პრაქტიკაში კი არცთუ ურიგო ოსტატებით ისე თამაშობენ, რომ შეუძლიათ გრანდისთვის ქულების ართმევით სიურპრიზი შემოგვთავაზონ და ძალიან სუსტთან წააგონ.

მიზანი გამარჯვებაა

ესტონეთის ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტმა აივარ პოლაკმა შემდეგი განაცხადა: "ამ ნაკრებებთან კარგა ხანია არ გვითამაშია. მეორე ასპექტი - საქართველომ და მაკედონიამ ჯგუფებში მაღალი დონით იმარჯვეს, სომხეთი კი მეორე ადგილზე გავიდა. ახლა ეს ნაკრებები აღმავალი გზით მიდიან. რას ველით და რისთვის ვთამაშობთ? მიზანი გამარჯვება და B დივიზიონში გადასვლაა. გამოწვევა რთულია, მაგრამ ეს ნორმალურია".

ამოცანა, რომელიც ნაკრებს ასოციაციამ დაუსახა, მართლაც რთულია, თუმცა შეუსრულებელსაც ვერ ვუწოდებთ. ევრო 2020-ის შესარჩევ ჯგუფში ჩვენმა გუნდმა 8 მატჩში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა. რაგნარ კლავანის გარეშეც შესაძლებელია მებრძოლი შემადგენლობის შეკრება - პირველ როლებზე გავლენ ძლიერ უკრაინულ "დესნაში" გადასული იონას ტამი და ერიკ სორგა, რომელმაც ზამთარში "დი სი იუნაიტედთან" გააფორმა კონტრაქტი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
საბანი კარგად დაიფარეთ,არ გაცივდეთ.
ნიკ
15:52 05-03-2020
0
ადმინ,რობერტ შავლაყაძე გარდაიცვალა.დავიჯერო არ იცით, რა კაცი იყო?ღმერთმა გაანათლოს მისი სული,ქართველკაცობის და ვაჟკაცობის ეტალონი და უკვე შემდეგ,ოლიმპიური ჩემპიონი,სიმაღლეზე ხტომაში.რომის ოლიმპიადის გამარჯვებული და ამერიკელთა ჰეგემონიის დამამხობელი.
სოსო
11:33 05-03-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული