ბელარუსების მწვრთნელი: ერთა ლიგაზე ისევ ქართველებთან მოხვედრა არ მინდოდა

AutoSharing Option
ერთა ლიგის კენჭისყრის შემდეგ "პრესბალთან" ბელარუსის ნაკრების მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა ისაუბრა:

"წილისყრის შედეგებით არც აღფრთოვანებული ვარ და არც გულდაწყვეტილი. ნორმალური ჯგუფია. ამ ლიგაში ვისთან ვითამაშებთ, განსაკუთრებულ განსხვავებას ვერ ვხედავ.

საბერძნეთთან მოხვედრა საინტერესო იქნებოდა... შესაძლოა, საქართველოსთან ახალი შეხვედრა არ გვსურდა. სხვა ამიერკავკასიულ ქვეყნებთანაც - სომხეთთან და აზერბაიჯანთან. მათთან ყოველთვის რთულია თამაში, მეტადრე სტუმრად.

რაც შეეხება ჩვენს მომავალ მეტოქეებს, ალბანეთს ძლიერი გუნდი ჰყავს, მისი ფეხბურთელები ევროპის კარგ ჩემპიონატებში თამაშობენ. მათთან გაგვიჭირდება, უფრო გასვლაზე. თუმცა, ადვილი მატჩები სხვებთანაც არ გვექნება. ჩვენთვის ასეთი მცნება
- სუსტი მოწინააღმდეგე, არ არსებობს. ყაზახეთში ფეხბურთში სოლიდური ფული იდება, იქ ახლა აღმავლობაა, ქვეყნის ჩემპიონატის დონე მატულობს. მათი ნაკრები ანგარიშგასაწევია. ისევე როგორც ლიეტუვა".

26 მარტს, ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევრფინალში საქართველოს ნაკრები ბელარუსს უმასპინძლებს.

altბელარუსული მედია: 55 ათასი ბილეთი ერთ კვირაში გაიყიდა, საბაზო გუნდი კვიპროსის ჩემპიონატიდანაა... საქართველოში ნამდვილი აჟიოტაჟია

 

altსაქართველო-ბელარუსი: "წესრიგი ამარცხებს კლასს" - მეტოქის იმედი დ 7.4-მილიონიანი პრემია ფეხბურთელებს

altბელარუსის ნაკრების მწვრთნელი: თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრებს შორის მსგავსება არის, თუმცა...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული