"კობიაშვილის ეს წერილი წყლის ნაყვაა" - სანდრო ცნობილაძე სფფ-ის პრეზიდენტის პოსტს ეხმაურება

AutoSharing Option
სპორტული ჟურნალისტი და კომენტატორი სანდრო ცნობილაძე სოციალური ქსელის მეშვეობით ლევან კობიაშვილის უეფასადმი მიმართვას გამოეხმაურა.

როგორც იცით, სფფ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ "Twitter-ში" პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველო-ბელარუსის მატჩის უმაყურებლოდ ჩატარება და გულშემატკივრისთვის კარის დაკეტვა გამოსავალი არ არის.

ცნობილაძე წერს, რომ კობიაშვილის ეს წერილი წყლის ნაყვაა და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე სფფ-მ უნდა აიღოს.

"მივეჩვიოთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, მათ შორის, კრიტიკულ სიტუაციებში. ლევან კობიაშვილის მიმართვა უეფასადმი წყლის ნაყვაა. გასაგებია, რომ უმაყურებლოდ ჩატარებას გვირჩევნია თამაშის გადადება, მაგრამ უეფა არ იძლევა რეკომენდაციებს!!!
მით უმეტეს, არ "დააქანსელებს" (გააუქმებს - რედ. შენიშვნა) თამაშებს!!! სახელმწიფო სტრუქტურებს იმიტომ ვუხდით ფულს, რომ მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები და არ უნდა ჰქონდეთ ისეთი რიტორიკა, როგორიც ჰქონდათ, მაგალითად, დოლარის გაუფასურებაზე, როდესაც ყველაფერი საგარეო შოკებს ბრალდებოდა. სახელმწიფოს ფულს იმიტომ ვუხდი, რომ საგარეო შოკებსაც გაუმკლავდეს და საშინაოსაც!!! სფფ კი ჩვენს რეალობაში სახელმწიფო სტრუქტურაა!!!" - წერს ცნობილაძე.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 28 /
დარტყმააა,, ყვააა ყვააა ყვააა, ასეთი ჩხავილი რომ აღარ მესმის, რა ბედნიერებაა, რაც შეეხება კობიაშვილს და ფედერაციის მუშაობას, მე ჯერ ამაზე უკეთ საქმის მკეთებელი ფეხბურთის ფედერაცია არ მინახავს, დამისახელეთ კონტრარგუმენტი, ძალიან მაღიზიანებს ეს მთავრობა, მაგრამ ამ საქმეში წინამორბედებს ნაღდად სჯობია, ვისწავლოთ ბოლოსდაოლოს კარგზე კარგის დარქმევა და ცუდზე ცუდის. ამათ დაწყებულ საქმეს უკვე მოაქვს შედეგები, დაუნახავი ისედაც ვერაფერს ამჩნევს.
34
ყველაფერში სახელმწიფოს გარევა და ლანძღვა ჩვენი უღირსი საზოგადოების ერთ ერთი მახასიათებელია
გიორგი
16:51 11-03-2020
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული