"არასწორი ინფორმაციაა" - სფფ საქართველო-ბელარუსის უმაყურებლოდ ჩატარებას უარყოფს

AutoSharing Option
რამდენიმე წუთის წინ ინტერნეტში გაჩნდა ინფორმაცია, რომ 26 მარტს ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა საქართველოსა და ბელარუსს შორის კორონავირუსის გამო ცარიელ ტრიბუნაზე გაიმართება.

აღნიშნულ ცნობას სოციალური ქსელის მეშვეობით სფფ-ის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ოთარ გიორგაძე გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია.

"მეგობრებო, საქართველო-ბელარუსის თამაშთან დაკავშირებით, ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ამიტომ, არასწორ ინფორმაციას ნუ აჰყვებით", - წერს გიორგაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს ოფიციალურად გადაწყდა, რომ საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების სარაგბო დაპირისპირება უმაყურებლოდ ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 23 /
არ გადადებენ. უმაყურებლოდ ჩატარება ლოგიკურია, თუმცა, გულდასაწყვეტია ძაან
ჯერი
12 მარტი 2020 16:24
2
იქნებ სფფ-მ მოახდინოს კოორდინაცია მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციასთან და უეფას კოლექტიური თხოვნით მიმართონ რომ ეს თამაშები უმაყურებლოდ არ ჩატარდეს და დროებით გადაიდოს, ხოლო თუ მერეც იგივე ან უარესი იქნება, მაშინ რა გაეწყობა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უეფას ეთხოვოს რომ 1 შანსი დაგვიტოვოს
qomagi
12 მარტი 2020 16:11
0
უეფა არ გადადებს 26 მარტის თამაშს. ყველაფერი სახელმწიფოზე იქნება დამოკიდებული, თუ დაგვიკეტეს კარები უმაყურებლოდ ჩატარდება.
G.LA
12 მარტი 2020 15:28
1
რათ უნდა ვინმეს გავრცელება? ფედერაციამ გააჩერა ჩემპიონატი რაც უეფასთვის პირდაპირი სიგნალია თამაშის უმაყურებლოდ ჩატარების, და აბრალებთ სხვებს ვითომ ჭორი გაავრცელეს.
a.a.
12 მარტი 2020 15:17
2
60 000-იან სტადიონზე რომ უმაყურებლოდ ჩაატარებ მატჩს, ეს ძალიან მტკივნეულია. ამიტომ ჯობია ბათუმის ახალაშენებულ არენაზე ვათამაშოთ, იქ სულ რაღაც 20 000 სკამი იქნება ცარიელი და გულიც რაღაცნაირად დაისვენებს )))))))))
შენგელიძე მარო
12 მარტი 2020 14:49
5
ყველა ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი ვთანხმდებით რო ჯობს გადაიდოს აპრილის შუა რიცხვებისთვის დარწმუნებული ვარ ვირუსიც შეკავებული და გაშიფრული იქნება და რაღაც საშველი იქნება და მაშინაც თუ ეს სიტუაცია იქნა ფეხბურთი კი არა.
kuxe
12 მარტი 2020 14:41
1
მაყურებლით თუ უმაყურებლოთ ბელარუსიას უნდა მოვუგოთ, მგრამ კოსოვო მაკედონიასთან საჭირო იქნება მაყურებელი.
hhh
12 მარტი 2020 14:36
1
კოსოვო მაკედონიასთან მაგ დროს ვირუსი არარ იკნება
kiko
12 მარტი 2020 16:55
1
და ვინ ან რატო არვრცლებს ესეთ ინფორმაცებსს არ შიძლებააა ამის გამო ახლა ხალხი სტადიონზე რო ვერ მივიდესს ამაზე რატო არ ფიქრობთ დებილები ხართ თუ გონება ჩლნგები რა გეტაკათ მეც ვნახე უფას არფერი გაუვრცლებიააა და ასე როომ 26 ყველა სტადიონზე და რომც აკრძალონ მაგრად გვკდია კორნო ვირუსი გადვუვლით ყველას და მაინც შევალთ სტადიონზე არ გავინტერსებსსს ესე ერის თამაშიაა და სიცოცლის ფასად ვუგულშემტკვრებთ ეს უფეას გადასწყვეტი არაააააა ეს ერის გადსწყვეტიააა
გიორგი
12 მარტი 2020 14:32
7
ნელა ზვიადი, არავის გაერჭო ტალპაში.
c
12 მარტი 2020 15:31
1
წადი, ნემსი გაიკეთე...
თერძი ბესო
12 მარტი 2020 15:01
1
მერე რამე ბერკეტი არ უნდა გაგაჩნდეთ დედა რო უტიროთ ვინც ამას ავრცელება.რა უმაყურებლოდ უჰანში აღარაა ვირუსი საქართველოშიც განიკურნა ადამიანი ესეიგი ნელნელა სწორდევა ყველაფერი უმაყურებლოდ თამაში არცერთ ვარიანტში არ დაუშვა კობი.მიაწექი შენ გაქ მაგის ავტორიტეტი
თემური
12 მარტი 2020 14:31
3
jobs umayureblod chatardes vidre janmrtelobas safrtxe sheeqmnas
jarji
12 მარტი 2020 14:30
2

სიახლეები პოპულარული