"არასწორი ინფორმაციაა" - სფფ საქართველო-ბელარუსის უმაყურებლოდ ჩატარებას უარყოფს

AutoSharing Option
რამდენიმე წუთის წინ ინტერნეტში გაჩნდა ინფორმაცია, რომ 26 მარტს ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა საქართველოსა და ბელარუსს შორის კორონავირუსის გამო ცარიელ ტრიბუნაზე გაიმართება.

აღნიშნულ ცნობას სოციალური ქსელის მეშვეობით სფფ-ის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ოთარ გიორგაძე გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია.

"მეგობრებო, საქართველო-ბელარუსის თამაშთან დაკავშირებით, ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ამიტომ, არასწორ ინფორმაციას ნუ აჰყვებით", - წერს გიორგაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს ოფიციალურად გადაწყდა, რომ საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების სარაგბო დაპირისპირება უმაყურებლოდ ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ჩემი აზრით ჯობს გადაიდოს და წესიერად ნორმალურ ვითარებაში ჩატარდეს ტავის გულშემატკივრით.!!! ყველაზე კარგი იქნება
beqa
12 მარტი 2020 13:57
3
ე, ბიჯო ან ისე გადაწყვიტეთ ან ასე რა!! ნუ დაგვაგლიჯეთ ნერვები....
buba
12 მარტი 2020 13:53
5
იქნებ სფფ-მ მოახდინოს კოორდინაცია მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციასთან და უეფას კოლექტიური თხოვნით მიმართონ რომ ეს თამაშები უმაყურებლოდ არ ჩატარდეს და დროებით გადაიდოს, ხოლო თუ მერეც იგივე ან უარესი იქნება, მაშინ რა გაეწყობა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უეფას ეთხოვოს რომ 1 შანსი დაგვიტოვოს
qomagi
12 მარტი 2020 16:11
0
ჯერ ადამიანების სოცოცხლე და მერე სხვა დანარჩენ, გადავდოთ...
c
12 მარტი 2020 13:51
1
ყველა ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი ვთანხმდებით რო ჯობს გადაიდოს აპრილის შუა რიცხვებისთვის დარწმუნებული ვარ ვირუსიც შეკავებული და გაშიფრული იქნება და რაღაც საშველი იქნება და მაშინაც თუ ეს სიტუაცია იქნა ფეხბურთი კი არა.
kuxe
12 მარტი 2020 14:41
1
და რა ერთ საათში გააფოციალურებს უეფა თუ 2 დღის შემდეგ რეზულტატი იგივე იქნება უმაყურებლოდ მოუწევს ჩვენ გუნდს ბელარუსთან ჯახის გამართვა რაც პირდაპირ ფედერაციის უგუნური შედეგის ბრალია გუშინ ადგენ და 500 კაციანი ფასწრების ეროვნული ლიგა ლამის ზაფხულამდე გააჩერეს და უეფაში ბაღის მოსწავლეები კი არ ზიან იფიქრეს რო ესენი საქართველოს დაბალ დასწრებიან ლიგას ვერ უმკლავდებიან და ჩემპიონატი გადადვესო და მითუმეტეს ერთ თავშეყრის ადგილზე 55 000 ადამიანში კორონას რისკს საერთოდ ვერ გააკონტროლებენო და ადგენ და გვაჯახენ პირდაპირ ან უმაყურებლოდ დათანხმდებით მატჩის ჩატარებას ან იმხელა ჯარიმას აგკიდებთ დარჩენილი ცხოვრება უეფას რეგალიების გარეშე დაგტოვებთო აი ეს არის სიმართლე პაკაზუხა თავები როგვყავს ქვეყანას და ფეხბურთის ფედერაციას განსაკუთრებით რა უნდოდათ გუშინ ეროვნული ლიგა დემონსტრაციულად რომ გააუქმეს აპრილამდე ლიგის პლეიოფების თამაშებს ატარებენ უმაყურებლოდ უეფა ისეთი სიტუაცია არი კორონას გამოშექმნილი და მათთვის მესამე ხარისხოვან თამაშს ხო საერთოდ არ გაუთვალისწინებდნენ ეს ვერ გათვალეს წინასწარ.
Akrogenus
12 მარტი 2020 13:42
6
რა გინდა? ბელარუსის თამაშს ხალხი დასწროს, თუნდაც რამდენიმე ათეული (თუ ასეული) ადამიანის დახოცვის ხარჯზე? დედა-მამა გყავს? ასე რამ შეგაჯავრა ქართველები.
martlaaa
12 მარტი 2020 14:44
2
მაგარი ფანტაზია გქონია ძმაო, ამდენი ზღაპარი ერთად ძმებ გრიმებს არ დაუწერიათ:)
Raptor08
12 მარტი 2020 14:24
1
ყველა გამოხმაურება
მერე რამე ბერკეტი არ უნდა გაგაჩნდეთ დედა რო უტიროთ ვინც ამას ავრცელება.რა უმაყურებლოდ უჰანში აღარაა ვირუსი საქართველოშიც განიკურნა ადამიანი ესეიგი ნელნელა სწორდევა ყველაფერი უმაყურებლოდ თამაში არცერთ ვარიანტში არ დაუშვა კობი.მიაწექი შენ გაქ მაგის ავტორიტეტი
თემური
12 მარტი 2020 14:31
3
რა მნიშვნელობა აქვს ხალხი მანინც სტადიონთან შევიკრიბებით რო არ შეგვიშვათ, გუშინ როგორც პარიზში მოხდა. დაფიქრდით რა აზრი აქვს უმაყურებლოდ მატჩის ჩატარებას !!!
Sinistro
12 მარტი 2020 13:37
4
არავინ არ შეკრებილა სტადიონთან, ვიდეოინსტალაციები იყო თავიდან გასამხნევებლად... რაც შეეხება მატჩს უნდა გადაიდოს ყოველ მიზეზგარეშე...
papai
12 მარტი 2020 14:08
3
რათ უნდა ვინმეს გავრცელება? ფედერაციამ გააჩერა ჩემპიონატი რაც უეფასთვის პირდაპირი სიგნალია თამაშის უმაყურებლოდ ჩატარების, და აბრალებთ სხვებს ვითომ ჭორი გაავრცელეს.
a.a.
12 მარტი 2020 15:17
2
არ გადადებენ. უმაყურებლოდ ჩატარება ლოგიკურია, თუმცა, გულდასაწყვეტია ძაან
ჯერი
12 მარტი 2020 16:24
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული