"მატჩის 26 მარტს გამართვა წარმოუდგენელია" - დავით მუჯირი საქართველო - ბელარუსის შეხვედრაზე

AutoSharing Option
"პირველ არხზე" გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი გახლდათ, რომელმაც 26 მარტს გასამართ საქართველო-ბელარუსის მატჩზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, სფფ-მ უეფას თხოვნით მიმართა, რომ აღნიშნული მატჩი გადაიდოს. როგორც მუჯირი აღნიშნავს, წარმოუდგენლად ჩანს, რომ 26 მარტს შეხვედრა შედგეს.

მისი თქმით, მგზავრობა ფეხბურთელებისთვისაც დამატებითი ხიფათის მომტანი იქნება და გულშემატკივრებიც დაცულნი არ იქნებიან.

მუჯირმა განაცხადა, რომ მოლოდინის რეჟიმში არიან, თუმცა, დიდი ალბათობით, ეს მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსმა უამრავ სპორტულ ღონისძიებას შეუქმნა პრობლემა და გამონაკლისი არც საქართველოა. კიდევ ერთხელ
შეგახსენებთ, დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების სარაგბო დაპირისპირება უმაყურებლოდ ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ჩვენ უფრო მეტი სერიოზულობა გვმართებს,ყოფილი გეხბურთელი ვარ,მაგრამ ასეთ დროს უნდა გადაიდოს ყველა შეჯიბრი,რათ უნდა ამას,ბევრი ფიქრი,ღმერთმა ნუ ქნას,რომ საქმე იქამდე მივიდეს საგანგებო მდგომარეობა.გამოცხადდეს და,რომ არ გამოცხადდეს ამიტომ ყველანაირად უნდა დავიცვად თავი.
გოჩა
11:07 13-03-2020
0
უმაყურებლ9დ უფრო არ ინერვიულებენ. აზზე არ ხართ ქართული ფსიქოტიპის.
არადა
21:28 12-03-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული