"მატჩის 26 მარტს გამართვა წარმოუდგენელია" - დავით მუჯირი საქართველო - ბელარუსის შეხვედრაზე

AutoSharing Option
"პირველ არხზე" გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი გახლდათ, რომელმაც 26 მარტს გასამართ საქართველო-ბელარუსის მატჩზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, სფფ-მ უეფას თხოვნით მიმართა, რომ აღნიშნული მატჩი გადაიდოს. როგორც მუჯირი აღნიშნავს, წარმოუდგენლად ჩანს, რომ 26 მარტს შეხვედრა შედგეს.

მისი თქმით, მგზავრობა ფეხბურთელებისთვისაც დამატებითი ხიფათის მომტანი იქნება და გულშემატკივრებიც დაცულნი არ იქნებიან.

მუჯირმა განაცხადა, რომ მოლოდინის რეჟიმში არიან, თუმცა, დიდი ალბათობით, ეს მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსმა უამრავ სპორტულ ღონისძიებას შეუქმნა პრობლემა და გამონაკლისი არც საქართველოა. კიდევ ერთხელ
შეგახსენებთ, დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების სარაგბო დაპირისპირება უმაყურებლოდ ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ჩვენ უფრო მეტი სერიოზულობა გვმართებს,ყოფილი გეხბურთელი ვარ,მაგრამ ასეთ დროს უნდა გადაიდოს ყველა შეჯიბრი,რათ უნდა ამას,ბევრი ფიქრი,ღმერთმა ნუ ქნას,რომ საქმე იქამდე მივიდეს საგანგებო მდგომარეობა.გამოცხადდეს და,რომ არ გამოცხადდეს ამიტომ ყველანაირად უნდა დავიცვად თავი.
გოჩა
13 მარტი 2020 11:07
0
უმაყურებლ9დ უფრო არ ინერვიულებენ. აზზე არ ხართ ქართული ფსიქოტიპის.
არადა
12 მარტი 2020 21:28
4
რადგან თქვენ იტყვით რა. თამაში ჩატარდება და ჩატარდება ცარიელი ტრიბუნების წინ. ვისაც გინდათ მიბრძანდით სტადიონთან და გარედან იყვირეთ....
bomondi
12 მარტი 2020 17:14
23
ამ დღეებში გამოაცხადებენ ჩემპიონთა ლიგის შეჩერებასაც. ნუ მიედ მოედებით, სულ არ მინდა ეგეთი თამაში თუ რისკის ქვეშ დადგება ჩემი ან ნებისმიერი ქართველის ჯანმრთელობა. გადადებენ და როცა ჩაწყნარდება ყველაფერი და ღმერთით მალე მოხდება ეს,მაშინ ჩაატარებენ
ზუზუ
12 მარტი 2020 16:58
0
ესენი ვერ შეეწინაღმდეგებიან ევროპის საფეხბურთო ჩინოვნიკებს, რომ თამაში ჩატარდეს უმაყურებლოდ. ამიტომ ასეთი ვირეშმაკული მანევრით ცდილობს ეს მაჩანჩალა და ამის უკან მდგომი მთავრობაც, თავიდან აირიდონ ქართველი მრავალათასიანი მაყურებლების წყრომა!

არ გაბედოთ თამაშის გადადება და არ გაბედოთ თამაშის მაყურებლების გარეშე ჩატარებაც!

SimarTle
12 მარტი 2020 16:28
47
უმაყურებლოდ არავინ ატარებს ხალხოო 99 პროცენტი თამაში გადაიდება ალბაათ აპრიის ბოომდე ან მააისის შუა რიცხვებამდე.
Buxrika
12 მარტი 2020 16:21
0
ნუ ექსპერტობთ აქ არაკომპეტენტური ხალხი... მადრიდის რეალს და იუვენტუსის ფეხბურთელებს დაუდგინდა და ლა ლიგა საერთოდ შეჩერდა. 2 კვირაში კიდე სიტუაცია უკეთესი ვერ იქნება (თუ არ გაუარესდა კიდე) და რა ფეხბურთზეა საუბარი? ის მოთამაშეები ზოგი რუსეთშია, ზოგი ამერიკაში, ზოგი ბელგიაში და გინდა არ გინდა საერთაშორისო მგზავრობა უწევთ. რატომ უნდა გაარისკინო ადამიანს ჯანმრთელობა?
ექსპერტი
12 მარტი 2020 16:13
2
ზუსტად ეგ აწყობს ბელარუსს...და შანსი 50/50 ზე იქნება, უმაყურებლოდ ჩატარება არ უნდა დაუშვან, ეს ღალატია პირდაპირი მნიშვნელონბით, ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება.....ფურთხი ფედერაციას თუ ამას დაუშვებს...
გიორგი
12 მარტი 2020 15:52
27
წაი ბიძიკო ჩამოკარი
c
12 მარტი 2020 20:06
1
რაუნდა გადადოთ აეეე? ჩემპიონთა ლიგა არ გადაიდო ეს რატო უნდა გადადოთ.არაფერი არუნდა გადაიდოს
aleko
12 მარტი 2020 15:14
28
არაფერი წარმოუდგენელი არაა თუ უმაყურებლოდ ჩატარდება.
ჰმმ...
12 მარტი 2020 15:09
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული