ქართველი გულშემატკივრის ინიციატივა - "მიეცით ბილეთების ფული ვირუსთან მებრძოლ ადამიანებს"!

AutoSharing Option
სოციალური ქსელის მომხმარებელი ზურაბ მეძველია Facebook-ზე სტატუსს აქვეყნებს და ინიციატივით გამოდის:

"ორი 25-ლარიანი ბილეთი მაქვს ნაყიდი და დიდი ალბათობით, შედგება ეს მატჩი, ოღონდ უმაყურებლოდ. თუ ეს მართლა ასე მოხდა, ცხადია, ფეხბურთის ფედერაცია ვალდებულია დაგვიბრუნოს ბილეთებში გადახდილი თანხა...

ჰოდა, ასეთი რამ რომ გავაკეთოთ - უარი ვთქვათ ფულის დაბრუნებაზე, უბრალოდ სამახსოვროდ დავიტოვოთ ეს ბილეთები (შვილიშვილებს ვაჩვენებთ და მოვუყვებით ამ მატჩის და კორონას ამბავს), ხოლო რაც ფედერაციას ჩვენთვის უნდა მოეცა, რამე ანგარიში გაიხსნას იმ ხალხისთვის,
ექიმებისთვის, ექთნებისთვის, ამ დედანატირებ ვირუსთან მებრძოლი სხვა ადამიანებისთვის, ვისაც
ალბათ იმავე ხელფასზე ათმაგად მუშაობა უწევთ - და იქ ჩარიცხოს ეს თანხა. ცოტა არ იქნება - 55 ათასი ბილეთი იყო გაყიდული", - წერს მეძველია.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-ბელარუსის მატჩზე გადაწყვეტილება 17 მარტს ვიდეოკონფერენციაზე იქნება მიღებული. შეგახსენებთ, რომ მატჩის ჩატარების თარიღი 26 მარტია.

მკითხველის კომენტარები / 18 /
1 ჯერ არვის არფერი გადუწყვეტია და მე პირადად არ მსურს მაყურებლის გარეშე ამ თამშის ჩატრება ან დაუშვან 26 ხალხი ან გადწიონ თორე 26 რო დაუშვამ ხალხი მაინც მივა სტადიონთან და მეც მივალ და რამნიშვლობა აქვს უეფასთვის სტადიონზე გადმედება ვირუსი თუ სტადიონის კარებთან ? 2 ნუ ავრცლებთ ცრუ ინფრომაციას ვაიდა გულშმტკვირადი დაუშვანნ სტადიონზე და თქვენი გავრცლებული ინფმაციაზე დაყრდნობით არ მივიდეს ხალხი სტადიონზე და არ გაივსოს მერე სად მიდიხართ იდოტები ხო გამჩნდებით არა ? ცოტა გონს მოგეთ და გაავრცლეთ ისეთი ინფორმაცია რომლიც ოფცალურია და არა თქვენი ჭორობის დონეზეეე
გიორგი
01:41 14-03-2020
1
ისევ და ისევ მეგრელს თუ მოაფიქრდება
ქვეყნისთვის სასარგებლო აზრი
ბაჩი
16:42 13-03-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული