უთხარით უეფას "არა"! - მათი გადაწყვეტილება ადამიანების ჯანმრთელობაზე ფასეული არ არის...

AutoSharing Option
საქართველო-ბელარუსის მატჩის შესახებ არაერთი ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ აუცილებელია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კატეგორიული უარი განაცხადოს ამ მატჩის ჩატარებაზე.

გულშემატკივარს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ მატჩი შეიძლება უმაყურებლოდ ჩატარდეს. თუმცა ამ შემთხვევაში სანახაობაზე მეტად უსაფრთხოებაზე უნდა ვიფიქროთ.

უეფა არის კომერციული ორგანიზაცია, რომლისთვისაც საფეხბურთო კალენდრის არევა დიდ ფინანსურ დანაკარგებს უკავშირდება. ისინი შეეცდებიან, მაქსიმალურად გაიტანონ თავიანთი აზრი და არ მისცენ პატარა ქვეყნებს საშუალება, რაიმე შეაცვლევინონ. ევროპის ჩემპიონატისთვის მონაწილე ნაკრებების სია მეტწილად დაკომპლექტებულია, მათთვის ამ სანაკრებო პაუზას განსაკუთრებული დატვირთვა არა აქვს. ხოლო იმ მატჩების
გადადებამ, რომლებიც მარტის ბოლოს უნდა გაიმართოს, მათ შეიძლება ევრო 2020-ის გეგმები შეუცვალოს.

26 მარტს ჯამში ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაციის 8 მატჩია დაგეგმილი. სასურველია, მონაწილე ქვეყნების ფედერაციებმა ერთიანი უარი განაცხადონ მატჩების ჩატარებაზე, მინიმუმ, მასპინძლებმა გამოხატონ ამის მზაობა.

რატომ არის თბილისური მატჩის უმაყურებლოდაც გამართვა საშიში?

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების სრული უმრავლესობა ლეგიონერია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში თამაშობს. ამ ფეხბურთელებს თბილისში ჩამოსასვლელად არაერთი დაბრკოლების გავლა მოუწევთ. პირველი ის, რომ საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენები მინიმალურია და მათ გადაჯდომით მოუწევთ სხვადასხვა აეროპორტის გავლა. აეროპორტში კი ყოველთვის სხვადასხვა ქვეყნის ხალხი მრავლად ირევა.

საიდან უნდა ჩამოვიდნენ ქართველი ფეხბურთელები?

  • ესპანეთი - 3146 დაინფიცირებული
  • ამერიკა - 1762 დაინფიცირებული
  • შვეიცარია - 868 დაინფიცირებული
  • შვედეთი - 687 დაინფიცირებული
  • დანია - 674 დაინფიცირებული
  • ჰოლანდია - 614 დაინფიცირებული
  • ბელგია - 399 დაინფიცირებული
  • ავსტრია - 361 დაინფიცირებული
  • და ა.შ.
ერთ ფეხბურთელსაც რომ სიცხე აღმოაჩნდეს, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ის დაინფიცირებული არ იყოს, უნდა შემოწმდეს მთლიანი ნაკრები და თანამშრომლები. ამავდროულად, შეიძლება საჭირო გახდეს თვითიზოლაცია ან კარანტინი.

სრული აბსურდია ამ პირობებში ამ მატჩის მაყურებლით ან უმაყურებლოდ ჩატარება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და საქართველოს მთავრობამ ნებისმიერი სახით მატჩის ჩატარებაზე უარი უნდა თქვას და მოითხოვონ გადადება. უეფას სურვილები პიროვნებების ჯანმრთელობის წინ არ უნდა დადგეს.

უკვე გვაქვს მსოფლიოში შემთხვევები, რომ კორონავირუსისგან არავინ არის დაზღვეული.

მკითხველის კომენტარები / 34 /
უამრავმა წამოყო თავი. საქართველომ უარი უნდა განაცხადოს. პირველ რიგშია ჩვენი ხალხი, ფებურთელები და უბრალო ადამიანები. ისევ პოლიტიკაა ასეთების მიზანი და თუ მერე რაიმე მოხდა ხელისუფლებას რომ დააბრალონ ყოველივე. ოღონდ თვითონ იყვნენ კარგად და დანარჩენი ფეხებზე ჰკიდიათ ძაღლთავებს.
იამზე, ნელი, თედო, შოთა, არზევან და დანარჩენნი. ახალგაზრდული მეგობრული გუნდი, „სამშობლო განსაცდელშია“
13 მარტი 2020 12:54
1
სკაფანდგრებით რო მივიდეთ ყველა?)))
ჯოყოლა
13 მარტი 2020 17:49
3
თუ თამაში ჩატარდა დაუშვებენ თუ არ დაუშვებენ სტადიონზე მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ხალხი ყველანაირად შეიკრიბება და მაგას ვერ აკრძალავენ. ყველაზე ნორმალური გადაცყვეტილება გადატანააა სხვა შემთხვევაში არაფერზე უარი არ უნდა ვთქვათ დაე ჩატარდეს უმაყურებლოდ!!!
ზურა
13 მარტი 2020 13:32
0
ჩატარდეს მაყურებლის გარეშე ბელარუს თუ ვეღარ მოვუგეთ აღარ ყოფილა ჩვენი საშველი მაშინ
ქართველი
13 მარტი 2020 15:56
6
მოკლედ, მე ჩემი გამოცდილებით მინდა ყველას გამცნოთ, რომ კორონავირუსს ძალზე კარგად ერევა კონიაკი, არაყი და ვისკი. განსაკუთრებით კონიაკი.
ლუდი უშედეგოა და მოერიდეთ!!
ასე რომ, სტადიონის შესასვლელში უნდა დავარიგოთ 150 გრამიანი ჭიქებით კონიაკი, ფეხბურთელებმაც თამაშის დაწყების წინ გადაჰკრან თითო ჭიქა და ინფექცია გაქარწყლდება. ნაკრებებიც მშვიდან ითამაშებენ.

..და საერთოდ, ჩვენმა მთავრობამ საზღვრებზე და აეროპორტებშიც უნდა დაიწყოს კონიაკის დარიგება ჩამომსვლელებისათვის. კონიაკის მიღების ფგარეშე არავინ არ უჰდა შემოუშვან საქართველოში!
დამიჯერეთ, უებარია.
ანრი
13 მარტი 2020 12:56
7
გორის დილას ვარჯიშზე შენ მიდიოდი?
ა?
13 მარტი 2020 17:55
0
აუ ისე კაი კონიაკი კი გაასწორებდა ეხლა..
koniaki mindaa
13 მარტი 2020 17:16
1
ყველა გამოხმაურება
ოფიციალურად ევროპის ჩემპიონატი გადაიდო ერთი წლით და 2021 ჩატარდება
BOSS
13 მარტი 2020 21:46
3
შეგირცხვათ სინდის-ნამუსი. მატჩები უნდა ჩატარდეს და რათქმაუნდა მაყურებლებით. ხალხმაც და ფეხბურთელებმაც კარგად იციან შესაძლო პრობლემების შესახებ, ამიტომ ვისაც გეშინიათ--ნუ მიიღებტ მონაწილეობას, ნუ მოხვალთ სტადიონზე. გასაგებია???
mamuka09ze
13 მარტი 2020 13:03
7
თქვენ მოძველებული ცნობები გქონიათ,გადაიდო მატჩი.
სტატუს ქუო
13 მარტი 2020 14:01
3
გორის დილას დღეს ვარჯიში რომელ საათზე აქვს ხომ არავინ იცის? იქნებ დაწეროთ, რომ დავესწრო. საინტერესოა.
asaturyan
13 მარტი 2020 13:53
6
დილით ქონდ აგორის დილას ვარჯიში. უკვე დააგვიანე.
ხვალ სამის ნახევარზეა და არ არ გამოგრჩეს აბა შენ იცი. თან ხვალ კუთხურებზე ვარჯიშობენ და საინტერესო იქნება. ზეგ აუტებია..
ჯერი
13 მარტი 2020 17:17
1
ნიღბებით რომ ითამაშონ არა?
ავოე
13 მარტი 2020 13:02
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული