ბელარუსის ნაკრების ფეხბურთელი: გადმოიტანონ მატჩი მინსკში და პრობლემებიც არ იქნება

AutoSharing Option
ბრესტის "დინამოსა" და ბელარუსის ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა სერგეი კისლიაკმა საქართველოსა და ბელარუსს შორის გასამართი მატჩის გადატანის შესახებ გააკეთა კომენტარი.

"მინდა, რომ ვითამაშოთ და არაფერი გადაიტანონ. ალბათ, საქართველოში ბელარუსისაგან განსხვავებული სიტუაციაა. საჭიროა მატჩის მინსკში გადმოტანა და მეტი არაფერი. ყველაფერი რიგზე იქნება", - განაცხადა კისლიაკმა გადაცემა "სპორტ კადრის" ეთერში.

მოგეხსენებათ, ერთა ლიგის D დივიზიონის პლეი-ოფის შეხვედრა საქართველოსა და ბელარუსს შორის 26 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა, კორონავირუსის პრობლემიდან გამომდინარე, მატჩი გადაიდო.

მომზადებულია tribuna-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 33 /
შენისთანა ჭკვიანი ბევრია თეთრ რუსეთში? )
MISTERIK
16:13 18-03-2020
4
ფორაც ხომ არ მოგცეთ თამაშის წინ
გიო
16:05 18-03-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული