საქართველოსა და ბელარუსს შორის გასამართი მატჩი კიდევ გადაიდო

AutoSharing Option
დღეს, 1-ელ აპრილს, უეფას ორგანიზებით და 55-ვე წევრი ასოციაციის გენერალური მდივნების მონაწილეობით, მორიგი ვიდეოკონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის დასრულების შემდეგ კი ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე ვიდეოკონფერენციის დროს განხილული საკითხები გადაწყდა, რომლებიც ეროვნულ ნაკრებს, ასაკობრივ ნაკრებებს, საკლუბო და ქალთა ფეხბურთს შეეხება.

ეროვნული ნაკრები

​უეფას დღევანდელი გადაწყვეტილებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ივნისის სანაკრებო პაუზა გაუქმდა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ყველა მატჩი გადაიდო. შესაბამისად, საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის გასამართი ევროპირველობის პლეი-ოფის მატჩი კიდევ ერთხელ გადაიდო და სავარაუდოდ, ზაფხულის ნაცვლად მიმდინარე
წლის შემოდგომაზე გაიმართება. მატჩის ჩატარების კონკრეტული თარიღი ამ ეტაპზე უცნობია და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ასაკობრივი ნაკრებები

ეროვნული ნაკრების მსგავსად, ზაფხულის სანაკრებო პაუზის პერიოდში მატჩები საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებსაც უნდა გაემართათ, მაგრამ ახალი კორონავირუსის გარშემო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს მატჩებიც გადაიდო. დღევანდელი გადაწყვეტილებით, გაუქმდა 2020 წლის 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი და შესაბამისად, ჩვენი 17-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდში მონაწილეობას ვერ მიიღებს, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების მატჩები კი, ეროვნულის მსგავსად, სავარაუდოდ, შემოდგომისთვის გადაიდო.

საკლუბო ფეხბურთი

​უეფას გადაწყვეტილებით, 2020-21 წლების სეზონისთვის ევროტურნირები, ივლისის ნაცვლად, სავარაუდოდ, აგვისტოდან დაიწყება. ამ გადაწყვეტილების შესაბამისად შეიცვალა ლიცენზირების და განაცხადის წარდგენის ვადები. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია "კრისტალბეთ ეროვნული ლიგის" და "კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2"-ის კლუბების მონაწილეობით პარასკევს ვიდეოკონფერენციას გამართავს.

​ქალთა ფეხბურთი

​სხვა ასაკობრივ ტურნირებთან ერთად, ასევე გაუქმდა 19 წლამდე გოგონების ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი, რომელიც საქართველოში უნდა გამართულიყო. ამის თაობაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უკვე მიმართა უეფას და გამოთქვა მზადყოფნა იმის შესახებ, რომ უმასპინძლოს გოგონათა რომელიმე ასაკობრივი ჯგუფის ევროპის ჩემპიონატს.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოკლედ, არ იქნა და არ გვეღირსა დიდი საფეხბურთო ზეიმი, რა კარგად მიდიოდა ყველაფერი და რა დაუნდობლად გვკენწლის განგება _ გეკუთვნით, მაგრამ არ გეკუთვნითო. ნეტავ დიდი გამარჯვების საწინდარი მაინც იყოს ეს უსასრულო ლოდინი და აღარ დავეძებ წვალებას...
პეტრე
00:33 02-04-2020
2
მოკლედ ერთა ლიგის 12 გუნდს რომლებსაც უწევთ პლეი ოფები, ყველას გაიყვანენ ევროპაზე და ერთ ევროპას ჩატარებე 36 გუნდიანს 2021 ში
გოგა
20:46 01-04-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული