ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!

AutoSharing Option
დღეს, 8 აპრილს, ქართული ფეხბურთის და ზოგადად, ქართული სპორტის ლეგენდა ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა. Sportall.ge-ს რედაქცია ულოცავს ბატონ ალექსანდრეს და მის ოჯახს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. ჩივაძე არაერთი ქართველი ფეხბურთელის ინსპირაციაა.

ალექსანდრე იცავდა თბილისის "დინამოს" ღირსებას. ის არის: საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ორგზის საბჭოთა კავშირის თასის (1976,1979) და თასების მფლობელთა თასების გამარჯვებული (1981) და ასევე, სხვა უამრავი პირადი და ეროვნული ჯილდოს მფლობელია. 1980 წელს ჩივაძე გახდა საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელი.

ალექსანდრე საბჭოთა კავშირისა და საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი
საუკეთესო სპორტსმენია.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ჩივაძის ნაირი ცენტრალური მცველი და კაპიტანი არ ყოლია საბჭოთა კავშირს, საშა, რომ ბურთს წამოიღებდა საჯარიმოდან ერთ რამედ ღირდა. ასეთი ადამიანი სულ მუდამ ჩართული უნდა იყოს ქვეყნის ფეხბურთის განვითარებაში, აბა ნახეთ გერმანიაში და სხვა ქვეყნებში როგორ არის. წარმატებებს და ჯანმრთელობას ვუსურვებ საშა ჩივაძეს.
xx.
11 აპრილი 2020 13:48
0
მსოფლიო დონის ცენტრალური მცველი,ნამდვილი კაპიტანი!რა
კანავარო, ვინ ნესტა,ახლოსაც ვერ მივიდონენ ჩივაძესთან!
Jordan Beli
08 აპრილი 2020 20:40
1
გეთანხმები!!! 100%-ით. ჩივაძის დარი, მხოლოდ ბეკენბაუერი იყო. ესეც დააყენა ინგლისელმა სპეციალისტმა მსოფლიოს ყველა დროის ნაკრებში 2 საუკეთესო "სტოპერად".
tngh
09 აპრილი 2020 14:10
0
ლეგენდებს შორისაც კი გამორჩეული!დიდებული პიროვნება და ფეხბურთის აკადემიკოსი!ჯანმრთელობას,ბედნირებასა და დიდ ხანს სიცოცხლეს გისურვებთ ბატონო საშა!ქართველი ერის საამაყო შვილო!
Alex.F
08 აპრილი 2020 17:49
0
ყველა დროის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი! გილოცავთ! ჯანმრთელობას გისურვებთ!
მონავარდე
08 აპრილი 2020 16:13
0
ვულოცავ ბატონ ალექსანდრეს იუბილეს და ვუსურვებ ჯანმრთელობას.ის ახლაც ემსახურება ქართულ ფეხბურთს,მაგრამ ვფიქრობ,მისი და მისი თაობის სხვა წარმომადგენლების გამოყენება,გაცილებით უფრო ინტენსიურადაა საჭირო.სანამ ჯერ კიდევ შეუძლიათ,გამოვიყენოთ
სოსო
08 აპრილი 2020 15:21
0
ვულოცავთ! ერთერთი სახელოვანი ქართველი სპორტსმენი, ფეხბურთელი და კაპიტანი! არ ვაჭარბებ და ბევრი დამეთანხმება - ნამდვილად მსოფლიო დონის ფეხბურთელი იყო.
: )))))))
08 აპრილი 2020 15:08
0
ვულოცავ ბატონ საშას, ღმერთმა ჯანმრთელად და დიდხანს აცოცხლოს! მართლაც ფეხბურთის აკადებიკოსი, მსოფლიოს ყველა დროის გამორჩეული და უჭკვიანესი ცენტრალური მცველი! ავტორ, რუსთაველის ფრაზა: "გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი" - აქ რაღაც არ ჯდება, 2 აბზაცში რომ მოაქციე ბუმბერაზი ცენტრალური მცველის ბიოგრაფია, ცისარტყელა გურამიკო კი რამდენი საპირფარეშოს ქაღალდს აკენწლავს ან კიდევ პარკში გაისეირნებს, მთელ პოემებს უძღვნით
llcl
08 აპრილი 2020 14:47
1

სიახლეები პოპულარული