![](https://sportall.ge/pictures/image5/dc034e10229c7e8c70351a439336b9b5.jpg)
ფიფამ "კოკა კოლას" რეიტინგი განაახლა, თუმცა გასაგები მიზეზების გამო ნაკრები გუნდებისათვის ადგილი არ შეუცვლია და საქართველოს ეროვნული გუნდი ისევ 91-ე პოზიციას იკავებს.
აღსანიშნავია, რომ წინა წელი ჩვენმა გუნდმა ამავე პოზიციაზე დაასრულა და ისტორიის მანძილზე საშუალო ადგილიც "კოკა კოლას" რეიტინგში საქართველოს ნაკრებისთვის 91-ე გახლავთ.
კორონავირუსის პანდემიის გამო ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის განახლდება სანაკრებო მატჩები და როდის ჩაატარებს ჩვენი გუნდი მომავალ შეხვედრას.