ფიფას განახლებულ რეიტინგში საქართველოს ნაკრების პოზიცია უცვლელია

AutoSharing Option
ფიფამ "კოკა კოლას" რეიტინგი განაახლა, თუმცა გასაგები მიზეზების გამო ნაკრები გუნდებისათვის ადგილი არ შეუცვლია და საქართველოს ეროვნული გუნდი ისევ 91-ე პოზიციას იკავებს.

აღსანიშნავია, რომ წინა წელი ჩვენმა გუნდმა ამავე პოზიციაზე დაასრულა და ისტორიის მანძილზე საშუალო ადგილიც "კოკა კოლას" რეიტინგში საქართველოს ნაკრებისთვის 91-ე გახლავთ.

კორონავირუსის პანდემიის გამო ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის განახლდება სანაკრებო მატჩები და როდის ჩაატარებს ჩვენი გუნდი მომავალ შეხვედრას.

მკითხველის კომენტარები / 3 /
საქართველოს ნაკრების საუკეთესო ადგილი მსოფლიო რეიტინგში იყო 42-ე ადეგილი, 1998 წელს.
ქობულეთელი
12:11 15-04-2020
0
ქეცბაია ქინქლაძე არველაძეების დროს ნეტავ საუკეთესო რეიტინგი რომელი პოზიცია იყო არ მახსოვს,მგონი 40ეულში ვიყავით მაშინ
ბაჩო
22:24 09-04-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული