გაირკვა - საქართველოს ნაკრები ბელარუსს 8 ოქტომბერს უმაპინძლებს

AutoSharing Option
უეფას აღმასკომმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩების თარიღები დაადგინა.

საქართველოს ნაკრები D დივიზიონის ნახევარფინალურ მატჩს ბელარუსთან 8 ოქტომბერს თბილისში ჩაატარებს, მისი დამარცხების შემთხვევაში კი ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებულს 12 ნოემბერს უმასპინძლებს.

ჯერ უცნობია, მატჩები მაყურებლებთან ერთად ჩატარდება თუ მათ გარეშე.

საქართველოს ნაკრები ბელარუსს 26 მარტს უნდა შეხვედროდა, მაგრამ მატჩი კორონავირუსის გამო გადაიდო.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონში გადავიდა, სადაც მისი მეტოქეები ჩრდილოეთი მაკედონია, ესტონეთი და სომხეთი იქნებიან. ტურნირი სექტემბერში აიღებს სტარტს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
8 ოქტომბერს ერთა ლიგაზე სომხეთს ვხვდებოდით. რედაქცია ის კალენდარიც შეიცვალა? გადაამაწომეთ.
ჰაჰა
13:48 18-06-2020
0
ცოტა ახლოახლო მაინც გეთქვათ
ბონდო
23:58 17-06-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული