უეფამ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე 2021 წელს გასამართი ევრო 2020-ის სრული კალენდარი გამოავლინა და დაასახელა ქალაქები და თარიღები, სადაც ჯგუფური ეტაპის შეხვედრები გაიმართება.
თუ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავა, მოხვდება "F" ან "C" ჯგუფში.
"C" ჯგუფში მოხვედრის შემთხვევაში ჩვენს ეროვნულ გუნდს ორი მატჩის (13 ივნისს ავსტრიასთან და 17 ივნისს უკრაინასთან) ჩატარება რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მოუწევს, ერთისა (21 ივნისს ნიდერლანდების წინააღმდეგ) კი ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში.
თუ ჩვენი გუნდი "F" ქვეჯგუფში მოხვდა, 2 მატჩს (15 ივნისს პორტუგალიასთან და 19 ივნისს საფრანგეთთან) უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში
ჩავატარებთ, 1 მატჩს (23 ივნისს გერმანიის წინააღმდეგ) კი მიუნხენში გავმართავთ.