მარხელმა ბელარუსის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა - გუნდში 6 ლეგიონერია

AutoSharing Option
ევროპირველობაზე გასვლისათვის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელარუსის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა ერთა ლიგის გათამაშების მომავალი ორი მატჩისათვის შემადგენლობა დაასახელა, რომელთა შორის 6 ლეგიონერია. სექტემბრის დასაწყისში ბელარუსები მინსკში ალბანეთს უმასპინძლებენ, ხოლო შემდეგ ალმა-ატიში ყაზახეთს შეხვდებიან.

კორონავირუსის გამო, უეფას გადაწყვეტილებით, ყველა მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება.

მარხელმა 23 ფეხბურთელს უხმო:

მეკარეები: ალეკსანდრ გუტორი (სოლიგორსკის შახტიორი), ეგორ ხატკევიჩი (ისლოჩი), სერგეი იგნატოვიჩი (ბრესტის დინამო)

მცველები: ალეკსანდრ მარტინოვიჩი (კრასნოდარი, რუსეთი), მაქსიმ ბორდაჩევი (ტორპედო-ბელაზი), ალექსანდრ სავიჩკო (სოლიგორსკის შახტიორი), ნიკოლაი ზოტოვი (ურალი, რუსეთი), მაქსიმ შვეცოვი (მინსკის დინამო), ნიკიტა
ნაუმოვი (ჟეტისუ, ყაზახეთი), რომან იუზეპჩუკი (ბრესტის დინამო), ალექსეი ლეგჩილინი (ნემანი)

ნახევარმცველები:
სტანისლავ დრაგუნი, იგორ სტასევიჩი, პაველ ნეხაიჩიკი, ევგენი იაბლონსკი (ყველა ბატე), მაქს ებონგი (ასტანა, ყაზახეთი), იური კოვალიოვი (არსენალი, რუსეთი), ივან ბახარი (მინსკის დინამო), დმიტრი პოდსტრელოვი, ალექსანდრ სელიავა (ორივე სოლიგორსკის შახტიორი), ანდრეი ხაჩატურიანი (ტორპედო-ბელაზი)

თავდამსხმელები: მაქსიმ სკავიში (ბატე), ვიტალი ლისაკოვიჩი (ლოკომოტივი, რუსეთი)

მარხელმა, რა თქმა უნდა, არ გამოიძახა მოსკოვის ცსკა-ს 20 წლის ფორვარდი ილია შკურინი, რომელმაც განაცხადა, რომ ვიდრე ქვეყნის პრეზიდენტი ალეკსანდრე ლუკაშენკოა, ეროვნულ გუნდში არ ითამაშებს.

საქართველოს ნაკრები 8 ოქტომბერს ბელარუსს ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალში უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩვენი ნაკრების ყველაზე დიდი პრობლემა უთამაშებელი ფეხბურთელები ბელარუსიას ეგ პრობლემა არ აქვს სამწუხაროდ 10 წლეულებია რომ საქართველოს ეს პრობლემა ვერ მოაგვარაა
უტა
02:46 25-08-2020
8
ბევრად ერთი თავით მაღლა დგას,საქართველის ნაკრების შემადგენლობა ბელარუსებზე. მწვრთნელზეა აწი ყველაფერი
გოგა
10:06 25-08-2020
4

სიახლეები პოპულარული