"ამერიკელების" გარეშე და ორი დებიუტანტით - ვაისმა შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
3 სექტემბერს ევროპის სტადიონებზე უეფას ერთა ლიგის მეორე გათამაშება იწყება. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები D ლიგაში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ C ლიგაში აღზევდა და მატჩებს მიმდინარე წლის 5 სექტემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით გამართავს.

ერთა ლიგის სადებიუტო ორი მატჩისთვის საქართველოს ნაკრები 31 აგვისტოს დაიწყებს მზადებას. ვლადიმირ ვაისმა ესტონეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაგეგმილი მატჩებისთვის 27 ფეხბურთელი გამოიძახა.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ორი დებიუტანტია - საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" 20 წლის ნახევარმცველი გიორგი კუცია და თბილისის "საბურთალოს" მცველი ნიკა მალი.

ერთა ლიგის ახალი გათამაშების აღნიშნულ
ორ შეხვედრას ამერიკის საფეხბურთო ლიგის "სან ხოსე ერთქვეიქსის" ქართველი ლეგიონერები გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი გამოტოვებენ. მიზეზი პანდემიის გამო დაწესებული სამოგზაურო და საკარანტინო რეგულაციებია. კლუბთან შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ ორივე ფეხბურთელი ოქტომბერში დაგეგმილ პლეი-ოფის პრინციპულ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

31 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ს.კ. "ზესტაფონის თბილისის ზღვის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშებს. 4 სექტემბერს ჩვენი გუნდი ტალინში გაემგზავრება. ერთა ლიგის ახალი გათამაშების პირველი შეხვედრა ესტონეთსა და საქართველოს შორის 5 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ერთა ლიგის მეორე შეხვედრა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის 8 სექტემბერს, 20:00 საათზე შედგება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები:
გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

უახლოესი ორი მატჩისთვის ცნობილია დამატებით ცხრა ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

როინ კვასხვაძე (დინამო, თბილისი), დავით კობოური (დინამო, თბილისი), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, უნგრეთი), ლევან კუტალია (ჰაპოელი, თელ-ავივი, ისრაელი), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონისი, საბერძნეთი).

უეფას გადაწყვეტილებით, სექტემბერში დაგეგმილი ყველა სანაკრებო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ეროვნული ნაკრების მონაწილეობით შეხვედრების რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 62 /
ეხლა ახალი თემა შემოაგდეს,გვარების.ვერ გავიგე რა შუაშია გვარი.წიტაიშვილი ქართული გვარია,მაგრამ მე ნავალოვსკი მირჩევნია.რადგან ამას უნდა საქართველოს ნაკრებში თამაში და იმას არა.ასე რომ მოეშვი რაღაც უაზროებებს და ძალათა პატრიოტობას.
კახა ქ.
25 აგვისტო 2020 18:20
0
ნავალოვსკის პაპის ორ ძმას,მეც ვიცნობდი,მათ პაპას კი, მამაჩემი იცნობდა.მაშინაც მხოლოდ ქართული იცოდნენ და მენტალიტეტითაც,ისინიც ისეთივე ქართველები არიან,როგორც ჩვენ.ნეტავი ქართველები იყვნენ ისეთი ქართველები,როგორებიც ისინი.თვითონ გიორგისაც არ ეტყობოდა,რომ სულსა და გულს დებდა ნაკრებში?
სოსო
25 აგვისტო 2020 22:43
0
საკმაოდ ნორმალური გუნდი გვყავს, ეხლა ისეთი დროა ყველა ნაკრებს უჭირს, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს.
x.x
25 აგვისტო 2020 15:53
0
ხალხო ფაშიზმი და ნაციზმი გაიარა კაცობრიობამ. რომ არ ვარგოდა მუსოლინი და ჰიტლერი, მაგიტომაც დაემხო იმათი რეჟიმები.

ადამიანის მენტალიტეტს და ისტორიულ სამშობლოს გვარი კი არ განსაზღვრავს, არამედ ის თუ სად დაიბადა, რომელი ქვეყანას მიიჩნევს თავის სამშბობლოდ და ვისი ადათ-წესები და მენტალიტეტია მასში უფრო დიდი დოზით. ჩემთვის ყველა ადამიანი ვინც საქართველოში დაიბარება, ან თუნდაც მერე ჩამოვა და აქაურ პასპორტს მიიღებს და აქაურობას პატივს სცემს, ენას და ისტორაის ისწავლის, ჩემთვის ყველა ქართველია.

გერმანელებმა ისწავლეს საკუთარ შეცდომაზე და ყველას ვისაც გერმანული პასპორტი აქვს გერმანელებად თვლიან. არ მგონია კლოზეს, ბალაკს, ლიტბარსკის, პოდოლსკის ვინმე ეუბნებოდეს გერმანელი არ ხარო. დავიდ ოდონკორი, ბოატენგი და ჯერალდ ასამოაც კი გერმანელად ჰყავთ მიღებული. ერთადერთი მაგათთან თურქია სხვა თემა, ოზილი, გუნდოგანი და სხვები რადგან თურქები პრინციპულად ასიმილირებას არ ახდენენ გერმანიაში. არ სცემენ პატივს ადგილობრივ კულტურას და თაობების მერეც თურქებად რჩებიან. ბუნებრივია როცა თავად გაქვს გაუცხოება ერთან, თვითონაც ვერ მიგიღებენ. დანარჩენი თუნდაც ფრედი ბობიჩი ისეთივე გერმანელი თავდამსხმელია როგორც იურგენ კლინსმანი.

ჩვენც დავანებით თავი ამ რუსული საქმის კეთებას ნებსით თუ უნიბლიედ და ფაშიზმის გაღვივებას. ჩემთვის ყველა სომეხი, აზერბაიჯანელი, ბერძენი, ოსი და ა.შ ვინც ჩემ ქვეყანაშია და საქართველოს სამშობლოდ მიიჩნევს, ქართველია. არანაირად არ განსხვავდება ქართველისგან. ადამიანობას და პატრიოტიზმს კიდევ სხვა თვისებები განსაზღვრავს და არა გვარი. არ ჩამომათვლევინოთ ეხლა დიდგვაროვანი თავადი ქართველები სამშობლოს რომ ღალატობდნენ და საკუთარ გლეხებს სტამბოლის ტყვეთა ბაზარზე ყიდდნენ. ხალხო მოეშვით, მიეცით საშუალება ჩვენ მოქალაქეებს, ჩვენს ძმებს მოახდინონ სრულყოფილი ასიმილირება დანარჩენ საქართველოსთან და არ გვინდა თითის გაშვერა ვინ რა გვარია და ვის რა წარმომავლოვა აქვს. ქართველები ვართ ყველა!!!
სირცხვილია
25 აგვისტო 2020 18:50
7
ეროვნული ნაკრები არის ეროვნული ნაკრები უნდა თამაშობდნენ ქართველი ფეხბურთელები ვინც აქ დაიბადა გაიზარდა ანდაც ვინც წარმოშჴბით ქართველია ისედაც რა მდგომარეობაშია ქართული ფეხბურთი და ჩვენ აქ კიდე ვიღაც შავკანიანები და ბრაზილიელები მოვიყვანოთ ნაკრებში ეს რა სისულელეა ნაკრებია კლუბი ხომ არაა კლუბში ვისაც უნდა ის მოივანონ მარა ნაკრებს თავი გაანებეთ რა ზოგ ზოგიერთებმა და ეცით პატივი კარგია თუ ცუდია საქართველოს ნაკრებიი უნდა იყოს საქართველოს ნაკრებიიიი!! მორჩა და გათავდა.
გელა
25 აგვისტო 2020 18:52
6
ჩემი აზრით ვაისი იძახებს იმ ფეხბურთელებს რომლებიც შედარებით საშუალო დონის ჩემპიონატებში თამაშობენ და აქვთ სანაკრებო თამაშების გამოცდილება ზოგიერთები კითხულობენ ხარაიშვილი რატომ არ გამოიძახა ზვივზვივაძე რატომ არ გამოიძახაა? ხარაიშვილი ვის მაგივრად?? ვინ უნდა ამოგდოს ხარაიშვილმა კვარაცხელია?? კიტეიშვილი ოქრიაშვილი გვილია? ლობჟანიძე? ხარაიშვილი რომელიც თამაშობს შვედეთის ჩემპიონატის სახელიან მაგრამ ამ ეტაპზე საშუალო დონის კლუბში და ევროპასი შვედეთის ჩემპიონატი ითვლება დაბალი დონის ჩემპიონატად მე 20 ადგილზეა ევროპაში და რაც შეეხება ზვივზვივაძეს ის უნგრეთის ასევე დაბალი დონის ჩემპიონატში თამაშობს 33 ადგილზე მყოფ ჩემპიონატში და ზვივზვივაძეს ნამდვილად მირჩევნია კაჭარავაც ლობჟანიძეც და ქვილითაიაც.
ზაზა
25 აგვისტო 2020 19:20
5
წარმატებებს კი ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს, თუმცა ცუდად ნუ გამიგებთ, მაპატიეთ ყველამ, თუ გინდათ გათახსირებული მიწოდეთ, თუ გინდათ უვარგისი, თუ გინდათ ფაშისტი, ნაცისტი, გინდათ ისიც დააყოლეთ შენნაირ ქართველს ნებისმიერი სხვა რასის ადამიანი მირჩევნიაო, შენნაირები არ უნდა ცხოვრობვდნენ დედამიწაზეო, მაგრამ მე ჩემს პოზიციას ამ ქვეყანაზე ვერავინ სულიერი ვერ შემაცვლევინებს.
დაიწყო ასიმილაცია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, (ეროვნეულ) პირველი ინდოელი ქართველი დედის მუცლით გაჩენილი ფეხბურთელი ნაკრების განაცხადშია!
აფერუმ ქართველ ქალებს მაინც მიაღწიეთ თქვენსას!
ეს დასაწყისია რამდენიმე ქართველი დედის მუცლით გაჩენილი აფრიკელიც რიგში დგას ნაკრების კანდიდატებში!
ერთი ქართველი დედის მუცლით გაჩენილი ირანელიც ისინჯება.
ერთი სიტყვით ჩემი სათქმელი ისაა რომ ჩემთვის საქართველოს ნაკრები დასრულდა (ეროვნული) ნაკრები დასრულდა დასამარდა!
ახლა ბევრი გაიფიქრებს ნავალოვსკი რა ქართველია წარმოშობითო?
ან რამდენიმე სხვა ნაკრების სახელებს დამისახელებთ რა იმათთან რომ თამაშობენო?
ხოდა მიმიფურთხებია ბატონო ეგეთი ეროვნული ნაკრებებისათვის და მათი წარმატებისთვისაც.
ასიმილაცია, მულტიკულტურიზმი როგორ მძულს როგორ არ მინდოდა ჩემს სიცოცხლეში მაინც არ მოვსწრებოდი ამ ყოველივეს მაგრამ((
ქართველო ქალებო აფერუმ თქვენ ადამიანობას ეროვენულობას.
რა მნიშველობა აქვს ეროვნებას კაცი იყავი კაცი ბლა ბლა და მსგავსი კონტექსტები ჩემთვის მიუღებელია .
(ქართველი ქალი_)
ლევანი იარაჯული
25 აგვისტო 2020 16:23
55
დაადგინეთ ვინ არის ადამიანი რომელიც ფლობს ინფორმაციას კონკრეტულ ფეხბურთელებზე აქვს წვდომა ამათუიმ საკითხზე და ოჯახს მსგავს შეურაწყოფას აყენებს.. ჩემი აზრით მისი შვილის გამოუძახებლობით დაბოღმილი გან*ონის კომენტარია
წერტილი
25 აგვისტო 2020 17:42
4
იარაჯულის კომენტარი რო წავიკითხე ვაღიარებ რაღაც მხრივ არ მესიამოვნა შემდეგ რამდენიმე წამით დავფქირდი და რეალურად საერთოდ არაფერი უთქვია ცუდი თუ შენი ქვეყანა კულტურა წინაპარი ისტორია ქვეყანა ხალხი გიყვარს ღელავ მომავალზე და ამ დროს 21 საუკუნის რეალურად გლობალურად არეულ დარეულ სამყაროს უყურებ კაცი ქალობს ქალი კაცობს კიდევ ბევრი უკუღმართი რამ ხდება ბუნებრივია ეროვნულად მოაზროვნე სისხლით ალბათ 80% სავსე ქართველს რათქმაუნდა ასეთი რეაქცია უნდა ჰქონოდა ხოდა ეს ყველაფერი რომ გავიაზრე მერეღა დავხედე მოწონებების გრაფას და თვალები ორჯერ მოვიფშვნიტე მართლა ამდენი უარყოფითი რეაქცია ამ კომენტარს თუ მე ვერ ვხედავ ან პირიქით ხომ არ არის მოწონებების გრაფა მეთქი მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ ყველაფერი ზუსტად ყოფილა თითქმის 30 კაცმა რამდენიმე წუთში დაუზაკაზა უარყოფითი კომენტარი ალბათ რამდენმა აგინეს კიდეც ამ მართალ გემრიელ კაცს .
მეგობრებო მე ეჭვი მეპარება ამდენი უარყოფითი რეაქციების დამწერები ამ კომენტარებზე სულ სომხები ან ქართველი ქალების უცხოელი ქმრები იყოთ ეჭვი მაქვს ბევრი ქართველი მამრი უნდა იყოთ ხოდა გეტყვით რომ შეგრცხვეთ თქვენი საქციელისთვის.
ოსი დიახ ოსი ადამიანი ვარ დედით მამით წინაპრით. მაგრამ აქ დაბადებულ გაზრდილი ოსი ისიც ვიცი რომ რომ არა როკის გვირაბის გაჭრა ბებერი მელას შევარდნაძის მეთაურობით ვერცერთი ვლადიკავკზელი ოსი ვერ ჩასახლდებოდა ასე მაისურად სამაჩაბლოში და ვერც ცხინვლას ვერ მიისაკუთრებდნენ უნამუსოთ რუსი ღორების უკანალით. ასე რომ მე თვით შეგნებითაც ქართველი მეობითაც ადამიანობითაც და ნაწილობრივ ისტორიითაც ნათესავი ერი ვიყავით მუდამნ. ან თუ არ ვიყავით მეზობლები და ერთი ქედი მაინც გვყოფდა ხოდა ახლა ეს ათასი ჯიშის ანასხლეტები რომ ბერავენ ქართვენ ქალებს ამ ტანჯულ საქართველოშივე ნუ მაგიჟებთ მე მასხვა სტვინში სისხლი და ნუთუ თუ მარტო გვარით ქართველები არ გქვიათ თქვენ არ გაქვთ ამაზე უარყოფითი პროტესტის გრძნობა მაინც?> რაღაც კომენტარებზე დაწერელი რეაქციებით ამას ვერ ვხვდები.
კიკინა გაიზარდეთ და ყური გაიხვრიტეთ რუბენას სალონში შემდეგ წადით რომელიმე გვირაბში გახსნილ კლუბებში დალიეთ აბები ნახევრად რომ ინპოტენტათ აქცევს კაცს და იძიგძიგეთ ესაა თქვენი ქართველობა ./
გუჯა_ჩიგოევი
25 აგვისტო 2020 17:38
16
ყველა გამოხმაურება
ოპტიმალური შემადგენლობაა. სათამაშო პრაქტიკოდან გამომდინარე ალბათ ჩაკვეტაძე ქვილითაიას სექტემბერში სკამიდან დააწყებინებს

კარში: ლორია
დაცვა: კაკაბაძე, კვერკველია ან ხოჭოლავა, გრიგალავა, ტაბიძე
საყრდენი: კანკავა
ცენტრი: გვილია, კიტრიშვილი
ფლანგები: კვარაცხელია, ოქრიაშვილი
წინ: კაჭარავა
კარგი შემადგენლობაა
25 აგვისტო 2020 15:41
8
ეხ ვაის ვაის! ფეხბურთელები ფორმაში არ არიან და მაინც იძახებ! აზრი მითხარი, თორემ სხვა ჯანდაბას! დაცვა: კაკაბაძე-დვალიშვილი (არ თამაშობენ), ნავალოვსკი-მალი (საქართველოს ჩემპიონატის დონე)! ნახევარდაცვა: ჩაკვეტაძე-კვეკვესკირი (არ თამაშობენ), კუცია-ჯიღაური (საქართველოს ჩემპიონატის დონე)! თავდასხმა: ქვილითაია-კაჭარავა (არ თამაშობენ), ოქრიაშვილი კიდევ თავდამსხმელი არ არის! ამათ ამ დროს ზივზივაძე,არაბული და ელგუჯა ლობჯანიძე შემოიყვანე. ხარაიშვილმა რა დააშავა კიდევ ვერ გავიგე ან ზარანდიას რატომ არ სინჯავ! აგერ ნინუა აეკში გადავიდა კუციას აღარ ჯობია ვერ გავიგე რა!
მწრთვნელი
25 აგვისტო 2020 19:33
20
ხარაიშვილს ტრავმა აქვს ზარანდიას არ ათამაშებენ კლუბში.ნინუას თებერვლის შემდეგ არ უთამაშია და ფორმაშიც ვერ იქნება.
Jaba
25 აგვისტო 2020 21:41
1
ნავალოვსკი და კაჭარავა არა საჭირო. დანარჩენი ვინც გვყავს დაუძახა. კაშია და ვაკო ვიცით რატომაც არ არიან და კაშიაზე არც ისე მწყდება გული, ნინუას კი საუკუნეა არ უთამაშია და ჯერ ადრეა მისი გამოძახება. მე მგონია ამ 2 თამაში 4 ქულას ავიღებთ. წარმატებები ჩვენც ნაკრებს
გოგა
25 აგვისტო 2020 17:40
1
სირცხვილია გვარ-სახელებზე და კონკრეტული ფეხბურთელების ეთნიკურ წარმომავლობაზე საუბარი!!!შეიგნეთ ერთხელ და სამუდამოდ ის,რომ ყველანი საქართველოს შვილები ვართ,ქართველებიც და არაქართველებიც და იშვიათი გამონაკლისების გარდა(ეს არ ეხებათ მხოლოდ არაქართველებს!!!)ერთნაირად გვიყვარს ჩვენი სამშობლო საქართველო!!!გუცაევი,კალოევი,ძიაპშიპა,დერიუგინი,კაპუსტინი,ძმები ბოისები,სანეევი(ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია) იყვნენ სახელოვანი ქ ა რ თ ვ ე ლ ი სპორტსმენები,რომლებმაც საქვეყნოდ გაუთქვეს სახელი თავიანთ სამშობლოს ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს!!!
!!!
26 აგვისტო 2020 00:00
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული