"ამერიკელების" გარეშე და ორი დებიუტანტით - ვაისმა შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
3 სექტემბერს ევროპის სტადიონებზე უეფას ერთა ლიგის მეორე გათამაშება იწყება. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები D ლიგაში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ C ლიგაში აღზევდა და მატჩებს მიმდინარე წლის 5 სექტემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით გამართავს.

ერთა ლიგის სადებიუტო ორი მატჩისთვის საქართველოს ნაკრები 31 აგვისტოს დაიწყებს მზადებას. ვლადიმირ ვაისმა ესტონეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაგეგმილი მატჩებისთვის 27 ფეხბურთელი გამოიძახა.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ორი დებიუტანტია - საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" 20 წლის ნახევარმცველი გიორგი კუცია და თბილისის "საბურთალოს" მცველი ნიკა მალი.

ერთა ლიგის ახალი გათამაშების აღნიშნულ
ორ შეხვედრას ამერიკის საფეხბურთო ლიგის "სან ხოსე ერთქვეიქსის" ქართველი ლეგიონერები გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი გამოტოვებენ. მიზეზი პანდემიის გამო დაწესებული სამოგზაურო და საკარანტინო რეგულაციებია. კლუბთან შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ ორივე ფეხბურთელი ოქტომბერში დაგეგმილ პლეი-ოფის პრინციპულ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

31 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ს.კ. "ზესტაფონის თბილისის ზღვის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშებს. 4 სექტემბერს ჩვენი გუნდი ტალინში გაემგზავრება. ერთა ლიგის ახალი გათამაშების პირველი შეხვედრა ესტონეთსა და საქართველოს შორის 5 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ერთა ლიგის მეორე შეხვედრა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის 8 სექტემბერს, 20:00 საათზე შედგება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები:
გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

უახლოესი ორი მატჩისთვის ცნობილია დამატებით ცხრა ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

როინ კვასხვაძე (დინამო, თბილისი), დავით კობოური (დინამო, თბილისი), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, უნგრეთი), ლევან კუტალია (ჰაპოელი, თელ-ავივი, ისრაელი), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონისი, საბერძნეთი).

უეფას გადაწყვეტილებით, სექტემბერში დაგეგმილი ყველა სანაკრებო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ეროვნული ნაკრების მონაწილეობით შეხვედრების რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 62 /
და ბოლობოლო ბელორუსს როდის ეთამაშებიან, რას მაიმუნობენ?
ddgfdf
25 აგვისტო 2020 16:16
10
და ხარაიშვილს რას ერჩის რას გვეჯიბრება?
ddgfdf
25 აგვისტო 2020 16:14
9
ნინუა იყიდა პაოკმა და ეს კიდე ნაკრებში არ იძახებს
gio
25 აგვისტო 2020 16:11
10
es utamashebeli fexbutelebis gamodzaxea 90 clebidan moyolebuli mohvdvs tan . mcvrtnelebi ar gvyavs iseri romlebic gadacyvetilebas miigeben da aigeben tavian tavze rom ar ganoidzaxos upraqtiko fexburtelebi. amit vaketebt inas ron im nakrebis fexburtelma icis rom utamashebelic rom iyos nakrebshi gamoidzaxebs da naklebi motivacia aris da ara jansagi konkureciashi gadadis . mitu.etes roca sastartoshi atamashebs . sanam es ar dasruldeba da upraqtijo fexburtels datovebs nakrebs garet manamde vr ganvitardeba uketesad is fexburteli visac nakrebis maiauris chacma cyuria da ara tranplilad iyenebs . xoda bolos am or tamashi cesit 6 qula unda avigot da tu 4 qul aver aviget am or tamashi mashin unda gadadges vaissi ar gvyavs dzlieri metoqeebi carmatebebi qartul fexburts
emgranti
25 აგვისტო 2020 16:05
3
ოპტიმალური შემადგენლობაა.ერთადერთი ლობჯანიძეს ან ზივზივაძეს დავამეტებდი კიდევ ერთ ფორვარდად.განაპირა მცველების პრობლემაა, იმედია გიორბელიძე და ლაკვეხელიანი ათამაშდებიან თავიანთ გუნდებში.
კვარა
25 აგვისტო 2020 15:58
3
საკმაოდ ნორმალური გუნდი გვყავს, ეხლა ისეთი დროა ყველა ნაკრებს უჭირს, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს.
x.x
25 აგვისტო 2020 15:53
0
ვაისი ახალგაზრდებს აძლევს შანს რახან კუცია და მალი გამოიძახა ესეიგი აკვირდება საქართველოს ჩემპიონატსაც მაგრამ ვფიქრობ ნინუას გამოძახებაც შეიძლებოდა მისი გასინჯვაც
გიო
25 აგვისტო 2020 15:46
5
ვაისი რატომ არ იძახებს დავით თარგამაძეს?? დათო იყო და და არის ნაკრების ლიდერი და მისი დავიწყება სირცხვილია.
Giorgi kakaladze
25 აგვისტო 2020 15:43
39
ბაზარი არაა, ეროვნულ ლიგა 2-ში რო აიღებს თასს მაშინაც თუ არ გამოიძახებენ გასაშვებია ვაისი :D
tolo
25 აგვისტო 2020 17:23
0
ვიცი ღადაობ
ავჭალიდან
25 აგვისტო 2020 16:05
0
ყველა გამოხმაურება
ოპტიმალური შემადგენლობაა. სათამაშო პრაქტიკოდან გამომდინარე ალბათ ჩაკვეტაძე ქვილითაიას სექტემბერში სკამიდან დააწყებინებს

კარში: ლორია
დაცვა: კაკაბაძე, კვერკველია ან ხოჭოლავა, გრიგალავა, ტაბიძე
საყრდენი: კანკავა
ცენტრი: გვილია, კიტრიშვილი
ფლანგები: კვარაცხელია, ოქრიაშვილი
წინ: კაჭარავა
კარგი შემადგენლობაა
25 აგვისტო 2020 15:41
8
ფეხბურთელების უმრავლესობა უთამაშებელია ზივზივაძე უნდა გამოეძახა ქვილითაიას მაგივრად ოქრი კიდე ცენტრფორვარდი არარის.
zaza
25 აგვისტო 2020 15:37
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული