საქართველოს ნაკრებს კიტეიშვილი და დვალიც გამოაკლდნენ - "ჯვაროსნებმა" შეკრება დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მეორე გათამაშებისთვის თბილისში მზადება დაიწყო. ეროვნული ნაკრები დედაქალაქში არასრული შემადგენლობით შეიკრიბა. ქვეყნებს შორის დაწესებული სამოგზაურო და საკარანტინე შეზღუდვების გამო ლეგიონერების უმრავლესობა საწვრთნელ პროცესში 1-ლი სექტემბრიდან ჩაერთვება. დღეს ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ "კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში" მოთამაშე ფეხბურთელებმა და თურქულ სუპერლიგაში მოასპარეზე საბა ლობჟანიძემ ივარჯიშეს.

ვლადიმირ ვაისის მიერ ესტონეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან დასახელებულ შემადგენლობაში მორიგი იძულებითი ცვლილება განხორციელდა. ლაშა დვალი, გიორგი ნავალოვსკი და ოთარ კიტეიშვილი სექტემბერში დაგეგმილ მატჩებს ტრავმის გამო გამოტოვებენ. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ეროვნული ნაკრების
შემადგენლობას კიდევ ერთი ფეხბურთელი დაემატა. ბათუმის "დინამოს" წევრი მამუკა კობახიძე ეროვნულ ნაკრებთან ერთად ტალინსა და თბილისში დაგეგმილი მატჩებისთვის მოემზადება.

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 25 ფეხბურთელია გამოძახებული. საწვრთნელი პროცესი 3 სექტემბრის ჩათვლით თბილისის ზღვაზე მდებარე ს.კ. "ზესტაფონის" ბაზაზე შედგება.

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი), დავით კობოური (დინამო, თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

უეფას ერთა ლიგის მეორე გათამაშების პირველი და მეორე ტურის კალენდარი:

5 სექტემბერი, 20:00 საათი
ესტონეთი - საქართველო
8 სექტემბერი, 20:00 საათი
საქართველო - ჩრდილოეთი მაკედონია

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 20 /
ლორია
მარჯვნივ კაკაბაძე შუაში ხოჭოლავა კვირკველია მარცხნივ ალბაღ გამოცდილი გრიგალავას ვარიანტი დაგვრჩა არადა ლაკვეხელიანი ძალიან მომწონს

შუაში კანკავა გვილია და ფლეიმეიკერი ჩაკვე მარცხნივ კვარა მარჯვნივ შენგელია / ან ოქრი და ცენტრალური თავდამსხმელი ალბათ კაჭარავა/ქვილითაია...
მევარმე
31 აგვისტო 2020 23:19
4
ხარაიშილი ჰუფენგალი გოგია კიდე რამდენიმე გუნდყან ერთად ნახვაშეიძლებოდა
კახა
31 აგვისტო 2020 22:50
22
რაის ჰუნაგელი ბიჭოოს?ფეხბურთს მგონი სიზმარში ნახულობთ თქვენ მხოლოდ,მესამე ლიგაში თამაშობს ტიპი და გარანტირებული ძირითადი არააქვს ტიპს იქაც,გოგია ჯერერთი არ არის საქ მოქალაქე და მეორე მთელი სეზონი ტრავმის გამო არ უთამაშია,მესამე ვინ იყო?
ბაჩი
01 სექტემბერი 2020 00:51
0
კარში ლორია. მარცხნივ კაკაბაძე შუაში ხოჭოლავა კვირკველია მარჯვნივ გრიგალავა.ნახევარ დაცვაში მარცხნივ კვააცხელია შუაში კანკავა გვილია მარჯვნივ საბა ლობჟანიძე. წინ ოქრიაშვილი ქვილითაია. შეცვლაზე კი ზურიკო დავითაშვილი აბურჯანია და ჩაკვეტაძე
ტოტტი
31 აგვისტო 2020 22:46
17
ქვილითაიას რაუნდა განაცხადში ვერ ხვდება თავის გუნდში?!
ვახო
01 სექტემბერი 2020 07:36
0
კაკაბა მარჯვენა მცველია
Toko
31 აგვისტო 2020 23:10
1
კიტეიშვილის გამოკლება ძალიან სამწუხაროა.იმედია 8 ოქტომბრამდე მოასწრებს გამოჯანმრთელებას.
ქობულეთიდან
31 აგვისტო 2020 22:37
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული