საქართველოს ნაკრებს კიტეიშვილი და დვალიც გამოაკლდნენ - "ჯვაროსნებმა" შეკრება დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მეორე გათამაშებისთვის თბილისში მზადება დაიწყო. ეროვნული ნაკრები დედაქალაქში არასრული შემადგენლობით შეიკრიბა. ქვეყნებს შორის დაწესებული სამოგზაურო და საკარანტინე შეზღუდვების გამო ლეგიონერების უმრავლესობა საწვრთნელ პროცესში 1-ლი სექტემბრიდან ჩაერთვება. დღეს ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ "კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში" მოთამაშე ფეხბურთელებმა და თურქულ სუპერლიგაში მოასპარეზე საბა ლობჟანიძემ ივარჯიშეს.

ვლადიმირ ვაისის მიერ ესტონეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან დასახელებულ შემადგენლობაში მორიგი იძულებითი ცვლილება განხორციელდა. ლაშა დვალი, გიორგი ნავალოვსკი და ოთარ კიტეიშვილი სექტემბერში დაგეგმილ მატჩებს ტრავმის გამო გამოტოვებენ. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ეროვნული ნაკრების
შემადგენლობას კიდევ ერთი ფეხბურთელი დაემატა. ბათუმის "დინამოს" წევრი მამუკა კობახიძე ეროვნულ ნაკრებთან ერთად ტალინსა და თბილისში დაგეგმილი მატჩებისთვის მოემზადება.

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 25 ფეხბურთელია გამოძახებული. საწვრთნელი პროცესი 3 სექტემბრის ჩათვლით თბილისის ზღვაზე მდებარე ს.კ. "ზესტაფონის" ბაზაზე შედგება.

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი), დავით კობოური (დინამო, თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

უეფას ერთა ლიგის მეორე გათამაშების პირველი და მეორე ტურის კალენდარი:

5 სექტემბერი, 20:00 საათი
ესტონეთი - საქართველო
8 სექტემბერი, 20:00 საათი
საქართველო - ჩრდილოეთი მაკედონია

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 20 /
ლორია.კაკაბაძე.ხოჭოლავა.კვერკველია.გრიგალავა.კანკავა.გვილია. დავითაშვილი. კვარაცხელია.ოქრიაშვილი. კაჭარავა.
Skorpion07
01 სექტემბერი 2020 23:05
0
ისევ ვაისი თუ გვიშველის, თორემ აქ ფორუმელებმა სასწაულად უნიჭო შემადგენლობა ჩამოწერეს.
sergo
01 სექტემბერი 2020 13:10
1
ლორია.
მალი.კვერკველია.ხოჭოლავა.გრიგალავა
კანკავა.გვილია.
ჩაკვეტაძე.ოქრიაშვილი.კვარაცხელია.
ქვილითაია
გადასარევი გიორგი
01 სექტემბერი 2020 12:16
2
კაი სასტავია მაგრამ უფრო კაჭარავა ქვილითაია მაგივრად
Skorpion07
01 სექტემბერი 2020 22:51
0
მოძრაობათა უწესრიგო სიმრავლე სირბილის დროს არის ქართველი ფეხბურთელების ხშირი ტრავმიანობის ძირითადი მიზეზი!
მენტალური მომზადების ცენტრი
01 სექტემბერი 2020 11:51
1
ლორია.
მალი. კვირკველია.გრიგალავა.კაკაბაძე
კანკავა. გვილია.
შენგელია. ჩაკვენტაძე. კვარაცხელია.
ოქრიაშვილი
მცოდნე
01 სექტემბერი 2020 10:04
5
მე ვფიქრობ ამ ეტაბზე და საერტოდ.საქარტველოს ნაკრებმა უნდა მიეჩვიოს.რამოდენიმე ტაკტიკის ტამაშს და პროცეში გადაწობას.ანუ ამ შემადგენლობით სასრველია 3 ცენტრალური მცველით.ტაკტიკა3 4 3/რომელიც საშვალებას იდზლევა 5 3 2გადაკეტების სწარფად.კვირკველია ხოჭოლავა გრიგალავა მარჯვნიდან მარცხნივ განლაგებით.კაკბადზე საყრდენ ნახვრცველად მრჯვნივ.ვინაიდან მისი შეტევითი პოტენციალი მეტია დაცვიტზე.და 5 მცველზე გადსვლის შემტხვევაშ აქც არ იგრდზნობს თავს უცხოთ.კიტეიშვილი არარის და აბურჯანია.ვარიანტია.კანკავა გვილია და რაცარუდა გაგიკვირდეთ მარცხნივ ოქრიაშვ.მე ნანხი მაქ მისი თამაშები კრასნოდარში და ის დზან მაგარია ართმევაზეც კარგად ეხმარებოდა დაცვას.ესსაშვალებას მოგვცემს კვარაცხელიას ქონდეს მაგრი მხარდაჩერა მარცხენა მხარეს. შეტავაში შეგვიძლია დავაყენოთ კვარაცხელია ჩაკვეტაDზე და ცოტა წაწეული ფორვარდი რომელიც პირველ ფურტს დაუგDებ ორ სწარფ შემტევ ნახევარ მცველს.ჩვენ ამ ტაკტიკით ბევრ გადადგილებას მოუოდნელს რაც მტავარია შევძლებთ.კერძოტ მეორე ტაიმში შეგვიძლია მოვხსანთ ოქრიაშვილი მარცხენა ნხევრდაცვიდან და დავაყენოთ ცენტრ ფორვარდათ და შეუშვათ მაგალითს ზურიკო მარჯვნივ.ასე შეასDლებელია ჩაკვეტადზის და კვარაცხელის ხშირი ცვლა ფლანგებზე მათ ე კარგად გამოსდიტ.მათმ უნდა შეძლო საჯარიმოშ დასრტყმელზე გაიყვანო კანკავა და გვილია.ფლნგებზე შევDზლებთ ამ განლაგებიტ სამკუტხედით შეტევას მაგ.ოქრი კვარცხელია გვილია.მარჯვნივ კაკაბადზე აბურჯანია ჩაკვე.ზამენით ასევ ზურიკოს დრიბლინგის გამოყენება დაგლილ მცველებზე.
mosexoneli
01 სექტემბერი 2020 09:52
2
ამათ ჯვაროსნებს რატო ეძახით ?)) რა ახსნა აქვს
ირაკლი
01 სექტემბერი 2020 09:36
2
კარში ლორო
დაცვა; ლაკვე, კაკა, კვირკვე, ხოჭო, მათე. ნახევარ დაცვაში ნახეთ; კანკა გვილა ჩაკვე გიგა. ზურიკო და ავქსენტიჩა. თავდასხმაშო; შენგე კვირა ოქრი ქვილა რობერტა და კრაკადილა, მაგრები გვყავს ყველა ერთად, ცალცალკე, თუ ერთი კენტად. მგონი მოვრჩით, დაკომპლექტდა, ეს ვაისი ვინ ყოფილა? ამდენი ფეხბურთელი გვყავს და მარტო თერთმეტს რო ათამაშებს, შეუშვი ყველა რა, რაც მეტი ვიქნებით, უფრო კარგი არაა?
ვ ა ხ ო ბიჭიკოსშვილი
01 სექტემბერი 2020 03:58
18
ამ ეტაპზე ვფიქრობ ლორია კობოური კვირკველია ხოჭოლავა კაკაბაძე კანკავა გვილია ჩაკვეტაძე კვარა ოქრი ზურიკო ხოჭოლავას მარცხენა მცველობა არ გამოსდის და კობოური სჯობს ისევ ფორვარდზე ოქრი უფრო იშრომებს და შეაგდებს ვიდრე ხე კაჭარავა და ქვილითა არ იქნება ფორმაში სხვა მხრივ დამეთანხმებით
Ka
01 სექტემბერი 2020 01:42
0
ლორია
მარჯვნივ კაკაბაძე შუაში ხოჭოლავა კვირკველია მარცხნივ ალბაღ გამოცდილი გრიგალავას ვარიანტი დაგვრჩა არადა ლაკვეხელიანი ძალიან მომწონს

შუაში კანკავა გვილია და ფლეიმეიკერი ჩაკვე მარცხნივ კვარა მარჯვნივ შენგელია / ან ოქრი და ცენტრალური თავდამსხმელი ალბათ კაჭარავა/ქვილითაია... არადა მიქაუტაძე როგორც შემსრულებელი როგორ გამოგვადგებოდა..
მევარმე
31 აგვისტო 2020 23:25
8
ძაან ორიგინალური ვარიანტია და რომ ვუკვირდები ჩემსას ჯობია. ჩემი და ალბათ უმრავლესობის ვარიანტი ეს იყო: კარში_კობოური. დაცვა_ოქრი, ჯანო, კუპატაძე, კაჭარავა. ნახევარდაცვა_ლორია, ვაკო, ქვილო, კვირკველია. თავდასხმა_კანკავა, ჯიღაური.
მეცხვარე
01 სექტემბერი 2020 01:26
6
ჩემი აზრით არ გარისკავს ეგეთ შემტევ შემადგენლობას. კანკავას გვერდით კვეკვესკირს დააყენებს და წინ გვილიანს. ორი ჩამშლელი ითამაშებს, მითუმეტეს რომ დაცვას უჭირს. არ გაშვებასა და ერთ-ორი გოლით მოგებაზე ითამაშებს და არა მოწინააღმდეგის გადარბენაზე.

დაახლოებით ასე წარმომიდგენია.

ლორია
კაკაბაძე, ხოჭოლავა, კვერკველია, გრიგალავა
კვეკვესკირი, კანკავა
ოქრიაშვილი, გვილია, კვარაცხელია
კაჭარავა
არ გარისკავს
31 აგვისტო 2020 23:40
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული