ნაკრებს გვილიაც ვერ დაეხმარება - ეროვნული გუნდი ტალინში 23 ფეხბურთელით გაემგზავრება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ტალინში გამგზავრებამდე თბილისში ბოლო ვარჯიში გამართა. ვლადიმირ ვაისის გუნდი ესტონეთში 23 ფეხბურთელის შემადგენლობით გაემგზავრება. წლის სადებიუტო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა - ტრავმის გამო ესტონეთთან მატჩს ვაკო გვილია გამოტოვებს. ვარშავის "ლეგიას" ქართველი ლეგიონერი შესაძლოა ნაკრებს უეფას ერთა ლიგის მეორე შეხვედრაში შეუერთდეს. მკურნალობის პროცესს ვაკო გვილია თბილისში გააგრძელებს და ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ დაგეგმილი მატჩისთვის მოემზადება.

20 წლის გიორგი კუცია, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში ეროვნულ ნაკრებთან ერთად საწვრთნელ შეკრებაზე პირველად იმყოფებოდა, ხვალიდან საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს შეუერთდება. გიორგი
კუცია ასაკობრივი ნაკრების პრინციპულ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ახალგაზრდა ფეხბურთელები გორში, ფრანგ თანატოლებთან გამართავენ.

ვლადიმირ ვაისის გუნდი ესტონეთის დედაქალაქში თბილისიდან ჩარტერული რეისით 4 სექტემბერს, დილით გაემგზავრება.

4 სექტემბრის განრიგი, ტალინი, "ა ლე კოქ არენა":
20:30 (თბილისის დროით) - ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია
21:00 (თბილისის დროით) - საქართველოს ნაკრების ვარჯიში

საქართველოს ნაკრების 23-კაციანი შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი), დავით კობოური (დინამო, თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

ესტონეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება ტალინის "ა ლე კოქ არენაზე" 5 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშების მეორე ტურში "დინამო არენაზე" ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 20 /
ასე არაფრისგან ტრამვებს როგორ იღებენ ვერ ვხვდები. მარტო ჩვენები არიან ასე ქაღალდისგან?
რა ჭირთ ამათ
04 სექტემბერი 2020 02:19
3
ამას მოხერხება ხომ უნდა?პროფია რა!
თაზო
04 სექტემბერი 2020 10:02
0
ლობჟანიძე დააყენონ თავდამსხმელად სწრაფი და ტექნიკურია... ნახევარში კვარაცხელია ჩაკვეტაძე და დავითაშვილი. ჩამშლელად კანკავა კვეკვესკირი.
Roma
04 სექტემბერი 2020 02:14
4
გვილია დიდი დანაკლისი იქნება.წარმატებები ნაკრებს
777
04 სექტემბერი 2020 09:18
0
დაიწყო შეკრება და დაიწყო ტრავმები როგორც ყოველთვის...საქართველოს სნეულთა ნაკრები :)
ოთო
04 სექტემბერი 2020 10:16
1
სიტყვებს ვერ ვძებნი რა დავწერო, ერთხელ მაინც ოპტიმალურთან თუნდაც მიახლოებული შემადგენლობა გამოვა მინდორზე...?
ტარიელი
04 სექტემბერი 2020 07:19
0
ლორია, კაშია,კვერკველია, ხოჭოლავა, გრიგალავა, კვეკვესკირი, ნინუა, ქვილითაია, კვარაცხელია, გვილია, ნინუა, შენგელია, კაჭარავა, კანკავა, აბურჯანია, ზარანდია და ტრენერად დათა თუთაშხია.
მინდია
04 სექტემბერი 2020 12:54
12
ნინუა სად ნახე შემადგენლობაში? საიდან მოიტანე?
შალვა
04 სექტემბერი 2020 23:52
0
ნინუა!
შალვა
04 სექტემბერი 2020 14:07
1
ფეხბურთის მესვეურები საკლუბო დონეზე წარუმატებლობის მიზეზად ღარიბ კლუბებს, დაბალ ხელფასებს და ამ მიზეზით ფეხბურთელების მიგრაციას ასახელებენ. თუ ეს ასეა, მაშინ ნაკრებმა მაღალ დონეზე უნდა ითამაშოს. წარმატება ვუსურვოთ ჩვენ ბიჭებს და ქართულ ფეხბურთს.
ჟორა
04 სექტემბერი 2020 11:06
0
ყველას ჯობია ქვილითაია თავდასხმაში. პირდაპირი რეპორტაჟი იბლოკება ხოლმე და თავის სმარტფონით შეუშვან, ჩართოს ლაივი და იქ მაინც ვუყურებთ თამაშს.
David
04 სექტემბერი 2020 08:51
1
სამწუხარო დანაკლისია. იმის ფონზე უფრო, რომ კიტეიშვილიც არ გვყავს.
ისეთი ფეხბურთელი ცენტრში რომელიც თანაბრად პროდუქტიულია შეტევაშიც და დაცვაშიც აბურჯანი რჩება, თუმცა არ ვიცი როგორ ფორმაშია.
ნაკრები გადაჩვეულია, მაგრამ შეტევაზე ორიენტირებული შემადგენლობის დაყენება თუ გვიშველის.
rati 74
04 სექტემბერი 2020 13:15
1
Კაჭარავა რა პონტში გამოიძახა..გადაირევა კაცი მაგას ჩვენი ჩემპიონატიდან გამოეძახებინა ვინმე. ტანმაღალი ქვილითაია ხოა და თავითაც კარგად თამაშობს..თუ მამის ბლატითაა ისევ.
გიო
04 სექტემბერი 2020 06:32
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული