ნაკრებს გვილიაც ვერ დაეხმარება - ეროვნული გუნდი ტალინში 23 ფეხბურთელით გაემგზავრება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ტალინში გამგზავრებამდე თბილისში ბოლო ვარჯიში გამართა. ვლადიმირ ვაისის გუნდი ესტონეთში 23 ფეხბურთელის შემადგენლობით გაემგზავრება. წლის სადებიუტო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა - ტრავმის გამო ესტონეთთან მატჩს ვაკო გვილია გამოტოვებს. ვარშავის "ლეგიას" ქართველი ლეგიონერი შესაძლოა ნაკრებს უეფას ერთა ლიგის მეორე შეხვედრაში შეუერთდეს. მკურნალობის პროცესს ვაკო გვილია თბილისში გააგრძელებს და ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ დაგეგმილი მატჩისთვის მოემზადება.

20 წლის გიორგი კუცია, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში ეროვნულ ნაკრებთან ერთად საწვრთნელ შეკრებაზე პირველად იმყოფებოდა, ხვალიდან საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს შეუერთდება. გიორგი
კუცია ასაკობრივი ნაკრების პრინციპულ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ახალგაზრდა ფეხბურთელები გორში, ფრანგ თანატოლებთან გამართავენ.

ვლადიმირ ვაისის გუნდი ესტონეთის დედაქალაქში თბილისიდან ჩარტერული რეისით 4 სექტემბერს, დილით გაემგზავრება.

4 სექტემბრის განრიგი, ტალინი, "ა ლე კოქ არენა":
20:30 (თბილისის დროით) - ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია
21:00 (თბილისის დროით) - საქართველოს ნაკრების ვარჯიში

საქართველოს ნაკრების 23-კაციანი შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი), დავით კობოური (დინამო, თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

ესტონეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება ტალინის "ა ლე კოქ არენაზე" 5 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშების მეორე ტურში "დინამო არენაზე" ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 20 /
დვალიშვილი არ არის გამოძახებული? ))
0
კლუბებში თავს არ ზოგავენ, ჩამოვლენ შეკრებაზე და ხელის ჩამორთმევაზე ტრამვებს იღებენ, ძალიან სამწუხაროა.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული