ესტონელები მეზობელი, ჩვენთვის ნაცნობი მსაჯით დაგვხვდებიან

AutoSharing Option
ხვალ, 5 სექტემბერს, ერთა ლიგის С დივიზიონის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ესტონეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, შეხვედრას კი ლიეტუველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

მატჩის მთავარი არბიტრი ლიეტუველი 32 წლის დონატას რუმსასი იქნება, რომელიც კარიერაში მეორედ (პირველი იყო ფარერებისა და ნორვეგიის დაპირისპირება, 2019 წელს) განსჯის ეროვნული ნაკრები გუნდების შეხვედრას. მისი დამხმარეები ალეკსანდ რადიუსი და დოვიდას სუზიედელისი იქნებიან, მეოთხე მსაჯი კი მანფრედას ლუკიანჩკასი იქნება.

რუმსასი ფიფას კატეგორიის არბიტრი 2016 წლიდან არის და აღსანიშნავია, რომ თბილისში, საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების 3 შეხვედრა უმსაჯია.
ამ მატჩებიდან ქართველმა ფეხბურთელებმა 1 მოიგეს, 1 წააგეს და 1 ფრედ დაასრულეს. სამივე შეხვედრაში შეუცვლელად ზურიკო დავითაშვილმა და ხვიჩა კვარაცხელიამ ითამაშეს.

ესტონეთისა და საქართველოს ნაკრები გუნდების თამაში კი ხვალ, 5 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "პირველი არხი" შემოგვთავაზებს.


altზურიკო დავითაშვილი: დარწმუნებული ვარ, გულშემატკივართა გახარებას მოვახერხებთ

altნაკრებს გვილიაც ვერ დაეხმარება - ეროვნული გუნდი ტალინში 23 ფეხბურთელით გაემგზავრება




მკითხველის კომენტარები / 23 /
ლიეტუვასთან ისეთი მეგობრობა გვაკავშირებს და ისე ვუყვარვართ ლიეტუველებს რო მემგონი სანერვიულო ესტონეთს უფრო აქვს
Lova
17:24 04-09-2020
11
ბარემ ესტონელი დაენიშნათ... უფრო იაფი დაუჯდებოდა მგზავრობა.
tngh
18:34 04-09-2020
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული