ვაისს ესტონეთთან ახალგაზრდების იმედი აქვს

AutoSharing Option
ერთა ლიგის პირველ ტურში ესტონეთთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა:

"რთულია ვივარაუდოთ, თუ როგორი იქნება ხვალინდელი შეხვედრა. ჩვენ გუნდს ბევრი მოთამაშე აკლია. ასევე ვიცით, რომ ესტონეთსაც აქვს დანაკლისი. ეს ჯგუფის პირველი შეხვედრაა და ყოველთვის მნიშვნელოვანია კარგად დაწყება. ვეცდებით, მაქსიმუმი გავაკეთოთ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად. რა თქმა უნდა, გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ვიცით, რომ ეს იოლი არ იქნება. ყველამ იცის, რომ ხუთი წლის წინ ნაკრებმა აქ წააგო. შემდეგ საქართველოში ამხანაგური თამაში მოვუგეთ ესტონეთს. მაყურებლის გარეშე კი მატჩების ჩატარება ნამდვილად
რთულია.

რაც შეეხება ბელარუსთან მატჩს, ჩვენ ვეცდებით, კარგი თამაში და შედეგი ვაჩვენოთ. მაგრამ ამ დროისთვის ოთხივე ნაკრებს - საქართველოს, ბელარუსს, ჩრდილოეთ მაკედონიას და კოსოვოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის თანაბარი 25 პროცენტიანი შანსი აქვს. ყველაფერს მომდევნო თვეებში ვნახავთ.

ახლა მნიშვნელოვანი ხვალინდელი თამაშია - იწყება ერთა ლიგის ახალი გათამაშება, სადაც გუნდებს აქვთ ახალი შესაძლებლობა, იბრძოლონ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის. ესტონეთთან თამაში არ არის პლეიოფის მოსამზადებელი მატჩი, მაგრამ საინტერესოა, როგორ ითამაშებენ ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები და როგორ მოემზადა გუნდი მატჩისთვის. მით უმეტეს, ბევრი ფეხბურთელი პანდემიის გამო დიდი ხნის განმავლობაში არ თამაშობდა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები მზად არიან და კარგ თამაშს შემოგვთავაზებენ".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 33 /
https://gooool.tv/online/90600-estoniya-gruziya-5092020-pryamaya-translyaciya.html

ამ ლინკზე შეგიძლიათ უყუროთ.
მატჩის ლინკი
05 სექტემბერი 2020 18:50
0
ეს რუსული site-ის link-ია. რუსული site-ები ვირუსებით არის სავსე.
ქ. გ.
05 სექტემბერი 2020 19:37
0
______________________________ლორია_________________________________
_______კაკაბაძე_______ხოჭოლავა_______კვირკველია_______გრიგალავა_______
__________________კვეკვესკირი__________კანკავა__________________________
_______დავითაშვილი__________ჩაკვეტაძე_________კვარაცხელია____________
____________________________ოქრიაშვილი_______________________________

ამ შემადგენლობას ვისურვებდი :))
Burton
05 სექტემბერი 2020 17:48
7
სუფთა ტიპის თავდამსხმელი გჭირდება წინ. ესტოენთი არ არის ის გუნდი ვისაც უნდა მოერიდო. კაჭარავას და ქვილითაიას დავაყენებდი მაინც. გამომდინარე მანდედან ჩაკვეტაძეს დავსვავდი როგორც უთამაშებელს. ოქრის მარცხენა ფლანგზე გავუშვებდი და კვარაცხელიას შუაში შევწევდი
თავდამსხმელი?
05 სექტემბერი 2020 18:47
1
ბმული დადეთ თუ შეძლებთ, პირველი კუტა არხი დაბლოკავს უეჭველად. მადლობა წინასწარ
გიორგი გორგაძე
05 სექტემბერი 2020 17:48
0
https://gooool.tv/

აი ამ არხზე უყურე მეგობარო რომელ თამაშსაც გინდა. დააწვები თამაშს და შემდეგ დაბლა ეკრანია და რამოდენიმე ე.წ. კანალს გთავაზობს და რომელიმე მაინც აჩვენებს.
აქ სცადე
05 სექტემბერი 2020 18:48
0
მაგრა მაინტერესებს კვარაცხელიას და დავითაშვილს თამაში იმედია ძირითადში დააყენებს რათა დაამტკიცონ რომ მართლა იმსახურებენ იმ პრესაც რაც რუსეთშია მათ მიმართ.განსაკუთრებიტ კვარაცხელიას მიმართ.
jiji
05 სექტემბერი 2020 15:59
0
მეტი რა გზა აქვს, ეს ძველი გვარდია მოსაშორებელია მთლიანად.
დავტოვებდი მარტო კანკავას, დანარჩენი გასაცხრილია.

ნაკრები უნდა დაკომპლექტდეს. კვრაცხელია, დავითაშვილი, კიტეიშვილი, დვალი, ტაბიძე და ასე შემდეგ. მთლიანად ახალგაზრდები
las
05 სექტემბერი 2020 15:46
6
რამდენი მატჩის წინ ესეთი უაზრო ქებადიდება დავიწყეთ იმდენი ცხვირი წავიმტვრიეთ. არამარტო ფეხბურთში, არამედ სპორტის სხვა სახეობებშიც. რაში გვჭირდება ხალხო 8:0 მოგება? მთავარი გუნდის შეთამაშება, კომბინაციების დახვეწა, დაცვის ხარვეზების გამოსწორება და ბოლოს მოგება. ეს თამაშები ხომ მომავლისთვის არის და არა პრესტიჟისთვის.
ჰაჰა
05 სექტემბერი 2020 11:58
2
გადაეცით პირველ არხს სიგნალი არ დაბლოკოს ნერვებს ნუ გვიშლის.
ემიგრანტი
05 სექტემბერი 2020 11:49
0
https://rugger.info/news/35615 რუსეთის საუკეთესო მორაგბის გამოსავლენად გამოკითხვაში მხარი დაუჭირეთ ნიკოლოზ სუხაშვილს!!!
912
05 სექტემბერი 2020 11:48
0
ეგრე იძახის და დააყენებს 8-1-1 წყობას
ზორბეგი
05 სექტემბერი 2020 11:12
5
ეგ რა წყობაა? მე ვიცი უკეთესი - 10-0-0
1
05 სექტემბერი 2020 16:29
3
მე კიდე ვფიქრობ, რომ გვილია ამ თამაშში ძალინ გამოგვადგებოდა. ახალგაზრდები იმედია თავს არ დაზოგავენ!!! თავდასხმაში კაჭარავას დააყენებს
Vasili
05 სექტემბერი 2020 11:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული