საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე გათამაშება გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ესტონეთს 1:0 სძლია.

ქართველი გულშემატკივრის მოლოდინი ამ მატჩისადმი დიდი იყო და "ჯვაროსნების" მწვრთნელმა ვაისმა განაცხადა, რომ ახალგაზრდების ეიმედებოდა, სტუმართა გუნდის კაპიტანმა ვასილევმა კი აღნიშნა, რომ თუ ქედმაღალ მეტოქეს ბურთს დაუმალავდნენ, სათამაშო განწყობას წაუხდენდნენ.

დანაკლისის გათვალისწინებით ვაისმა მეტ-ნაკლებად ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა, თავიდანვე ინიციატივას დაეუფლნენ და ჩაკვეტაძის პასის შემდეგ ოქრიაშვილმა დაარტყა, მაგრამ ტამმა ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი. საქართველოს ნაკრები გამუდმებით უტევდა, სტუმრები იშვიათი კონტრშეტევებით პასუხობდნენ და 32-ე წუთზე კვარაცხელიას პასის შემდეგ კაჭარავამ თავურით ანგარიში გახსნა.

შესვენების
თამაში შედარებით გათანაბრდა, ნაკლებად სანახაობრივი გახდა, ესტონელებმა ლორიას კარზე უხიფათო იერიშების მიტანა დაიწყეს, 88-ე წუთზე ლობჟანიძემ ბურთი ძელს გაარტყა, ბოლოს მანვე ოდნავ ააცილა მიზანს და ჩვენმა გუნდმა ტურნირის სტარტზე სტუმრად გამარჯვება იზეიმა.

8 სექტემბერს, მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, რომელმაც პირველ ტურში სომხეთს 2:1 სძლია.

ტალინი. "ა. კოქ არენა"
ესტონეთი - საქართველო 0:1
გოლი: კაჭარავა (32)

ესტონეთი: ჰაინი, ტენისტე, მეტსი, ტამი, ვასილევი (აინსალუ 86), იარველაიდი, ოიამა, ტუნიოვი (ლიივაკი 70), კრეიდა, კაიტი, ზენიოვი (ანიაკი (70)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა, კვეკვესკირი, ჯიღაური, კანკავა, ოქრიაშვილი, ჩაკვეტაძე (ქვილითაია 78), კვარაცხელია (აბურჯანია 90+1), კაჭარავა (ლობჟანიძე 68)

მკითხველის კომენტარები / 105 /
აშკარად გვილია დაგვაკლდა
ჩორნა
06 სექტემბერი 2020 03:07
6
კიტეიშვილი უფრო დაგვაკლდა
?
06 სექტემბერი 2020 12:28
0
ერთი კტარი და მეორე უფრო კტარი
კტარი
05 სექტემბერი 2020 22:49
12
- გახსოვთ ჩვენი ნაკრების ამდენი შედეგიანი თამაში?
- დაგავიწყდათ ჩვენი ნაკრების 4-5 ბურთიანი სხვაობებით წაგებული თამაშები, ქაოსური სირბილი, აჭრილი და სასოწარკვეთილება მოედანზე?
- ნაკრების უკეთეი ფეხბურთელები, უკეთეს გინდებში, რომ იყვნენ, უკეთესი მწვრთნელები უკეთესი ქვეყნებიდა, უცხოელები და ქართველებიც რომ გვყავდა, იმათი შედეგები და თამაშის ხარისხი გახსოვთ?
- ყოველთვის(დღიდან მწვრთელობისა) ვაისს ანუ ჩვენს ნაკრებს ყვავით რომ ჩასძახიან აჰა, აი დღეს დაგვერხევა, არა ხვალ დაგვერხევაო - ხომ გახსოვთ? და დარხევა თუ გახსოვთ?
- ან კიდევ კვარაცხელიას მაგალითზე რომ ატყდა ერთი ამბავი, რატომ არ ათამაშა ამ ფლანგზეო და რატომ ათამაშა მეორეზეო, ასეთი კარგი თამაში კვარაცხელიასი ამ მეორე ფლანგზე გახსოვთ?
- გახსოვთ ნაკრების მწრთნელები დაკვეთით რომ ათამაშედნენ ამა თუ იმ ფეხბეურთელს ბლატის გამო გახსოვთ? ან გახსოვთ იმ მწვრთელებს ეზრუნათ (მაგალითად ქვილითაიას დასხვასაც)ნაკრებში მიეღოთ სათამაშო პრქტიკა და არ დაკარგულიყვნენ - გახსოვთ?
- გახსოთ, რომ (აქ მოაქტიურე კრიტიკოსებს) ერთი და იგივე შემნადგენლობა დაგესახელებინოთ? რამდენი კაციც არის იმდენ შემადგენლობას წერთ და ავალებთ ვაისს, რომ თქვენი (მხოლოდ თქვენი და არა სხვისი) ტაქტიკით ითამაშოს?
რამდენი რამე ყოფილა გასახსენებელი, თურმე ....

ამნეზია
06 სექტემბერი 2020 10:33
8
მცირედში ვერ დაგეთანხმები.ნაკრების ამდენი შედეგიანი თამაში,გარკვეულწილად სუსტ გუნდებთან თამაშმა განაპირობა და კვარაცხელიას უკეთესი თამაში,რუბინიდან,მარცხენა ფლანგზე,რამდენიმე მახსოვს.კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე გადმოყვანას,ის გამართლება აქვს,რომ მარცხენა ფლანგზე,სამი სრულფასოვანი შემტევი ნახევრამცველი გვყავს და სხვა შემთხვევაში,რომელიმე შემადგენლობიდან ამოვარდებოდა.ასე კი,კვარა,თავისი შესაძლებლობის 90%-ს მაინც მარჯვენა ფლანგიდანაც ამჟღავნებს და ვაისი სწორად მოიქცა,მისი აქ გადმოყვანით.ჩაკვეტაძის ფორმაში შესვლით,იქნებ ისეც მოხდეს,რომ ოქრი,ჩაკვე,ზურიკო და კვარა,სრულიად ერთმანეთის ჩამნაცვლებელი ოთხეული გახდეს.მეტნაკლებად ოთხივეს შეუძლია თავდამსხმელის და ორივე ფლანგზე მოქმედი უნივერსალური ნახევარმცველის ფუნქციის შესრულება.ზურიკო და კვარაცხელია,დაცვაშიც საკმაოდ საიმედოდ თამაშობენ და თუ თუნდაც კიდევ ორი წელი,ასეთი ტემპით განაგრძეს პროგრესი,უკვე მართლაც კარგი ნახევარდაცვა გვეყოლება.თანაც მხოლოდ ესენი ხომ არ გვყვანან,გვილიაც არ არის ხნიერი და ჯანოზეც ჯერ კიდევ ვამყარებ იმედს.უკვე ახლაც,და მომავალ ციკლში აუცილებლად,ამ ნაკრებს,ბ ჯგუფში გადასასვლელად ბრძოლა შეეძლება.მაკედონიასთან თამაში დაგვანახებს,რადენად საფუძვლიანია ჩვენი ამბიცია,ჯგუფში გამარჯვებაზე.
სოსო
06 სექტემბერი 2020 11:40
1
ვაისმა რომ გუნდი დაალაგა და რაღაცა სტილი რომ გამოიკვეთა ჩვენს ნაკრებში, ამაზე რა თქმა უნდა არ ვიდავოთ, მაგრამ ხომ შეიძლება, როცა ოქრი გიჩვენებს პირდაპირ, სულს ვღაფავ, მეტი აღარ შემიძლია, აშკარად ყვითელზე მიდის, რომ გამოცვალონ, გამოცვალე რა დალოცვილო, გყავს ხომ სკამზე რამდენი კაცი, მაგ. დავითაშვილი, შენგელია, ვაისი ნაღდად არაა ცუდი მწვრთნელი, მაგრამ შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ რესურსით კიდევ უფრო კარგი თამაში შეგვიძლია, ასე მგონია არ იცნობს კარგად ჩვენს ბიჭებს, ვნახოთ! ყოველ შემთხვევაში კვირკველია საშინლად გამოიყურებოდა, ჯიღაურის დაყენებამ არ გაამართლა, ამას ცოტა კარგი გუნდი არ გაპატიებს. გრიგალავა ამ ეტაპზე ბევრად უკეთესი ვარიანტი მგონია.
რაღაცეებში გეთანხმები
06 სექტემბერი 2020 12:26
2
ყველა გამოხმაურება
თქვენი არ ვიცი და არც შედეგით ვარ კმაყოფილი და თამაშით ხომ საერთოდ! ესტონეთს რომ ასე ეთამაშები სხვა გუნდები ხომ დაგჯაბნიან აშკარად. ვერ ვხვდები რატომ არიან აქ აღფრთოვანებულები 1-0 ესტონეთთან. კვარაცხელია კარგია,მაგრამ რუბინში უკეთესად თამაშობს, ვიდრე დღეს ითამაშა. სხვა ვერავის გამოვყოფდი . კვირკველიას რა დაემართა იცის ვინმემ? მას რომ ვუყურებ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს დიდი ტრაგედია გადაიტანა, გამომეტყველებაც ასეთი აქვს.
დავით 67
06 სექტემბერი 2020 01:26
19
ვაისი 10 პლიუსით
ლაშა
05 სექტემბერი 2020 23:30
22
რაღაც არ მომწონს ვაისის გადაწყვეტილებები იმედია გამოასწორებს
Ka
05 სექტემბერი 2020 23:08
5
საბა ლობჟანიძე ჯობია დღეს ოქრის, საბა და ხვოჩა ფლანგებზე დიდი ძალაა
მინდია
06 სექტემბერი 2020 00:05
5
კანკავამ რა ჯარიმა აიკიდა 94 წუთზე! კაცს თავი გაუტეხა და საერთოდ რომ გადახედო კანკავას სხვა თამაშებშიც ხშირად აკეთებს ასეთ რამეს! რა საჭირო იყო! მსაჯს უნდა გაეგდო!კიდევ კაი ესტონეთი არ არის ისეთი ნაკრები თორემ იმ წერტილიდან უკეთესი ნაკრები ასიანი შეაგდებდა ბურთს ლორიას კარში!
მწრთვნელი
05 სექტემბერი 2020 23:02
19
რაც არ უნდა მეტოქე გვყავდეს ტაიმებს განსხვავებულად ვთამაშობთ.
ძალიან პრაგმატული (უღიმღამო) მეორე ტაიმი ითამაშეს და ბოლოს წუთზე სხვა გუნდი დგვჟიდდა ჯარიმიდან. კვარაცხელიას და ოქრიაშვილს თამაშის მიმდინარეობისას ფლანგები უნდა ეცვალათ და მეტი ხიფათი შეიქმნენოდა.
rati 74
05 სექტემბერი 2020 22:51
1
ოქრიაშვილი-კანკავა-კვეკვესკირი-აბურჯანია-ქვილითაია-ჯიღაური/ ნაკრებს ახლოს არ უნდა გააკარო......
arabika
05 სექტემბერი 2020 22:08
47
ფეხბურთს რომელი ორგანოთი აღიქვამ?:)
Valderrama
05 სექტემბერი 2020 23:41
2
კაკაბაძეც
sar
05 სექტემბერი 2020 22:45
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული