საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე გათამაშება გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ესტონეთს 1:0 სძლია.

ქართველი გულშემატკივრის მოლოდინი ამ მატჩისადმი დიდი იყო და "ჯვაროსნების" მწვრთნელმა ვაისმა განაცხადა, რომ ახალგაზრდების ეიმედებოდა, სტუმართა გუნდის კაპიტანმა ვასილევმა კი აღნიშნა, რომ თუ ქედმაღალ მეტოქეს ბურთს დაუმალავდნენ, სათამაშო განწყობას წაუხდენდნენ.

დანაკლისის გათვალისწინებით ვაისმა მეტ-ნაკლებად ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა, თავიდანვე ინიციატივას დაეუფლნენ და ჩაკვეტაძის პასის შემდეგ ოქრიაშვილმა დაარტყა, მაგრამ ტამმა ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი. საქართველოს ნაკრები გამუდმებით უტევდა, სტუმრები იშვიათი კონტრშეტევებით პასუხობდნენ და 32-ე წუთზე კვარაცხელიას პასის შემდეგ კაჭარავამ თავურით ანგარიში გახსნა.

შესვენების
თამაში შედარებით გათანაბრდა, ნაკლებად სანახაობრივი გახდა, ესტონელებმა ლორიას კარზე უხიფათო იერიშების მიტანა დაიწყეს, 88-ე წუთზე ლობჟანიძემ ბურთი ძელს გაარტყა, ბოლოს მანვე ოდნავ ააცილა მიზანს და ჩვენმა გუნდმა ტურნირის სტარტზე სტუმრად გამარჯვება იზეიმა.

8 სექტემბერს, მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, რომელმაც პირველ ტურში სომხეთს 2:1 სძლია.

ტალინი. "ა. კოქ არენა"
ესტონეთი - საქართველო 0:1
გოლი: კაჭარავა (32)

ესტონეთი: ჰაინი, ტენისტე, მეტსი, ტამი, ვასილევი (აინსალუ 86), იარველაიდი, ოიამა, ტუნიოვი (ლიივაკი 70), კრეიდა, კაიტი, ზენიოვი (ანიაკი (70)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა, კვეკვესკირი, ჯიღაური, კანკავა, ოქრიაშვილი, ჩაკვეტაძე (ქვილითაია 78), კვარაცხელია (აბურჯანია 90+1), კაჭარავა (ლობჟანიძე 68)

მკითხველის კომენტარები / 105 /
ძალიან სუსტად ითამაშა ესტონეთმა არ გამოდგება საზომად.კვარაცხელია რა კარგია ჩაკვე შორსაა ფორმიდან მაგრამ აქვს კლასი და მოუმატებს აუცილებლად თამაშები ჭირდება.ოქრი თავიდან აჭრილი იყო მაგრამ მეორე ტაიმში მითუმეტეს ბოლოს ანახა რაც შეუძლია ბოლო 10 წუთი მარტო ინარჩუნებდა ბურთს.ლობჟანიძე კარგად შემოვიდა ერთი ეგ იყო ქვილითაიას შემოყვანა იყო გაუგებარი აშკარად არაა ფორმაში სხვა გუნდი უნდა ნახოს სასწრაფოდ დავითაშვილს ვისურვებდი მის მაგივრად.კანკავა ხო მთელი ნაკრებია რას დარბოდა და მუშაობდა ესეთი მშრომელი პროფესიონალი ქართველი ფეხბრთელი რომელიც არ თამაშობდა და მაინც ფორმაში იყო ამ ბოლო წლებში არ მინახავს მადლობა კაპიტანო თავდადებისთვის.ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოიგეს გაიტანეს ერთი და შეინარჩუნეს
თემური
05 სექტემბერი 2020 23:25
1
გილოცაცთ ყველას!
ყოჩაღ კვარაცხელიას მართლა მაგარია!
სიზუსტე რომ დახვეწოს ძაან მაგარი იქნება!
ტოპ-ფერბურთელია!
ლაშა
05 სექტემბერი 2020 23:02
0
მთელი საქართველო ფეხბურთს უყურებთ და ვინმემ ამიხსენით მწვრთნელი ყავს ჩვენს ნაკრებს?? თუ ყავს რაში გამოიხატება ხო არ ჯობია საერთოდ მწვრთნელის გარეშე ითამაშონ?
mirza
05 სექტემბერი 2020 22:19
20
დავითაშვილი ათამაშეთ ოქრიაშვილის ადგილას. ორქიმ ამოწურა თავისი რესურსი.
საქართველო
05 სექტემბერი 2020 22:25
14
კვარაცხელია კარგია, ასევე ჯიღაურიც, ოქრი მონდომებულია, კანკავაც. რაც შეეხება ჩაკვე არაა ფორმში, კაკაბაძესაც ბევრჯერ გაექცა მეურვე. გოლის მიუხედავად კაჭარავა მგონია, რომ ძალიან სუსუტია, არასაიმედოდ გამოიყურება ხოჭოლავაც.
ანუ მწვრთნელს ბევრი აქვს საფიქრალი. შეეძლო დავითაშვილიც შემოეყვანა.
ქომაგი
05 სექტემბერი 2020 22:17
5
ხვიჩა მარჯვენა ფლანგიდანაც კარგად თამაშობს და ეს გამოჩნდა კიდეც,სხვები კი მარჯვნიდან სუსტები არიან.ცენტრალური თავდამსხმელის პრობლემა გვაქვს ძალიან მწვავედ და დაცვაში გვაქვს ძალიან დიდი პრობლემები.ჯაბა მთელი თამაში დიდებული იყო,მაგრამ ბოლო წამზე ნერვებმა უღალატა და გაფრთხილებასთან ერთად,ძალიან სახიფათო ჯარიმაც,სულ ტყუილად აიკიდა.მეორე გოლზე რომ გვეთამაშა,ბოლოსკენ ასეთი დაძაბულობა აღარ შეგვექმნებოდა.
სოსო
05 სექტემბერი 2020 22:53
1
კვარაცხელია და 13-ლობიო!!!
ზვიადი
05 სექტემბერი 2020 22:00
54
შენს საქმეში ეტყობა კარტოფილი ხარ ხო?:)
Valderrama
05 სექტემბერი 2020 22:11
5
ფრთხილად ზვიადი
roma bejanidze
05 სექტემბერი 2020 22:31
6
ყველა გამოხმაურება
საქართველოს ნაკრებს მწვრთნელი არ ყავს! მარტო კვარაცხელია და ჩაკვეტაძე ინდივიდუალურათ თუ რამეს მოიფიქრებენ ეს არის სულ ჩვენი ნაკრები!
lelo
05 სექტემბერი 2020 22:03
16
ჩაკვეტაძე? ეგ იყო შემადგენლობაში?
დავითი
05 სექტემბერი 2020 22:54
16
მოგება კარგია,მაგრამ ასეთი თამაშით სხვას ვის უნდა მოუგონ არ ვიცი
ნუკრი
05 სექტემბერი 2020 22:27
15
ყველა კვარაცხელიას დონის ვერ იქნება არაუშავს ყაზაიშვილი დაემატება და კიტეიშვილი და რაღაც გამოიძერწება.ც ლიგის გუნდივართ და ეხლა მოდიან კარგი ბიჭები.
zaza
05 სექტემბერი 2020 22:21
2
შვეცია -საფრანგეთს ვუყურებ ახლა და მბაპემ რომ გოლი გაიტანა,კვარაცხელიას უნდა დაუდონ სახელმძღვანელოდ.ზუსტად მის სტილში გააკეთა ფლანგიდან შესვლა და შემდეგ ძალიან მახვილი კუთხიდან,მეკარეს ახლო კუთხეში შეუცურა ბურთი.აქ კლასზე არ ვლაპარაკობ,ხვიჩას დარტყმის მომენტში თავისი თავის რწმენა აკლია და ხშირად ცენტრში ურტყამს,ან კიდევ სუსტად.მბაპეს კი არ შეეშინდა და ძალიან ზუსტი და მოულოდნელი დარტყმით,ახლო კუთხეში შეუძვრინა მეკარეს.როცა ხვიჩას პასებში და დარტყმებშიც ისეთივე თავდაჯერება გაუჩნდება,როგორიც დრიბლინგში აქვს,მისი დამჭერი კაცის პოვნა გაჭირდება
სოსო
05 სექტემბერი 2020 23:45
0
19 წლისაა ბიჭი, 19!!! ის, რასაც შენ ამბობ, მოაქვს დროს და გამოცდილებას, კვარაცხელია ამ ასაკში რასაც აკეთებს, მგონი მესი არ აკეთებდა 19 წლის რომ იყო, 20 წლის კვარა სულ სხვა დონე იქნება, 21-ს კიდევ უკეთესი, დააცადეთ რა, მთავარია არ გაჩერდეს და ივარჯიშოს. ასაკს დიდი მნიშვნელობა აქვს.
კაი რა
06 სექტემბერი 2020 12:43
0
კაი რას.ჯერ კიდევ გაზაფხულზე,კვარაცხელია, აშკარად ჩანდა რომ თამაშში იმალებოდა.თუ მიდიოდა ატყუებდა კიდეც,მაგრამ თავზე თამაშის აღებას ერიდებოდა და ამაზე ყოველი მატჩის შემდეგ ვწერდი.პაუზის შემდეგ,უფრო თამამად ათამაშდა და კი ვხედავთ,როგორ თამაშობს.ხვიჩას დარტყმაც აქვს და პასიც,მაგრამ მაგ კომპონენტებში,თავდაჯერება აკლია.ორი-სამი გოლი ან გასული მაგარი პასი და ამ თავდაჯერებასაც შეიძენს.მთავარია თვითონ დაიჯეროს,თორემ ტექნიკასთან პრობლემა არ აქვს.თანაც ისეთი ტემპით ვითარდება,რომ დიდი ხნის ლოდინი,არა მგონია დაგვჭირდეს.წუხელ, მთელი თამაშის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა და ჩვენ ბიჭებს,ეგეც უშლიდათ ხელს.ისე, არც მბაპეა დიდად ხნიერი.
სოსო
06 სექტემბერი 2020 14:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული