ნაჩო: კვარაცხელია განსაკუთრებულია - მამარდაშვილს ბევრი უნდა გავუტანოთ

AutoSharing Option
30 ივნისს, ევროპირველობის მერვედფინალში, საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. მომავალი მატჩის შესახებ უეფას საიტთან მეტოქე გუნდის 34 წლის მცველმა ნაჩო ფერნანდესმა ისაუბრა, რომელიც ახლახან "რეალიდან" საუდის არაბეთის "ალ კადსიაში" გადავიდა:

"მამარდაშვილი კარგი მეკარეა, ლა ლიგაში შესანიშნავად თამაშობს და ფანტასტიკურ ევროს ატარებს. ის საქართველოს მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თუმცა არ ინერვიულოთ, შევეცდებით, რაც შეიძლება მეტი გოლი გავუტანოთ და ისე გავაკეთოთ, რომ ძალიან წარმატებული დღე არ გამოუვიდეს. უდავოა, ის ამ წლების განმავლობაში თავის მაღალ კლასს ამტკიცებს.

კვარაცხელია განსაკუთრებულია. გასულ სეზონში ჩვენ (რეალი) ორჯერ ვითამაშეთ მის
წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე და ვიტყოდი, რომ სხვა დონეზეა. ძალიან სწრაფია, ერთი-ერთზე თამაშისას გამორჩეულად კარგია. ხვიჩა საქართველოს ნაკრების ლიდერია და ჩვენი მთავარი საფრთხეა, რომელთანაც საქმე გვექნება. ხალხს შეუძლია ამ შეხვედრაში ფავორიტად მიგვიჩნიოს, მაგრამ ამას ესპანეთისთვის მნიშვნელობა არ აქვს".

მკითხველის კომენტარები / 19 /
ვაიიმეე ! ამათი სისხლი დამალევინა. ნუ,კარგი გაგებით.
ALONZO
16:27 28-06-2024
0
ერთადერთი რისიც მეშინია, რეალთან მართლა ცუდი თამაში ქონდა მამარდას და მეშინია არ განმეორდეს.
იმel
14:11 28-06-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული