საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე გათამაშება გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ესტონეთს 1:0 სძლია.

ქართველი გულშემატკივრის მოლოდინი ამ მატჩისადმი დიდი იყო და "ჯვაროსნების" მწვრთნელმა ვაისმა განაცხადა, რომ ახალგაზრდების ეიმედებოდა, სტუმართა გუნდის კაპიტანმა ვასილევმა კი აღნიშნა, რომ თუ ქედმაღალ მეტოქეს ბურთს დაუმალავდნენ, სათამაშო განწყობას წაუხდენდნენ.

დანაკლისის გათვალისწინებით ვაისმა მეტ-ნაკლებად ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა, თავიდანვე ინიციატივას დაეუფლნენ და ჩაკვეტაძის პასის შემდეგ ოქრიაშვილმა დაარტყა, მაგრამ ტამმა ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი. საქართველოს ნაკრები გამუდმებით უტევდა, სტუმრები იშვიათი კონტრშეტევებით პასუხობდნენ და 32-ე წუთზე კვარაცხელიას პასის შემდეგ კაჭარავამ თავურით ანგარიში გახსნა.

შესვენების
თამაში შედარებით გათანაბრდა, ნაკლებად სანახაობრივი გახდა, ესტონელებმა ლორიას კარზე უხიფათო იერიშების მიტანა დაიწყეს, 88-ე წუთზე ლობჟანიძემ ბურთი ძელს გაარტყა, ბოლოს მანვე ოდნავ ააცილა მიზანს და ჩვენმა გუნდმა ტურნირის სტარტზე სტუმრად გამარჯვება იზეიმა.

8 სექტემბერს, მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, რომელმაც პირველ ტურში სომხეთს 2:1 სძლია.

ტალინი. "ა. კოქ არენა"
ესტონეთი - საქართველო 0:1
გოლი: კაჭარავა (32)

ესტონეთი: ჰაინი, ტენისტე, მეტსი, ტამი, ვასილევი (აინსალუ 86), იარველაიდი, ოიამა, ტუნიოვი (ლიივაკი 70), კრეიდა, კაიტი, ზენიოვი (ანიაკი (70)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა, კვეკვესკირი, ჯიღაური, კანკავა, ოქრიაშვილი, ჩაკვეტაძე (ქვილითაია 78), კვარაცხელია (აბურჯანია 90+1), კაჭარავა (ლობჟანიძე 68)

მკითხველის კომენტარები / 105 /
საუკეთესო ვინც არის ნაკრებში მან თავის ადგილზე უნდა ითამაშოს. აქ რა საჭიროა გენიოსობა? კვარაცხელია არსად დაიკარგება და მაინც საუკეთესო იყო ნაკრებში. თავის ადგილზე რომ მეტ სარგებელს მოუტანდა ნაკრებს ამას ვაისის გარდა ყველა ვხვდებით მგონია.
G.LA
05 სექტემბერი 2020 22:09
4
ოქრიაშვილი-კანკავა-კვეკვესკირი-აბურჯანია-ქვილითაია-ჯიღაური/ ნაკრებს ახლოს არ უნდა გააკარო......
arabika
05 სექტემბერი 2020 22:08
47
ფეხბურთს რომელი ორგანოთი აღიქვამ?:)
Valderrama
05 სექტემბერი 2020 23:41
2
კაკაბაძეც
sar
05 სექტემბერი 2020 22:45
12
ვულოცავ. +1 ესტ ჯობია თუ საფრ. -2 ?
სანდრო
05 სექტემბერი 2020 22:03
3
საქართველოს ნაკრებს მწვრთნელი არ ყავს! მარტო კვარაცხელია და ჩაკვეტაძე ინდივიდუალურათ თუ რამეს მოიფიქრებენ ეს არის სულ ჩვენი ნაკრები!
lelo
05 სექტემბერი 2020 22:03
16
ჩაკვეტაძე? ეგ იყო შემადგენლობაში?
დავითი
05 სექტემბერი 2020 22:54
16
კვარაცხელია და 13-ლობიო!!!
ზვიადი
05 სექტემბერი 2020 22:00
54
ფრთხილად ზვიადი
roma bejanidze
05 სექტემბერი 2020 22:31
6
შენს საქმეში ეტყობა კარტოფილი ხარ ხო?:)
Valderrama
05 სექტემბერი 2020 22:11
5
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული