ვაისი: კვარაცხელიას შეუძლია დიდი ფეხბურთელი გახდეს

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ესტონეთთთან მოგების (1:0) შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია აქო:

"კვარაცხელია დიდი ტალანტია. ის დღეს მართლაც საუკეთესო იყო, თუმცა რაც რუსეთის პრემიერლიგაში აჩვენა, იმის მერე ეს გასაკვირი არ გახლდათ. იმედი მაქვს, რომ გიორგი ქინქლაძის, ლევან კობიაშვილისა და შოთა არველაძესავით დიდი ფეხბურთელი გახდება. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. გუნდი მას გულშემატკივრობს.

ტურნირის პირველ შეხვედრაში 3 ქულის აღებით კმაყოფილები ვართ. მატჩის წინ ცოტა ვნერვიულობდი, ვინაიდან ზოგიერთ ფეხბურთელს კლუბში სათანადო სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა, მაგრამ დღეს მოედანზე ჩვენ უკეთესი გუნდი
ვიყავით. მეორე გოლის გასატანად და მატჩის ბედის გადასაწყვეტად 3-4 კარგი მომენტი შევქმენით.

აგრეთვე ძალიან გამიხარდა, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კაჭარავამ გაიტანა. ის კლუბშიც და ნაკრებშიც ბევრს მუშაობდა. პირველი შეხვედრა ნებისმიერ ტურნირზე ძალიან მნიშვნელოვანია და იმედია, ჩრდილოეთ მაკედონიასთანაც ასევე ვითამაშებთ".

მკითხველის კომენტარები / 55 /
ჩემი აზრით დავითაშვილი იმიტომ არ ათამაშა რომ 8 სექტემბერს მაკედონიასთან ათამაშოს დასვენებული. დარწმუნებული ვარ დავითაშვილი იქნება მთავარი შემოქმედი მაკედონიასთან. მეც არ ვათამაშებდი ესტონეთთან რადგან თამაში მიგვყავდა ლოგიკური დასასრულისკენ და საჭირო არ იყო ერთ თამაშში ყველა კოზირის გამოყენება. ვისაც ფეხბურთი ესმის ყველა მიხვდება ამას. ვულოცავ ყველას ამ გამარჯვებას და ყოჩაღ ბიჭებს. ბოლომდე იბრძოლეს და დამსახურებულად მოიგეს.
roma bejanidze
08:00 06-09-2020
3
ოქრიაშვილი ვერ ამწვავებს შეტევებს ტექნიკურია მაგრამ ერთ ადგილზე ტრიალებს ,ვფიქრობ საბა ლობჟანიძე, დავითაშვილი მეტად გაამწვავებდნენ შეტევებს ჩაკვე კარგია მაგრამ შენელებული კადრივითაა ფორმაში აშკარად არაა. კვარაცხელიას ყოჩაღ მართლაც ბევრი იშრომა და საუკეთესო იყო,მე როგორც გულშემატკივარმა ასე დავინახე და ვაისი იმედია უკეთესად დაინახავს ვის ეკუთვნის ძირითადი ამ ეტაპზე
გიორგი კაჭკაჭიშვილი
01:39 06-09-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული