ეს ჩვენი უპირატსობაა?! - მაკედონიელთა მწვრთნელი ძალიან გააბრაზეს

AutoSharing Option
ფოტო: ffm.mk

გუშინ, 5 სექტემბერს ერთა ლიგის C დივიზიონის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მეტოქეებმა ითამაშეს - ჩრდილოეთ მაკედონიამ სკოპიეში სომხეთს სძლია (2:1), თუმცა მატჩის ლამის შუადღით დანიშვნამ მასპინძლეთა მთავარი მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი ძალიან გააბრაზა.

"ჩემს მოთამაშეებს მინდა მივულოცო, რადგან ჩვენ არანორმალურ პირობებში მოგვიწია თამაში, რამაც მოედანზე პრობლემები შეგვიქმნა. თუმცა, ყველაფერი ლოგიკური იყო, ფეხბურთელები საუკეთესო ფორმაში ჯერ არ არიან, თუმცა ჩვენი დონე ვაჩვენეთ, რადგან შედეგზე ვთამაშობდით.

ძალიან მწყდება გული, რომ ვიღაცებმა შეხვედრა 15:00 საათზე დანიშნეს, ფაქტობრივად, ყველანაირად შეგვბოჭეს. 5 ცვლილების ნაცვლად, 3
იყო, ვიღაცამ სპორტსმენების ჯანმრთელობაზე ხომ უნდა იფიქროს?!

ანგარიში მალე "გავხსენით". კიდევ ორი საგოლე მომენტი გვქონდა, შემდეგ კი შიშკოვსკიმ გადაგვარჩინა და სომხებს გატანის უფლება არ მისცა. მოგვიანებით წინ ორბურთიანი სხვაობით გავედით 200%-ით პრესინგის თამაში არაფერში გვჭირდებოდა. '

შეგნებულად დავუთმეთ მოედნის ცენტრი მეტოქეს. მეორე ნახევარში იმდენი მომენტი გვქონდა, რომ შეხვედრის ნაადრევად "დასრულება" შეგვეძლო. თუმცა გამარჯვებას კრიტიკულად არ ვუყურებ, შედეგით კი კმაყოფილი ვარ,"- განაცხადა ანგელოვსკიმ.

ჩრდილოეთ მაკედონიისა და სომხეთის ეროვნული გუნდებს შორის შეხვედრა 32 გრადუსი ცელსიუსის ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობდა. რაც ცხადია, დადებითად ნამდვილად არ აისახება მაკედონიელი ფეხბურთელების ფიზიკურ კონდიციებზე. პლუს, საკმაოდ ხანგრძილი მგზავრობაც ელის ჩვენს მომავალ მეტოქეს, რაც გარკვეულ უპირატესობას გვანიჭებს.

ვლადიმირ ვაისი ხშირად იყენებს მსგავს მომენტებს, ალბათ მომდევნო შეხვედრაშიც აქცენტი მეორე ტაიმზე გაკეთდება, იქამდე კი ქართველები სტუმრების მაქსიმალურად დაღლას შეეცდებიან.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის შეხვედრა ზეგ, 8 სექტემბერს თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია ffm.mk-ის მიხედვით




მკითხველის კომენტარები / 13 /
ამათან იოლ გამარჯვებას ველოდები თი რამე ახალი არ მოიგონა ვაისმა. ესტონელებისგან განსხვავებით ეგენი ავტობუს არ დაგვიყენებენ და ჩვენ შემტევებს მეტი სივრცები ექნებათ. თუ ვაისი ჭკვიანია კვარაცხელია მარცხნივ ზურიკო მარჯვნივ უნდა დაყენოს, ჩაკვე ისევ ათიანზე და ნახავთ მაკედონის დაცვის წიოკს
გოგა
21:36 06-09-2020
9
მაგ იმედზე იყავით და მაგრე გახვალთ ფონს! ფეხბურთს რომ თამაში და შესრულება უნდა, ამას სიცხეს და ვარამს ნუ მიაწერთ ხოლმე!
მწრთვნელი
13:17 06-09-2020
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული