ბელარუსებს ყაზახეთში გამარჯვებამ ფრთები შეასხა და ლაპარაკი საქართველოსთან მოგებაზე დაიწყეს

AutoSharing Option
ფოტო: abff.by

ბელარუსის საფეხბურთო ნაკრები გუნდის წარმომადგენლებმა გასვლაზე ყაზახეთის დამარცხების შემდეგ ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან კომენტარები გააკეთეს. 

"ემოციური ფონის მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, ძალიან დაგვეხმარება საქართველოსთან გასამართი მატჩის წინ დადებითი განწყობის შესაქმნელად. 

ხოლო, რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, ქართველებთან საკუთარი ძალისა და თავის უნდა ვირწმუნოთ. უნდა მივენდოთ ერთმანეთს, თანაგუნდელებს, საკუთარი ფეხბურთი ვითამაშოთ და დადებითი შედეგი აუცილებლად დადგება", - განაცხადა ბელარუსის ნაკრების კაპიტანმა ალეკსანდრ მარტინოვიჩმა. 

"საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გასამართ თამაშამდე 1 თვეა დარჩენილი. ვერ ვიტყვი, რომ დიდი დროა. სამწვრთნელო შტაბი ერთა
ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 2 მატჩს განიხილავს, ჩვენს შეცდომებზე მიგვითითებს და ამ პერიოდის მანძილზე მათ გამოსწორებას ვეცდებით. თამაშისთვის სერიოზულად მოვემზადებით", - თქვა ბელარუსთა ნახევარმცველმა ევგენი იაბლონსკიმ. 

"საქართველოსთან თამაშში მთავარი გულშემატკივრების მხარდაჭერაა. გჯეროდეთ ჩვენი გუნდის. ხალხი ამბობს, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, საერთოდ არ უნდა ვითამაშოთ, თუმცა, თუ გამარჯვებით დადებით ემოციებს არათუ მილიონობით, ათობით ადამიანს კი მოვუტანთ, მაშინ ვალდებულნი ვართ, ვითამაშოთ და ბოლომდე დავიხარჯოთ. ვისაც ჩვენი გჯერათ, ასე განაგრძეთ, თქვენი დამოკიდებულება ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ბელარუსთა მცველმა ნიკოლაი ზოლოტოვმა. 

altსაქართველოს ნაკრებთან შეხვედრამდე ბელარუსმა ყაზახეთს სძლია [VIDEO]

altpressball: იქნებ ქართველებმაც წარუმატებლად მოაწოდონ აუტი - ბელარუსული პრესა ნაკრებს აკრიტიკებს

მკითხველის კომენტარები / 2 /
თქვენი წაგება იქნება ბაწკას გასასვენებელი სასახლის ბოლო ლურსმანი..
6
ბაწკა კი არა წიწაკა, ბატკაა მაგი, რომც წააგოს ბელარუსმა ბატკა არსად არ წავა და რც მოუგრიხოთ, თქვენ კი რომც მოიგოთ ამით მისია დამთავრებული გექნებათ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული