საქართველოს ნაკრები კაცნაკლულ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების მატჩი ფრედ დასრულდა - 1:1.

პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით, თუმცა მშვიდად, კლასის ხარჯზე სძლია ესტონეთს, მაგრამ ჩრდილოეთი მაკედონია სულ სხვა დონის მოწინააღმდეგეა და მწვრთნელმა ვაისმა განაცხადა, რომ შეიძლებოდა ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი არ დაეყენებინა ძირითად შემადგენლობაში. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ მოედანზე სჭირდებოდა უფრო ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მეტ „შავ სამუშაოს“ შეასრულებდა, დაცვას მეტად დაეხმარებოდა და თავისუფალი ზონების პრობლემა ნაკლებად შეიქმნებოდა, რადგან ჩრდილოეთ მაკედონიას უყვ
არს სწრაფად თამაში, რის შესაძლებლობასაც, სავარაუდოდ, „ჯვაროსნები“ არ მისცემდნენ. მათმა თავკაცმა ანგელოვსკიმ უთუოდ უყურა ჩვენი გუნდის უკანასკნელ თამაშს და საინტერესო იყო, რას მოიფიქრებდა შეტევის ხაზში ჩვენი ლიდერის, კვარაცხელიას გასანეიტრალებლად. მოკლედ, ეს ორი დაახლოებით თანაბარი კლასის მეტოქის მწვრთნელთა დუელიც გახლდათ, სადაც ბევრი რამ იღბალზეც იყო დამოკიდებული და არაერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ შეხვედრას მაყურებელი არ ესწრებოდა, საქართველოს ნაკრებმა, ფაქტობრივად, დაკარგა საკუთარი მოედნის უპირატესობა.

ვაისმა, ესტონეთთან შეხვედრისგან განსხვავებით, სასტარტოში ჯიღაურის, ჩაკვეტაძისა და კაჭარავას ნაცვლად მალი, დავითაშვილი და ქვილითაია დააყენა. შესაძლოა, ეს ტალინურ მატჩამდე ჰქონდა კიდეც გადაწყვეტილი.

თამაშის წინ მოსული ნალექი დრენაჟმა ვერ გაატარა, მოედანზე ალაგ-ალაგ გუბეებიც დადგა და გაზონი დამძიმდა. საწყისი 10 წუთის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა სახიფათოდ შეუტია. საჯარიმოში კვარაცხელია ალიოსკიმ წააქცია და პენალტით ჩვენი გუნდი ოქრიაშვილმა დააწინაურა.

24-ე წუთზე დავითაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა გოლის გატანა არ დაანება.

34-ე წუთზე მალის შეცდომას სტუმართა იერიში და რისტოვსკის გოლი მოჰყვა. არადა, იქამდე მეტოქეს მომენტი არ ჰქონია. შეიძლება ითქვას, პირველი ტაიმი ლოგიკური შედეგით დასრულდა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების უხიფათო იერიშებით დაიწყო. კონტრშეტევაზე ხოჭოლავამ გვიხსნა, ხოლო მერე კანკავასთან უხეშობისათვის მსაჯმა მუსლიუ გააძევა და ჩრდილომაკედონიელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ.

ვაისის შეგირდებმა შეუტიეს და კანკავას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. შემდეგ შეცვლაზე შესული შენგელიას თავურიც ოდნავ არაზუსტი იყო. 85-ე წუთზე ვაისმა კვეკვესკირი კაჭარავათი შეცვალა. ბოლოს შენგელიას ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და - 1:1 სტუმართა სასარგებლოდ.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 1:1
გოლები: 1:0 ოქრიაშვილი (13, პენ), 1:1 რისტოვსკი (34)
გაძევება: მუსლიუ (64)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვერკველია, ხოჭოლავა, მალი (შენგელია 75), კანკავა, კვეკვესკირი (კაჭარავა 85), დავითაშვილი, ოქრიაშვილი, კვარაცხელია, ქვილითაია (ჩაკვეტაძე 62)

ჩრდ. მაკედონია: შიშკოვსკი, ალიოსკი, მუსლიუ, ველკიოსკი, რისტოვსკი, ადემი (ნიკოლოვი 59), სპიროვსკი, ელმასი, ბარდი, ტრაიკოვსკი, პანდევი (ბეიტულაი 78)

altჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელი: მინდა ნოემბერში თბილისში ჩამოვიდეთ და ფინალში საქართველოს ნაკრებს შევხვდეთ

altკვეკვესკირი: მე და კანკავა თბილისამდე 24 საათი მოვდიოდით - არ მესმის, ესტონეთთან 1:0 მოგების გამო ხალხი რატომ დარჩა უკმაყოფილო

altვაისი: გვილია მზადაა, შეიძლება ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი სასტარტოში არ დავაყენო - გავგიჟდი ბიჭების გარეშე

მკითხველის კომენტარები / 178 /
შეცვლაზე შესული კაჭარავა
ისე გაიქცა ბურთზე,
როგორც დაღლილი,მეზობლის ბავშვი
მაღაზიაში პურზე. :(
გოგა
09 სექტემბერი 2020 01:23
3
კაჭარავა რომ გამოეყვანა ქვილითაიას მაგივრად მოვიგებდით!!
ზვიადი
09 სექტემბერი 2020 10:12
1
ვაისი არის ჩვეულებრივი ფიზკულტურის მასწავლებელი...კანკავას მარტო დატოვება და ამომტანის გარეშე დატოვება იქნებოდა??? კაჭარავას ნაცვლად გვილია ხო შეეძლო გამოეყვანა...ეხლა ხვდებით რატო ლპება ქვილითაია სკამზე ბელგიაში??
ზალიკო
08 სექტემბერი 2020 22:59
8
იმედია, ჩემს ამ მოკლე კომენტარს ნაკრების ფეხბურთელებიც წაიკითხავენ... მესმის, ყველა რაღაცნაირად იმედგაცრუებულია, მაგრად მე მადლობას ვუხდი ბიჭებს. ვერ იქნება ყველა მატჩი ერთნაირად კარგი, ამას თავისი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზი აქვს. თუნდაც ატბორებული და ატალახებული საფარი, როგორც დღეს. წარმოიდგინოს ყველამ 90 წუთი თუნდაც მხოლოდ სირბილი ასეთ მინდორზე, ფეხბურთის თამაშს რომ თავი დავანებოთ. მე ეჭვი არ მეპარება ჩვენი ნაკრების თავდადებაში და მჯერა მომავალი დიდი წარმატებებისაც. მადლობა!
გიორგი
09 სექტემბერი 2020 01:25
0
საინტერესოა მომავალი ოპტიმიზმის საფუძველს რა გაძლევს, ან რისთვის მადლობა ბიჭებს... მე პირადად სამადლობელი ვერაფერი ვნახე ვერც დღეს და მით უმეტეს ვერც პირველ თამაშში...
კახა
09 სექტემბერი 2020 01:58
16
მწვრთნელი ნული, ფედერაცია ნული, მინდორი ტბა.
????
08 სექტემბერი 2020 23:22
19
ყველა კომენტარი წავიკითხე და უმრავლესობაში აღმოვაჩინე გაბრაზებული ხალხი!! აღშფოთებული მასა!!! ამათ სუყველას ვფიქრობ არცმეტი არც ნაკლები, საქართველოს ერთიანი (1) ედოთ! ანუ ტოტალიზატორში დადეს ბიჭებმა! ლაბავოი ერთიანი! და გაცოფებულები არიან რომ როგორ ვერ გაუტანეს მაკედონიას გოლი.../ :D. არადა ჩვენ ყველამ ვიცოდით რო ეს ჩვენი გუნდი გუშინ , გუშინწინ, შარშან და კიდე შარშანწინ და იმის წინისწინ კიდე რა შესაძლებლობების გუნდი იყო,, ყოველთვის სუსტი გუნდი ვიყავით , ნორმალური ფეხბუთთელებით გამოვირჩეოდით. მაგრამ ჩვენ დღეს არ ვიყავით ფავორიტები! პრობელმები რომ გვქონდა ხომ ვიცოდით ყველამ?უთამაშებელი, ტრამვიანები, ახლადგამოჯანმრთელებული ფეხბურთელები , პლიუს მაინდამაინც მწვრთნელიც ვერ არის დიდი ტაქტიკოსი და შეცვლებზე ჰობიააა აქ, თან წარღვნაა იყოო!! ბატონო რომან !!!! /// ასე რომ მგონია მაინც ბიჭები წარმატებას მიახწევენ, მე მგონია რო შეუძლით ისტორია დაწერონ,,, და თქვენ კიდე ჩემო ძვირფასებო , ტოტაში შეთხრას ჯობია პერაშკი ჭამო , ლიმონათი დაააყოლოო!!! და აღარ დაიწყებ დედის გინებას!!!
Vasili
09 სექტემბერი 2020 02:22
8
კი, ჰეხბურთის ჰობია აქვთ.
ლევან
09 სექტემბერი 2020 14:01
0
რაო, ვინ შეადარა დინამო არენა კამპ ნოუს და თუნდაც სანტიაგო ბერნაბეუს?
ზუსტად ის იყო, რასაც ველოდი. მაკედონიასთან კი არა, ლიხტენშტაინთან და ანდორასთანაც ძალიან გაგვიჭირდება გოლის გატანა, თუ ჩაიკეტებიან დაცვაში. იცით, რატომ? ნორმალური შემტევი არ გვყავს. აი ისეთი, ერთი შეხებით რომ გააკეთოს პასი, ან დაყენებულად რომ დაარტყას, ან მეკარის საჯარიმოს ხაზიდან დარტყმული, თუნდაც რთული პოზიციიდან, მეკარეს ააცილოს და კარს არა, ან საჯარიმოს გარედან დაარტყას ზუსტად, ან კიდევ, ყველაფერს რომ თავი დაანებოთ, კუთხური მოაწოდოს ნორმალური... ასეთი შემტევი რომ გვყოლოდა, ტოპ 5 ლიგიდან ერთ-ერთში მაინც ითამაშებდა. ამ ჩვენმა ნაქებმა კვარაცხელიამ პასი რომ არ იცის, ესეც ფაქტია და თვალი უნდა გავუსწოროთ. ეროვნული ჩემპიონატიდან რატომ არ ეძახიან ფეხბურთელებს ნაკრებში, ამის მაგალითიც ვნახეთ და იმისიც, რომ განაპირა მცველებმა თავიანთი უშუალო მოვალეობა შეასრულონ, სჯობს, ფინტაობა კი სხვებს ანდონ. მწვრთნელიც ზუსტად ის დონეა, რაც ნაკრები და ჩემი აზრით, ასე სჯობს ბევრი ფულის ყრას და გაცრუებულ იმედებს. დიდი პატივისცემის მიუხედავად, არც ქვილითაია და მით უმეტეს არც კაჭარავა, არ არიან ნაკრების დონე, ოღონდ ეს მათი კი არა, ქართული ფეხბურთის პრობლემაა, უკეთესი თავდამსხმელი რომ არ მოგვეძებნება. ეს ბიჭები თავიანთ მაქსიმუმს დებენ მოედანზე, იბრძვიან, დარბიან და დასაფასებელია! ჩვენი დონის ნაკრებს კი არა, დაცვაში ჩამჯდარ, თუნდაც კაცნაკლულ გუნდთან საფრანგეთს და გერმანიასაც უჭირს გატანა, ჩვენ კი მომენტები შევქმენით და ესეც კარგია. არც კი მქონია მოლოდინი, რომ გავიტანდით, ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო. რეალური პროგრესი თუ გვინდა, ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ, რომ კვარაცხელიამ არც პასი იცის და არც დარტყმა, რომ კარგი მეპასე არ გვყავს, ჩაკვეტაძე თავის აჩრდილსაც რომ არ გჰგავს, ოქრიაშვილიც, კვეკვესკირს რომ შორიდან რომ აღარ ურტყამს და დღეის მდგომარეობით ნაკრებში ყველაზე მაღალი კლასი 34 წლის კანკავას რომ აქვს...
Lasha
08 სექტემბერი 2020 23:50
4
ვერ გავიგე რატომ დასვა კაჭარავა და გამოიყვანა უთამაშებელი ქვილითაია კიდე დარჩა ვინმეს კითხვა რატომ არ ათამაშებენ ჩვენებს გენტში
ზაზა
08 სექტემბერი 2020 22:32
1
კაჭარავამ ორ თამაშში ერთადერთი ტექნიკურად გამართული შეხება გააკეთა ბურთზე,მაშინ როცა ესტონეთს,გოლი გაუტანა.დანარჩენი ყველა შეხება თუ ორთაბრძოლა,ტექნიკური და პოზიციური წუნი იყო.ასევევ ქვილითაიამაც,დღეს,მხოლოდ ერთი ორთაბრძოლა მოიგო და სულ ჯარიმის გამოტყუებაზე წვალობდა.ასეთ ფორმაში მყოფი ცენტრფორვარდის დაყენებას,არ დაყენება სჯობდა.
სოსო
09 სექტემბერი 2020 00:22
1
ვინც ამათ ფეხბურთელობა შთააგონა აი იმის ...
კვარა
08 სექტემბერი 2020 22:06
38
აშკარა რომ ამ ბიჭებით უკეთესად თამაში შეიძლება კარგი მწვრთნელის ხელში!!!
lasha
09 სექტემბერი 2020 02:54
4
დაარტყით ბიჭო დაარტყით...კარში არ დავეძებ ისე დაარტყით..
ვაისი
09 სექტემბერი 2020 01:28
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული