საქართველოს ნაკრები კაცნაკლულ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების მატჩი ფრედ დასრულდა - 1:1.

პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით, თუმცა მშვიდად, კლასის ხარჯზე სძლია ესტონეთს, მაგრამ ჩრდილოეთი მაკედონია სულ სხვა დონის მოწინააღმდეგეა და მწვრთნელმა ვაისმა განაცხადა, რომ შეიძლებოდა ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი არ დაეყენებინა ძირითად შემადგენლობაში. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ მოედანზე სჭირდებოდა უფრო ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მეტ „შავ სამუშაოს“ შეასრულებდა, დაცვას მეტად დაეხმარებოდა და თავისუფალი ზონების პრობლემა ნაკლებად შეიქმნებოდა, რადგან ჩრდილოეთ მაკედონიას უყვ
არს სწრაფად თამაში, რის შესაძლებლობასაც, სავარაუდოდ, „ჯვაროსნები“ არ მისცემდნენ. მათმა თავკაცმა ანგელოვსკიმ უთუოდ უყურა ჩვენი გუნდის უკანასკნელ თამაშს და საინტერესო იყო, რას მოიფიქრებდა შეტევის ხაზში ჩვენი ლიდერის, კვარაცხელიას გასანეიტრალებლად. მოკლედ, ეს ორი დაახლოებით თანაბარი კლასის მეტოქის მწვრთნელთა დუელიც გახლდათ, სადაც ბევრი რამ იღბალზეც იყო დამოკიდებული და არაერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ შეხვედრას მაყურებელი არ ესწრებოდა, საქართველოს ნაკრებმა, ფაქტობრივად, დაკარგა საკუთარი მოედნის უპირატესობა.

ვაისმა, ესტონეთთან შეხვედრისგან განსხვავებით, სასტარტოში ჯიღაურის, ჩაკვეტაძისა და კაჭარავას ნაცვლად მალი, დავითაშვილი და ქვილითაია დააყენა. შესაძლოა, ეს ტალინურ მატჩამდე ჰქონდა კიდეც გადაწყვეტილი.

თამაშის წინ მოსული ნალექი დრენაჟმა ვერ გაატარა, მოედანზე ალაგ-ალაგ გუბეებიც დადგა და გაზონი დამძიმდა. საწყისი 10 წუთის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა სახიფათოდ შეუტია. საჯარიმოში კვარაცხელია ალიოსკიმ წააქცია და პენალტით ჩვენი გუნდი ოქრიაშვილმა დააწინაურა.

24-ე წუთზე დავითაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა გოლის გატანა არ დაანება.

34-ე წუთზე მალის შეცდომას სტუმართა იერიში და რისტოვსკის გოლი მოჰყვა. არადა, იქამდე მეტოქეს მომენტი არ ჰქონია. შეიძლება ითქვას, პირველი ტაიმი ლოგიკური შედეგით დასრულდა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების უხიფათო იერიშებით დაიწყო. კონტრშეტევაზე ხოჭოლავამ გვიხსნა, ხოლო მერე კანკავასთან უხეშობისათვის მსაჯმა მუსლიუ გააძევა და ჩრდილომაკედონიელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ.

ვაისის შეგირდებმა შეუტიეს და კანკავას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. შემდეგ შეცვლაზე შესული შენგელიას თავურიც ოდნავ არაზუსტი იყო. 85-ე წუთზე ვაისმა კვეკვესკირი კაჭარავათი შეცვალა. ბოლოს შენგელიას ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და - 1:1 სტუმართა სასარგებლოდ.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 1:1
გოლები: 1:0 ოქრიაშვილი (13, პენ), 1:1 რისტოვსკი (34)
გაძევება: მუსლიუ (64)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვერკველია, ხოჭოლავა, მალი (შენგელია 75), კანკავა, კვეკვესკირი (კაჭარავა 85), დავითაშვილი, ოქრიაშვილი, კვარაცხელია, ქვილითაია (ჩაკვეტაძე 62)

ჩრდ. მაკედონია: შიშკოვსკი, ალიოსკი, მუსლიუ, ველკიოსკი, რისტოვსკი, ადემი (ნიკოლოვი 59), სპიროვსკი, ელმასი, ბარდი, ტრაიკოვსკი, პანდევი (ბეიტულაი 78)

altჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელი: მინდა ნოემბერში თბილისში ჩამოვიდეთ და ფინალში საქართველოს ნაკრებს შევხვდეთ

altკვეკვესკირი: მე და კანკავა თბილისამდე 24 საათი მოვდიოდით - არ მესმის, ესტონეთთან 1:0 მოგების გამო ხალხი რატომ დარჩა უკმაყოფილო

altვაისი: გვილია მზადაა, შეიძლება ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი სასტარტოში არ დავაყენო - გავგიჟდი ბიჭების გარეშე

მკითხველის კომენტარები / 178 /
ისე პირველი ტაიმის მეორე ნახევარის შემხედვარე ეს თამაში რომ არ წავაგეთ კარგია, მაგრამ მოგების შანსიც გავანიავეთ, კაცნაკლულმა მეტოქებ აღარ გარისკა, კიდევ დავაფიქსირებ, კაჭარავას ადგილი ნაკრებში არ არის, კიდევ რამდენიმე ერთ ადგილს ტკეპნის გაზრდაზე ლაპარაკი ზედმეტია, კვარაცხელიას ძალიან ჭირდება ინდივიდუალურად ვარჯიშიც და მწვრთნელი და დიდი ძალა იქნება ნაკრებისთვის. საწყენია ჩაკვეტაძე უფორმობა, 8 მდე დროა და იქნებ მოუმატოს, სხვები ? ფაფხურობენ, კანკავა კი მებრძოლია, ბევრ შავ სამუშაოს ასრულებს და ნაკრებისთვის შეუცვლელია, აი სხვა უნარებიც მასსე განვითარებული რომ ქონდეს ტოპ ჩემპიონატშიც ითამაშებდა.
გუსანი
08 სექტემბერი 2020 23:34
7
ფრე იყო ლოგიკური შედეგი მთავარია ორი თამაში იქ კანკავას კიტეიშვილს ყაზაიშვილს ოქრიაშვილს და კვარაცხელიას ათამაშებს თავდასხმაში ქვილითაიას.გამოსაცდელი ვინც იყო ყველა ათამაშა.მაკედონია კიდე არაფელი გუნდი არაა.
zaza
08 სექტემბერი 2020 22:58
7
ჩვენზე უკეტესი გუნდია .კლასი გვაკლია კაი მოვუგეტ ბელარუსს მერე კოსოვოს და გავედიტ ევროპაზე ატ კაციან მაკედონიას რომ ვერ მოუგებ არაფერი არ გვესაკმება იკ.
Kote
08 სექტემბერი 2020 22:40
8
ძალიან მინდა ვცდებოდე, მაგრამ გასვლაზე ნამდვილად დიდი უპირატესობა ექნებათ მაკედონიელებს. საშინლად მოვიკოჭლებთ ფიზიკურად , ბევრი მომენტი არც ჩვენ გვქონია - რომ არა პენალტი, ნაკლებად სავარაუდოა გოლი გაგვეტანა. გოლის შემდეგ სტუმრებმა გარკვეული პერიოდი ბურთი დაიჭირეს და თამაშიც დააწყნარეს. ფრე მათთვის მისაღები იყო, ჩვენ კი საკმაო ხანს ვიყავით მეტნი და მიუხედავად ბევრი შემტევისა, გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ
????
08 სექტემბერი 2020 22:33
0
არ ცდები, თუმცა არც მაკედონია ბრწყინავს ფიზიკით, მთელი თამაში (გაგდებამდე და მერეც) დრო გაყავდათ და ძირს ხოხიალობდნენ. ასე რომ არამგონია იქ გავნადგურდეთ. მეორე ტაიმი სომხეთთან ჩააგდეს. მაკედონიის ბლოგზეც რომ ნახოთ კომენტარები, იგივე აზრი აქვთ, უხარიათ თბილისში აღებული ქულა და თავიანთი ფეხბურთელების სუსტ ფიზიკურ ფორმაზე საუბრობენ.
fani
09 სექტემბერი 2020 17:28
0
ეჰჰ, კოსოვო ამზე უარესია. იმედია ისევ ესენი გავლენ ფინალში. რაღაცა დაულაგებელი გუნდი ვართ.
ფორტუნა ჩვენსკენ არ იყო, ლორია შენ მაინც რა დაგემართა
08 სექტემბერი 2020 22:31
0
ეს გუნდური თამაშია ჯიმა!
gela
08 სექტემბერი 2020 22:16
2
საბოლოო ჯამში ვაისი საკმაოდ ნორმალური მწვრთვნელია,რადგან ქეცბაიასგან განსხვავებით ლაღ ქართულ ფეხბურთს ათამაშებს.გუშინ მეორე დრიბლინგისტი ზურიკოც დააყენა მაგრამ ამინდმა ხელი შეგვიშალა.ხვიჩასაც მაგრად უშლიდა ხელს.მალი არ უნდა დამეყენებინაო თვითონაც ამბობს მაგრამ მე მგონი მცველები საერთოდ აღარცა ყავდა.მოგებაც შეგვეძლო კანკავას რომ ევაჟკაცა ან შენგელიას რომ გამართლებოდა.ბურთებს ვაისი ხომ არ გაიტანს.
ცუდი არ იყო
09 სექტემბერი 2020 11:35
3
მე მგონ დაცვის მარცხენა ფრთაზე უნა დააყენოს გრიგალავა, მართალია შეტევას ვერაფრით შეეწევა, მარა დაცვას მარცხნიდან ჩაკეთავს საიმედოთ. გუშინ გრიგალავა რომ მდგარიყო მალის ადგილას წყნარ 1-0-ს მივაღწევდით. თუმცა სამომავლოდ მალის კიდევ უნდა მიეცეს შანსი არაა ჩამოსაწერი.
hhh
09 სექტემბერი 2020 10:59
0
ადრეც გავაკეთე კომენტარი ცენტრალურ თავდამსხმელზე და ახლაც იგივე აზრზე ვარ. ვერ ვხვდები ტაქტიკურ მონახაზში ქვილითაიას ან კაჭარავას რა როლი აკისრიათ. ბურთზე ეგენი ვერ იბრძვიან, თამაშს ვერ ამწვავებენ, დაცვას არ ეხმარებიან (ამაში არც სხვები ბრწყინავენ). ჩემი აზრით ჯობს კარგი თავდამსხმელის გამოჩენამდე შემტევი ნახევარმცველებით გავიდეთ ფონს, ასე მეტი შანსი გვექნება.
შეტევა
09 სექტემბერი 2020 10:46
1
წავიკითხე კომენტარები და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ აქ კომენტარებს ან პატარა ბავშვები წერენ ანდა ფედერაციადან წერენ კომენტარებს!!!))) თურმე რა მაგრი მწვრთნელი გვყავს ტაში ტუში ტაშებიო))) მადლობ ბიჭებს მადლობ ტრენერს რომ მსოფლიოს ვაოცებთო))) აქ ვიღაცეები წერენ რომელი მწვრთნელი ჯობდა ვაისსო ეტყობა ახალგაზრდები ხართ და შეგახსენებთ რომ ძოძუაშვილის დროს მსოფლიოს მაშინდელ ბრინჯაოს მფლობელ ბულგარეთთის ნაკრებთან ქეციბაიას რომ სოფიაში ერთი-ერთზე გასულს გოლი გაეტანა ევროპაზე ვიყავით მოხვედრილები და ყველა გუნდთან შანსი გვქონდა ხოლმე!!! ტოპ მიულერის დროს კი იტალიას გერმანიას ინგლის და სხვა გრანდებს თანაბარ დონეზე ვეთამაშებოდით!!! ერთი კია ახალგაზრდა თაობა კარგი მოდის და თუ კარგ მწვრთნელს მოუძებნიან შედეგიც გვექნება რაც შეუძლება მალე უნდა მოხდეს ძველითაობის ახლით ჩანაცვლება. ქვილითაია აბურჯანია და მისნაირები კი საერთოდ უნდა ჩამოაშორო ნაკრებს.
mero
09 სექტემბერი 2020 10:38
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული