ვაკო ყაზაიშვილმა "სან ხოსეს" ქულა მოუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 17 სექტემბერს, MLS-ის მე-10 ტურში ქართველების "სან ხოსე ერსქვეიქსმა" საკუთარ მოედანზე "პორტლენდ თიმბერსი" მიიღო და ვაკო ყაზაიშვილის წყალობით წაგებას გადაურჩა.

ვაკო კალიფორნიელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და გოლის გატანა 76-ე წუთზე შეძლო. არადა, თავიდან მსაჯებმა მომენტი გაატარეს, თუმცა საქმეში VAR-ი ჩაერთო და სამართლიანობაც აღდგა. აღნიშნული გოლი ვაკოსთვის სეზონში მე-4 გამოდგა. აღსანიშნავია, რომ ქართველ შემტევს თავის გამოჩენა პირველ ტაიმშიც შეეძლო, მისი ლამაზი დარტყმული ძელს მოხვდა.

ყაზაიშვილმა შეხვედრა სრულად ჩაატარა, ხოლო რაც შეეხება კაშიას, გურამი განაცხადშიც არ ყოფილა - ამისი მიზეზი კი
ტრავმაა.

იმედია, საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი "სან ხოსეს" შემდეგ მატჩში დაუბრუნდება, რომელსაც "ერსქვეიქსი" 20 სექტემბერს კვლავ "პორტლენდთან" გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვაკო ძალიან კლასნია, ბევრი კი აკრიტიკებთ უარგუმენტოთ, მაგრამ ნაკრებში უკონკურენტოა.
semi
17 სექტემბერი 2020 14:09
0
ჩემს კომენტარში რამე ისეთი აღმოაჩინეთ მე რო არ ვიცი რო არ გამოაქვეყნეთ?
გიორგი
17 სექტემბერი 2020 12:43
0
ნამდვილად, საკალანდედ არის გაპუტკუნებული
ოზუზი
17 სექტემბერი 2020 10:58
8
ჯერ კიდევ დრო აქვს, რომ კარგად აკრიფოს და შაიმსოს
ოზუზი
17 სექტემბერი 2020 14:00
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული