ქართველმა ფორვარდმა უკრაინის პრემიერლიგაში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკრაინის პრემიერლიგის კლუბ "ინჰულეცის" ქართველმა ფორვარდმა ნიკა სიჭინავამ მიმდინარე სეზონში გოლების ანგარიში გახსნა და ეს ულამაზესი დარტყმით გააკეთა.

სიჭინავას გუნდი საკუთარ მოედანზე "დესნას" ხვდებოდა და მეორე ტაიმში ქართველმა ფორვარდმა საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში. არანაკლებ ლამაზის გოლის შეგდება პირველ ნახევარშიც შეეძლო, თუმცა მისი მაკრატელა მცირედით აცდა "დესნას" კარს.

ნიკა სიჭინავა 26 წლის გახლავთ და უკრაინის პირველი ლიგის გასულ სეზონში ბომბარდირობამდე 1 გოლი დააკლდა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ნაკრებში დაკვირვება შეიძლება.
ziko
25 სექტემბერი 2020 12:05
0
ასევე ლაკვეხელიანს რას ერჩის, მითუმეტეს მისი კრაიც სუსტია
ვას0
20 სექტემბერი 2020 22:23
0
საინტერესოა რაზე ფიქრობენ ფედერაციაში.. კვიპროსის ჩემპიონატის ფეხბურთელები სტაბილურად უზით ძირითადში და უკრაინის უმაღლესი ლიგიდან არ იწვევენ ფეხბურთელებს. ვაისმა ალბათ არც კი იცის მის შესახებ
giorgi
20 სექტემბერი 2020 19:47
0
ამ ბიჭმა წინა სეზონში, უკრაინის პირველ ლიგაში 17 გოლი გაიტანა და 1 გოლი დააკლდა ბომბარდირობამდე. არაა პატარა საქმე.
ამ ვიდეოშიც ჩანს, რომ საინტერესო ფეხბურთელია. მითუმეტეს, ნაკრებს თავდასხმაში ძალიან უჭირს. სიჭინავა და მიქაუტაძე კარგი გაძლიერება იქნებოდა.
Burton
20 სექტემბერი 2020 16:45
2
აბსოლიტურად გეთანხმები.
KA
20 სექტემბერი 2020 22:44
0
თუ გოლი გააქვს, ნაკრებში ვუხმოთ.
ერთი გოლი და ბურთს ორჯერ ფეხი არ ააცილა..
ფეხს ისე იქნევს, როგორც ბებერი. აი შედეგი!
აუტს აწვდისო, თურმე ორი ხელის შეხებით.
ვუხმოთ ნაკრებში, როგორც ეტყობა სირბილიც იცის, თანაც ცხენივით.
თოხარიკით და სკუპი-სკუპით დახტის ყეჩივით.
ნაკრები! ნაკრები! ნაკრები არააა......გეყოთ რა მართლა პრაფესორობა, დაწყნარდით სიმონ!
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
20 სექტემბერი 2020 15:36
16
ნეტაი არ ურიკინებდე
ბექა
20 სექტემბერი 2020 18:30
1
არვიცი ამ ბიჭის თამაშები არმაქვს ნანახი მაგრამ იქნებ კარგია და მიეცეს შანსი ნაკრებში.
მითუმეტეს თავდასხმაში გვიჭირს ძალიან .
ერთი კარგი დამრტყმელი და სწრაფი ფორვარდი გვინდა ამ მაღალი და წელში მოხრილი ფორვარედებით ბევრი არაფერი გამოვა
ჩაკვე კვარა
20 სექტემბერი 2020 14:25
0
ბარემ ანგარიში დაგეწერათ!!
ლევანი
20 სექტემბერი 2020 13:28
0

სიახლეები პოპულარული