სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

AutoSharing Option
უეფამ საქართველოს ნაკრების ბელარუსთან ერთა ლიგის D დივიზონის ნახევარფინალური შეხვედრისთვის დამატებითი ზომები მიიღო. მატჩი, რომელიც 8 ოქტომბერს თბილისში გაიმართება, შესაძლოა, იმ შემთხვევაში გადაიდოს, თუკი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამო ერთ-ერთი გუნდი განაცხადში 13 ფეხბურთელს ვერ შეიყვანს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ მატჩში გუნდებს 5 ცვლილების გაკეთების უფლება ექნებათ. უეფას გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის ეგიდით ჩასატარებელ მატჩებში გუნდებს ერთ შეხვედრაში ამ რაოდენობის ცვლილების გაკეთება ექნებათ. წესი ასევე ერთა ლიგის სხვა მატჩებში, ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგისა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში გასამართ შეხვედრებში ამოქმედდება. ეს გადაწყვეტილება
უეფამ კორონავირუსის პაუზის შედეგად ფეხბურთელების დატვირთული გრაფიკის გამო მიიღო, რითიც ცდილობს ტრავმების მიღების რისკები შემცირდეს.


5 ცვლილების წესი ეროვნული ჩემპიონატების მხოლოდ ნაწილში მოქმედებს. მაგალითად, ინგლისის პრემიერ ლიგაში 5 ცვლილების წესზე კატეგორიული უარი განაცხადეს. მხოლოდ 3 ცვლილების უფლება აქვთ, საქართველოს ეროვნული ლიგის მონაწილე კლუბებსაც.

საქართველოს ნაკრებს ბელარუსთან D დივიზონის ნახევარფინალური ეტაპის მატჩი ჯერ კიდევ მარტში უნდა ეთამაშა, მაგრამ პანდემიის გამო შეხვედრის ჩატარების თარიღი შეიცვალა. 8 ოქტომბრის მატჩში გამარჯვების შემთხვევაში, საქართველო ევრო 2020-ს საგზურისთვის ერთა ლიგის ფინალურ მატჩში კოსოვოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ ნააკრებებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 28 /
ყველაფერს აკეთებენ შინ და გარეთ რომ წავაგოთ.
ddgfdf
26 სექტემბერი 2020 16:24
8
კი მარა მაყურებლის დასწრებას, რო ითხოვთ თავად ჩვენი ფედერაცია არ რთავს მაყურებელს ნებას დაესწროს ეროვნულ ჩემპიონატს და უეფას რაღას სთხოვთ?
fff
26 სექტემბერი 2020 15:56
8
ევრიკა, ავრიკა, ოვრიკა - იდეა მაქვს მიმქარავს არქიმედე!

სასწრაფოდ გავამხოლოოდ ტრიბუნებზე ადგილები, გავტიხროთ სკამები სამიმი ართულებიდან (გვერდებიდან და ზურგიდან). საჭვრიტინო დავუტოვოთ მოედნის მხარეს (ლაივში საყურებლად, ექოთი და ცოცხლად საგინებლად). იზოლირება (დისტანცირება) გარანტირებულია, უეფას არაფერი ეთქმის და ჩვენს ეპიდემიოლოგებსაც (იმ "მუშკეტერებს" მათ შორის).

მართალია ცოტათი შემცირდება რეალური ადგილები, მაგრამ სულ არარაობას არ სჯობს? ხომ იგუგუნებენ ტრიბნები!!!

არ მომპაროთ იდეა, ხვალ დილით გავრბივარ საქპატენტში და ვარეგისტრირებ ჩემს იდესა - ნოუ-ჰაუს!

ხალხო! ჰე ახლა, რას გაჩუნებულხართ? დამიჭირეთ მხარი! ჯერ კიდევ დროა, მოესწრება!

ფედერაცია, ალოოოო, გესმის

ოზუზი
26 სექტემბერი 2020 22:09
5
შენ მაგის მშენებლობის რა გითხრა და ბიძინა აშენებს ფსიქიატრიულს და იმ მშენებლობაზე ნაღდად დაგასაქმებენ ;-)
:-)
27 სექტემბერი 2020 00:05
0
6 ბილეთი მაქ ნაყიდი, უკან არ დამიბრუნებია ამ დრომდე გევედრებით ყველაფერი გააკეთეთ რომ მაყურებელის ნაწილი მაინც დაესწროს, თუ ოჯახის წევრებს ვერ წამოვიყვან იქნებ მე მაინც დავესწრო თამაშს თუ დისტანციის გამო ყველა ადგილი არ იქნება დასაშვები.
Semi
26 სექტემბერი 2020 21:17
0
დავით თარგამაძე დააბრუნეთ ნაკრებში. მისსავით პროფესიონალი ვინ გყამთ მანდ. სირცხვილი ვაისს!!
Lia panchulidze
26 სექტემბერი 2020 19:40
20
დავით თარგამაძე და გოგიტა გოგუა გაფართოებულ სიაში ყავს შეყვანილი, არ ინერვიულო :)))
ქომაგი
26 სექტემბერი 2020 20:42
2
სიის ნამეტანი გაფართოება მოუწევს ვაისს,თარგამაძე რომ მოხვდეს მაგ სიაში :-) მაგის შემდეგ ერთსაც თუ ჩაამატებს მე მიწევს უკვე :-)
ქომაგს
27 სექტემბერი 2020 00:09
0
ე.ი ნახევარი გუნდის შეცვლა შეიძლება. რაღა დარჩა? 10 დაეშვათ და ეგ აჯობებდა. არა, ბოდიში - 11, მეკარეც ხომ იგივე უფლებებით სარგებლობს, რაც სხვები.

თუ არ ვცდები მწვრთელების შეცლაზეც ფიქრობენ უეფაში, ორი "შტაბის" დაშვებაზე, მეორე ტაიმის მეორე დღეს გადატანაზე, მოედანზე ერთდროულად ორი ბურთით თამაშზე და ა. შ.

ან კიდევ მსაჯებმა რა დააშავეს? იყოს ორი, არა უკეთესია ან სამი და მეტი "ბრიგადა", მატჩის რამდენიმე (რანაკლებ 5) კომისარ/დელეგატი და ა.შ.

მე თუ მკითხავენ დავუშვებდი მეორე (დამოუკიდებელ) მატჩს (პარალელურს), ორ გამარჯვებულს (გამსვლელს), საერთოდ მეორე უეფას და ა.შ.

იდალგო
26 სექტემბერი 2020 12:44
8
ფარერებთან სამარცხვინო წაგების მერე ნაკრების იმედი არ მაქვს. კაი ახალგაზრდები არიან, მაგრამ ეს ვოლოდიმერი რას მოიფიქრებს გაფიქრებაც კი მაშინებს
ვანჩოპე
27 სექტემბერი 2020 00:44
8
მე და ეკო დეისაძეს გვიყვარხართ და გკოცნით. გაუმარჯოს გურამ კაშიას და მისნაირ ქართველ ვაჟკაცებს.
Giorgi kakaladze
26 სექტემბერი 2020 19:31
11
კიმაგრამ, დასწრებაზე არაფერს არ ამბობენ?
Biankonneri
27 სექტემბერი 2020 15:12
0
მაყურებლებს დაუშვებენ ?
ბესო
26 სექტემბერი 2020 12:20
1
მაყურებლის შესახებ ჯერ-ჯერობით ოფიციალური ინფო არ გახმაურებულა.
დიახ ის
26 სექტემბერი 2020 14:46
0
სკაფანდრებს თუ ჩაიცვამენ კი დაუშვებენ!
მწრთვნელი
26 სექტემბერი 2020 20:31
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული