ვაისმა ბელარუსთან, სომხეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის 29 ფეხბურთელი გამოიძახა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალისა და ერთა ლიგის ორი შეხვედრისთვის მზადებას იწყებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი ოქტომბერში დაგეგმილი სამი მატჩისთვის 5 ოქტომბრიდან თბილისში შეიკრიბება. 8 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდება. შეხვედრა "დინამო არენაზე" შედგება.

11 ოქტომბერს, ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა სომხეთსა და საქართველოს შორის ერევანში გაიმართება. 14 ოქტომბერს, ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის სკოპიეში ჩატარდება. უახლოესი სამი თამაშისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 29 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ნაკრების
შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარმცველები:
ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი)

მატჩების განრიგი:

8 ოქტომბერი - 20:00
საქართველო-ბელარუსი

11 ოქტომბერი - 20:00
სომხეთი-საქართველო

14 ოქტომბერი - 22:45
ჩრდილოეთი მაკედონია-საქართველო

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 58 /
ბოკერია და ვაშაძე აღმაშენებელი უნდა გამოეძახა მარა რა იცის ვაისმა ფეხბურთი დდ ვინც გამოიძახა ისინიც ყველა ისედაც ვერმოხვდება განაცხადში .კაცს თავის გაჭირვებაც ეყოფა.შეეშვით ეგებ მოვიგოთ ეს ორი თამაში.ნუ შეჭამეთ.
zaza
29 სექტემბერი 2020 01:22
8
ყველა პოსტერზე კაშია... ნეტავი საქმე რაშია?)))
ბნელი გრუზინი
29 სექტემბერი 2020 00:57
6
კომენტარები წავიკითხე სადაც დებილიც კი უწოდეს ამ ბიჭების გამოძახებისთვის ვაისს. მეტი ვინ უნდა გამოეძახა პროსტა ვერ წარმომიდგენია? რაც შეეხება ეროვნულ ჩემპიონატიდან გამოძახებულებს ვერცერთი ვერ ითამაშებს ჯიღაურის გარდა. ბელარუსთან საუკუნის მტჩი გვაქვს და არ მგონია რომელიმე ისეთი ფეხბურთელი ათამაშოს რომელსაც მეტნაკლებად არ იცნობს. კარგია მომეწონა არჩევანი. მთავარის ბელარუსთან ვის ათამაშებს. ღმერთი ჩვენსკენ.
roma bejanidze
29 სექტემბერი 2020 00:39
1
100% გეთანხმები,თუმცა აქ ბევრი ფეხბურთის უცოდინარიც წეერს
საქმე100
29 სექტემბერი 2020 09:48
0
100% გეთანხმები,თუმცა აქ ბევრი ფეხბურთის უცოდინარიც წეერს
საქმე100
29 სექტემბერი 2020 09:47
0
ყველა გამოხმაურება
ხო გამოძახებით ვინც ნორმალურია ყველა კი არის გამოძახებული მაგრამ რათგინდა სასტავს დააყენებს ისეთს რო რავი... ქვილითაია ჯერ როცა ფორმაშია მაშინ არ უქნია ღმერთს.. და 1წლის უთამაშებელს რო მაკედონიასთან დააყენებ ერთ ერთ მნიშვნელოვან თამაში... ბიძია შენ ან მოსყიდული ხარ ან ერთი ადგილი ხარ!!! საბა ლობჟანიძე უნდა იყოს ცენტრ ფორვარდი სწრაფიც არის ტექნიკურიც და კარში დარტყმაც იცის. კანკავა გვილია კიტეიშვილი..შემტევები ჩაკვე კვარა წინ საბა ლობჟანიძე!!!
ვაისსსს
28 სექტემბერი 2020 21:55
8
საქართველოში, თუ 29 ფეხბურთელი მოიძებნება, მაშინ ავშენებულვართ და ეგ არის ..
თუ, რაც ბევრნი ვიქნებით, უფრო კარგიას პრინციპია, მაშინ ოოოო......
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
28 სექტემბერი 2020 21:52
14
მაგრად ტეხავს შენი ყველა კომენტარი,ამხელა კაცი ხარ და არ გრცხვენია?თავმოყვარეობა არ გაქვს?
:-(
29 სექტემბერი 2020 15:24
0
ნამუსიც კარგი საქონელიაო ავლაბრის მგელო :) რაც შენ მიქარე კომენტარებში, კიდევ როგორღა წერ
29 სექტემბერი 2020 09:55
0
შენგელია გთუ არ დააყენა ძირითადში მართლა გასაგდები იქნება
იაგო
28 სექტემბერი 2020 21:19
21
თვითონ გაძახის უთამაშებელი ფეხბურთელი ნაკრებში ვერ მოხვდებაო!? ჩამოვთვალოთ რამდენი პრაქტიკის არ მქონე გამოიძახა? მაგის მთავარი პრობლემა ეროვნულ ჩემპიონატს არ ესწრება ან კიდე თამაშამდე თვითონაც მაშინ ჩამოდის როცა ფეხბურთელები შეიკრიბება შეკაიკაცო ასეთი მნიშვნელოვანი თამაში გაქვს წინ ჩამოდი რამდენიმე დღით ადრე აუცილებლად მცველი უნდა იყოს იქნებ ნახევარმცველმა შეძლოს განაპირა მცველის პოზიციაზე კარგად მორგებას შეკრიბე ხალხი გასინჯე რაღაცა ქენი უხ თქვენი ვინც ამას კონტრაქტი გაუგრძელა
კახა
28 სექტემბერი 2020 21:18
16
შიდა ჩემპიონატის გუნდების შედეგები ევროპა ლიგის შესარჩევზე უკვე დაგავიწყდათ? გუნდიდან უნდა გამოიძახოს ფეხბურთელები?
ქომაგი
28 სექტემბერი 2020 22:25
2
რო დაესწროს ეროვნულ ჩემპიონატს რა აზრი რომელი აკმაყოფილებს ეროვნულ ნაკრებს
ქუთაისელი
28 სექტემბერი 2020 22:13
2
ნინუა უნდა გამოეძახა მაგრამ ნაკრების თამაშამდე ნინუას 2 თამაში უწევს კრასნოდართან და შიდა ჩემპში,მაინც მოუწევს გამოძახება
ბაჩი
28 სექტემბერი 2020 21:15
1
სულ წავაგოთ ყველაფერი, გარდა სომხებისა, რუსი,რუსი რო იძახით, თვალი გაახილეთ! ვინაა ყველაზე დიდი მტერი!
jano
28 სექტემბერი 2020 21:11
30
ოღონდ რაც მოსაგები გვაქვს ის მოვიგოთ და თუნდაც სომხეთთან ორივე წავაგოთ არაა პრობლემა, ნუ იმ 7-0-ს მაინც ვერ ჩამოირეცხავენ.Dდ
jjj
29 სექტემბერი 2020 15:48
0
საიტის ადმინისტრაციას მინდა მივმართო, ეს ჯიგარი რუსეთის საქმეს აკეთებს, რუსებს აპრავებს და სომხების მიმართ აგრესიას აღვივებს, მაშინ როცა ძალიან ბევრი სომეხი ცხოვრობს საქართველოში და ჯავახეთის პრობლემაც არსებობს. ან უვიცი იდიოტია ან კიდევ რუსეთის ინტერესების გამტარებელი. დასაბლოკია ასეთი კომენტარები.
ნიკა
28 სექტემბერი 2020 21:38
6
ისე შენგელია რომ გამოცადოს ცენტრფორვარდად მემგონი ცუდი არ იცნება, უფრო მოძრავია დარტყმაც კარგი აქვს თავითაც კარგად თამაშობს... რა ვიცი ეცადა მაინც
გულშემატკივარი
28 სექტემბერი 2020 21:09
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული