საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია - ბელარუსთან მატჩზე მაყურებელი არ იქნება

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ რამდენიმე წუთის წინ საქართველოსა და ბელარუსის მატჩზე მაყურებლის დასწრების საკითხზე განცხადება გაავრცელა.

"5 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა საქართველო-ბელარუსს შორის გასამართ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ მატჩზე გულშემატკივართა დასწრების საკითხზე იმსჯელეს. სხდომას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ესწრებოდა. მოგეხსენებათ, რომ უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ორგანიზაციის წევრი ქვეყნები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით უეფას ეგიდით გასამართ სანაკრებო და საკლუბო მატჩებზე გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობით დასწრების შესახებ.

თბილისის "დინამო არენის" ტევადობიდან გამომდინარე, სტადიონზე მაყურებლის საერთო რაოდენობის 30%-იც კი დაახლოებით 16 000 გულშემატკივარს შეადგენს.

როგორც საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, ათასობით გულშემატკივრის თავშეყრა ერთ სივრცეში განსაკუთრებულ ეპიდემიოლოგიურ რისკებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ეპიდემიოლოგების, ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 8 ოქტომბერს თბილისის "დინამო არენაზე" საქართველოსა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებთა მატჩი გაიმართება მაყურებლის გარეშე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ შეხვედრაში ბელარუსს დაუპირისპირდება. მატჩი 8 ოქტომბერს, 20:00 საათზე თბილისის "დინამო არენაზე" გაიმართება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის პრიორიტეტულია თითოეული გულშემატკივრის, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. ამიტომ, მოვუწოდებთ საქართველოს ეროვნული ნაკრების ქომაგებს, ამ ისტორიული შეხვედრისას სახლიდან უგულშემატკივრონ საყვარელ გუნდს.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ."
მკითხველის კომენტარები / 25 /
ერთი ვაი უშველებელი იყო ატეხილი: აღდგომა არ ჩაატაროთო, ხალხი მოვა და დავიღუპებითო. ეკლესია მიწასთან გაასწორეს. ეხლა იგივე ხალხი ითხოვს, ფეხბურთს რატომ ატარებთ უმაყურებლოდო.
ვინც გინდა ის აირჩიე, მაგრამ საკუთარ ნათქვამს მაინც ეცი პატივი.
კიდევ ერთი, ყველგან პოლიტიკას ნუ ტენით. 10000 კაცი რომ შეეშვა, პლიუს 1000 მოხალისე, ვისაც დაევალებოდა მათი განთავსება, თქვენ გულსაც მოიგებდა და ხმებსაც. მაგრამ, გინდ შესასვლელში, გიმდ მატჩის მიმდინარეობისას, გინდ დასასრულში ამ ხალხის მართვა არ გამოვიდოდა. დაავადების აფეთქებაც უცებ არ მოხდებოდა, დრო დასჭირდებოდა, ანუ არჩევნების მერე იქნებოდა. ჰოდა, არ გინდათ პოლიტიკა, მე მინდა ვიყო პირველ რიგში დაცული, და სპორტი შემდეგ.
martlaaa
10:53 06-10-2020
5
რა გელაპარაკოთ, როგორ ,,მოგეფეროთ,, კობიაშვილო, სულ არ გრცხვენია?
mamuka09ze
06:32 06-10-2020
5

სიახლეები პოპულარული