გულშემატკივრები 8 ოქტომბერს "დინამო არენასთან" შეკრებას აანონსებენ

AutoSharing Option
როგორც ცნობილია, ჯანდაცვის სამინისტრომ უფლება არ მისცა ქართველ გულშემატკივრებს საქართველო-ბელარუსის მატჩზე დასწრების. ამიტომ ქომაგებმა ალტერნატიული გზა გამონახეს და საკმაოდ საინტერესო "წვეულება" დაგეგმეს.

წვეულების მიზეზად კი წერენ, რომ: "იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობამ აგვიკრძალა 8 ოქტომბერს საქართველო-ბელარუსის მატჩზე დასწრება, გულშემატკივრები ვიკრიბებით "დინამოსთან" ჩვენი ნაკრების საგულშემატკივროდ!!!!
გეგმა ასეთია: "დინამოს"  შესასვლელთან დავხვდებით და მხურვალედ გავამხნევებთ სტადიონზე მოსულ ქართველ ფეხბურთელებს. მატჩის დაწყების შემდეგ გადავინაცვლებთ "მუშტაიდის ბაღში", სადაც მატჩის საყურებლად დაგხვდებათ "გირჩის" მიერ დამონტაჟებული დიდი ეკრანი, ლუდი და მისთანები."
მკითხველის კომენტარები / 39 /
შეკვეთაა ესეთი მსოფლიოს მმართველებისგან, რომ ხალხზე ვითომ ზრუნავ, ვითომ, ვითომ რა..............
სტალინი
18:13 07-10-2020
0
ისე მგონი ნაკრებისთვის უკეთესია უმაყურებლოდ თამაში. უმეტესობა ისეთ ჩემპიონატში და გუნდებში თამაშობს 100 კაცი, რომ ესწრება ხოლმე თამაშს და აქ გადაჭედილი სტადიონი მგონი ცოტა აშინებთ და ასე შეიძლება ნაკლები ფსიქოლოგიური ზეწოლა ქონდეთ. )))) ეს ნახევრად ხუმრობით და მგონი შეიძლებოდა ორგანიზება 16 ათასი კაცი ისე გაენაწილებინათ სტადიონზე, რომ არ მომხდარიყო ვირუსის გავრცელება და ბიჭები გაემხნევებინათ. მაინც ყველა ერთმანეთის სახლებში და პაბებში ვიქნებით შეკრებილნი საყურებლად და იქ უფრო დიდი რისკია.
0

სიახლეები პოპულარული