მიმართეთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უმნიშვნელოვანესი თამაშის წინ

AutoSharing Option
დაწერეთ თქვენი სათქმელი, თუ როგორ მიმართავდით ნაკრების ფეხბურთელებს. ჩვენ საუკეთესო კომენტარებს გამოვაქვეყნებთ და თამაშამდე ბიჭები წაიკითხავენ.

მკითხველის კომენტარები / 283 /
საქართველოს ჯერა თქვენი, თქვენ დაიჯერეთ, რომ შეგიძლიათ დაწეროთ საქართველოს საფეხბურთო ისტორია.
ნიკა
06 ოქტომბერი 2020 21:26
2
ბიჭებო, ჩვენ თქვენთან ვართ და ვერანაირი ძალა ვერ დაგვაშორებს, ვერანაირი რეგულაციები და აკრძალვები ვერ წაშლის თქვენს მიმართ ჩვენს რწმენასა და სიყვარულს. თითოეულს გახსოვდეთ: თუკი სრულად დაიხარჯებით (და ამაში ეჭვი არ გვეპარება), ხელისგულზე გატარებთ და არასდროს არ დაგივიწყებთ!
მაშ გააკეთეთ ისე, როგორც ერთ ცნობილ ქართულ ფილმშია, როდესაც სახელოვანი გამარჯვების შემდეგ (ბახტრიონის ციხის აღება) ქართველი მხედართმთავარი სიამაყით მიმართავს მებრძოლებს: "ძმებო, ქართველებო! გილოცავთ გამარჯვებას!"
ტყეშელაანთ გიჟი
06 ოქტომბერი 2020 21:12
0
მთელი ქვეყანა ვსხედვართ სახლებში ეკრანებთან და გული და სული თვქვენთან გვაქვს ! ღმერთი თქვენსკენ ! ეცადეთ ზედმეტი წნეხის გარეშე, გვჯერა რომ მთელ ჯიგარს ჩადებთ !!!
საქართველო !!!
06 ოქტომბერი 2020 20:58
2
ბიჭებო, ეჭვი არ მეპარება რომ ყველას გახსოვთ, ვისი გორისანი ხართ და ვის წარმოადგენთ! ჰოდა, გადით და მოედანზე სთქვით მთელი საქართველოს სათქმელი! გადით და მოედანზე დახარჯეთ მთელი თქვენი ენერგია და ძალები, ისე როგორც ამას იზამდით, საქართველოს საზღვარზე რომ იდგეთ და მოწინააღმდეგის ურიცხვ ლაშქარს რომ აკავებდეთ! მუდამ თვალწინ გედგათ თქვენი ახლობლები, თქვენიანები და თქვენზე მლოცველი სრულიად საქართველო! თქვენ გაგიმარჯოთ, ქართველებო! თქვენი სახით უკვდავ ქართულ გენს გაუმარჯოს!
fani
06 ოქტომბერი 2020 20:51
1
საკმარისია ბიჭებო რაც წავაგეთ, ეხლა თუ ვერ გავალთ ევროპაზე საერთოდ დაივიწყეთ ბურთი და მოედანი
ლეჩხუმელი
06 ოქტომბერი 2020 20:18
0
გაიხსენეთ დიდგორის ბრზოლა
ყველა გზა მოჭრილი გვაქ ან გამარჯვება ან სიკვდილი
geno
06 ოქტომბერი 2020 19:57
2
ღმერთმა დაგლოცოთ
ლუკა
06 ოქტომბერი 2020 19:49
0
თუ ქართველი ფეხბურთელები მონდომებით ითამაშებენ თუ ყურადღებით იქნებიან თამაშის დროს და თითოეულ დეტალს წვრილმანსაც კი მიაქცევენ ყურადღებას მოგება გარდაუვალი იქნება და კიდე ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცით კიდევ ბევრი იშრომოს, კიდევ მოუმატოს და მსოფლიო დონის ფეხბურთელი გახდება
ბეღურა
06 ოქტომბერი 2020 19:49
0
მთელი საქართველო თქვენს გვერდითაა. ჩვენ ერთი გუნდი ვართ !!!!
მამბა
06 ოქტომბერი 2020 17:27
1
ყველას უნდა გახსოვდეთ ვინ ვართ რა ვართ და საიდან მოვდივართ, ეს თამაში არის ომის ტოლფასი და თქვენ ეს ომი უნდა მოიგოთ, თითოეული მოთამაშე უნდა ხვდებოდეს თუ რას ნიშნავს ამ თამაშის( თამაშების) მოგება საქართველოსთვის და თქვენი პირადი კარიერისთვის, მე უცხო ქვეყნიდან გულშემატკივრობთ ბიჭებო თქვენ გენაცვალეთ, ყველას დაანახეთ რომ არავისზე ნაკლები არ ხართ და დიდი კვერცხები გაქვთ
ზიზუ
06 ოქტომბერი 2020 16:28
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული