მიმართეთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უმნიშვნელოვანესი თამაშის წინ

AutoSharing Option
დაწერეთ თქვენი სათქმელი, თუ როგორ მიმართავდით ნაკრების ფეხბურთელებს. ჩვენ საუკეთესო კომენტარებს გამოვაქვეყნებთ და თამაშამდე ბიჭები წაიკითხავენ.

მკითხველის კომენტარები / 283 /
Carmatebas gisurvebt bijebo.xvalindeli tamashi rtuli okneba.tamashze metad rtuli ki is pasuximgeblobaa rac tkven gxvdat cilad.yvela tamashi istoriulia magram es matchi tavisi mnishvnelobit yvelam kargad gvesmis rac aris da gtxovt tavi ar daxogot.xmerti tkvensken.aba tkven icit.mayureblebi ver viknebit magram mteli sakartvelo tkvens gverditaaa icodet da tkveni imedi gvakvs.dzalian magrebi xart da dzaan gviyvarxart.es pexburtia da buti mrgvalia.cinascar verapers dagegmav magram mtavaria bolomde ibrdzlot.tu movigebt xom kargi tu ara da rac aris is ikneba.mtavaria brdzola da tavdauzogavi tamashi da shedegic dadgeba.aba tkven icit
Giorgi kopaliani
07 ოქტომბერი 2020 15:50
0
აი ტატატააააააააა !!! )))
დიდგორიო, გმირებიო, ანწუხელიძეო, სისხლიო, გენიო და რა ვიცი... ))))
თქვენ ხო არ გძმარავთ ?! უეფამ რაღაც კვერცხობა მოიგონა, ჩვენნაირ მძორებში ჩაგვსვა და ერთი უბადრუკი შანსი მოგვცა. თუ გამოვიყენებთ, ხო კაი )))
რა უადგილო პათეტიკით იბერებით აქ, არ გიტყდებათ ?! რა სისხლზე და გენზე ლაპარაკობთ, ბოლო ორ ჩვეულებრივ შესარჩევ ციკლში 20 მატჩიდან 2 მოვიგეთ მხოლოდ და ისიც უკიდეგანო აუტსაიდერთან. რა გმირობაზე ყბედობთ თქვე კუდიყავარზეგადებულო "ძალად ორატორებო" ?!
დიდგორი არა, ვერტყვიჭალა კიდე ... ))))))))
korben dallas
07 ოქტომბერი 2020 14:31
13
მე საბედნიეროდ იმ თაობას მივეკუთვნები, რომელსაც ქართული სპორტის და კერძოდ ქართული ფეხბურთის ბევრი ულამაზესი გამარჯვება ახსოვს. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ოფიციალურ სანაკრებო დონეზე (წარსულში ათასი ობიექტური მიზეზის გამო და არც შემდეგში) წარმატების მიღწევის ასეთი შანსი არასოდეს გასჩენიაისეთი როგორიც თქვენივე მონდომებით გააჩინეთ დღეს თქვენ! და ამიტომ, თუ თქვენ საქართველო უბრალოდ პასპორტზე წარწერილ სახელწოდებად არ გაქვთ მხოლოდ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა თქვენთაგანს ქართული სისხლი გიჩქეფთ ვენებში, მაშინ ეს მატჩი და შემდეგ ფინალიც აუცილებლად უნდა მოიგოთ. ეს იქნება თქვენი დიდგორიცა და ბასიანიც. რადგან ამაზე მეტს თქვენ საქართველოს როგორც სპორცმენები ამ ეტაპზე ვერაფერს გაუკეთებთ. ამიტომ წინ მხოლოდ გამარჯვებისაკენ და ნუ შეგეშინდებათ ცარიელი ტრიბუნების. გახსოვდეთ! რომ თქვენს უკან სრულიად საქართველო დგას და გულის ფეთქვით ელოდება თქვენს დიდ გამარჯვებებს!!!
ნუგზარ ბაკურაძე
07 ოქტომბერი 2020 14:24
0
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო. თქვენზე ვლოცულობ დღე და ღამე. არ შეარცხვინოთ ჩვენი სახელოვანი ფეხბურთელები. გაულამაზეთ ცხოვრება ამ გაჭირვებულ ხალხს. თქვენი წარმატება ჩვენი სიცოცხლის მალამოა. სხვა გზა არ არის.
გ. აფაქია
07 ოქტომბერი 2020 14:18
0
არავითარი მიმართვა არაა საჭირო და ამით დამატებით წნეხის შექმნა, გუნდს ისედაც ღრმად გააზრებული აქვს, რა მნიშვნელობის თამაშს თამაშობს. ეს კარგად ჩანს თუნდაც ჯანოს წერილიდან, რომელსაც ალბათ ბიჭებიც წაიკითხავდნენ, ამაზე უკეთ ვერ დაწერ. წარმატებები ნაკრებს.
ვანო
07 ოქტომბერი 2020 14:05
0
მოკლედ გეტყვით ბიჭებო
თქვენი იმედი გვაქვს მთელს მსოფლიოს უნდა დაუმტკიცოთ რომ ყველაზე მაგრები ხართ მართალია ვერდავესწრებით თამაშს მაგრამ იცოდეთ ყველა ტელევიზორებს მივუსხდებით ხვალე და თქვენ გიგულშემატკივრებთ თქვენთვის ვილოცებთ ჯაბა კაპიტანო ხვალე გასლის წინ შენს გუნდს უთხარი რომ მთელი საქართველო გიყურებთ და ამან ორმაგი მოტივაცია უნდა მოგცეთ გამარჯვებას გისურვებთ ბიჭებო ღმერთი თქვენსკენ!!
Nika10
07 ოქტომბერი 2020 14:03
0
"თქვენი პაპის ტოლა ქიზიყელი ბიჭი ვარ თქვენი ჭირიმე. 76 წელი გავლიე ლომებო. მიშა მესხისსა, სლავა მეტრეველისა, ყიფიანის, ჩივაძის, გუცაევის, დარასელიას, მირთაზის, რეზოს და ბორიას სპექტაკლები მინახნია. ტაშკენტის ფინალის სიტკბო მიგემია ოქროებო და 81ის 13 მაისს დინამოს სტადიონის ბალახი მიჭამია სიხარულით გადარეულსა. ბალღს ვთხოვე კარნახით ეს სიტყვები დაეწერა. რომ დავუჯერო ამ ოხერს ჩვენი ლომები წაიკითხავენო. ხოდა გენაცვალოთ თქვენ თედო პაპა საქართველოს ხმალიცა და ფარიც ახლა თქვენ გიპყრიათ და ისე მოიხმარეთ როგორც მამაპაპას არ შეშლია. დაეცით მახვილი, ურტყით და ურტყით! ვინიცობაა და შემოტევა გაბედეს ჭკუით მოიგერიეთ და თავბედი აწყევლინეთ! ისე არ მომკლათ ლომებო ჩვენი ბედკრულის ჰიმნი არ აგუგუნდეს მთელი ევროპის გასაგონად! პატარა კახის, დიდი დავითის და თამარის ოცნება თქვენი ასასრულებელია ლომებო და იმას მოვუკითხე დიდი და პატარა ვისაც თქვენი დიდი გულით არ სჯეროდეს. არც ისინი იყვნენ სხვაზე ნაკლები და არც თქვენა ხართ ვინმეზე ჯაბანი ოქროებო. ღმერთი გწყალობდეთ ლომებო და ბრძოლის ველიდან შინ გამარჯვებული დაბრუნდით. ამინ!"

მიუძღვენით ეს დღე თედო პაპას!
ჩემიქვეყნისთვის
ზალიკო
07 ოქტომბერი 2020 13:53
1
ხალხო, თუ იცით მეუფე იაკობმა უკვე შემოუფრინა სტადიონს ვერტალიოტით?:) ეს ისე, განწყობის ასამაღლებლად. თქვენ კი ნაკრების ბიჭებო, ღმერთი იყოს თქვენი შემწე თქვენ წილ ომში საქართველოსთვის!

გიგლია
07 ოქტომბერი 2020 13:05
2
1986-ში დავიბადე. სსრკ-ს ნაკრები და ძველი დინამო არ მახსოვს, მაგრამ ყველა თაობის საქართველოს ნაკრები მახსოვს და ჩემი ბავშვობის ოცნებაა რომ მსოფლიოზე ან ევროპაზე ოდესმე მოვხვედრილიყავით. რაღაც მომენტებში მეგონა რომ არასოდეს ამიხდებოდა, მაგრამ ასე ახლოს არასოდეს ვყოფილვართ და გთხოვთ ამისრულეთ ოცნება მე და ჩემი თაობის ათასობით წარმომადგენელს
rasa
07 ოქტომბერი 2020 12:30
1
ბიჭებო,
მთელი წელია ვემზადებით ამ ბრძოლისთვის, ჩვენ ტრიბუნებზე, თქვენ მინდორზე. თუმცა ხვალ თქვენ მოგიწევთ ძირითადი ბრძოლა. ჩვენ კი ბრძოლას ვაგრძელებთ ტელეეკრანებთან, სოციალურ ქსელებში, ქუჩაში, უბანში და ყველგან სადაც ეს დღეს არსებული მდგომარეობით შესაძლებელია.
ნუ მოექცევით წნეხის ქვეშ, უბრალოდ ითამაშეთ და იბრძოლეთ ბოლომდე ჩვენთვის, მთელი ქვეყნისთვის. ძალიან ბევრს გვინდა გვქონდეს პატივი ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის წარმატებისტვის, თუმცა ეს მხოლოდ რჩეულების ხვედრია. დღეს თქვენ გაქვთ ეს პატივი, გადით მინდორზე თავაწეულები და აჩვენეთ ის რაც ყველაზე მეტად გამოგვდის, სილაღე და თავდაუზოგავი ბრძოლა.

იგებს ის, ვინც ბოლომდე იბრძვის!!!!

ღმერთი ფარავდეს საქართველოს
ერთი ჩვეულებრივი გულშემატკივარი
07 ოქტომბერი 2020 12:18
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული