საქართველო-ბელარუსის მატჩს ჩემპიონთა ლიგის ფინალის რეფერი განსჯის

AutoSharing Option
ცნობილი გახდა, რომ საქართველოსა და ბელარუსს შორის გასამართ ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალურ მატჩს ცნობილი თურქი არბიტრი ჯუნეით ჩაქირი განსჯის.

43 წლის თურქმა არბიტრმა ფიფას მსაჯის სტატუსი 2006 წელს მიიღო, უეფასი კი - 2010 წელს. კარიერაში სანაკრებო დონეზე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრები განუსჯია. თურქი 2015 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალზე მთავარი არბიტრი გახლდათ.

საქართველოსა და ბელარუსს შორის შეხვედრა ზეგ, 8 ოქტომბერს გაიმართება. მატჩი "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
არაფერი მიქარო ეფენდი.დდდ
1
ჩემი აზრით არაა ცუდი ვარიანტი.
კარგი მსაჯია
ხაშურელი
16:56 06-10-2020
2

სიახლეები პოპულარული