გიორგი გახარია - "საქართველოს ნაკრების თამაშზე მეც ვიქნებოდი"

AutoSharing Option
სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრები ბევრად უფრო მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით არიან აღჭურვილნი, ვიდრე ბევრი პოლიტიკოსი, - ასე უპასუხა პრემიერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ შეიძლება ბელარუსი-საქართველოს მატჩზე დასწრება, მაშინ, როცა აქციების გამართვა დაშვებულია.

მისივე თქმით, გულშემატკივრების მსგავსად, თვითონაც გულგატეხილია ამ ფაქტის გამო.

„16 000 ადამიანის ერთ სივრცეში ყოფნა, თუნდაც ღია სივრცე იყოს, რამდენადაც მძიმე უნდა იყოს, მე მესმის მათი გულგატეხილობა - მეც ასე ვარ. თქვენ ხომ დარწმუნებული ხართ, დაშვებული რომ ყოფილიყო ამ თამაშზე, მეც ვიქნებოდი მათთან
ერთად. სამწუხარო რეალობაა, რომ ეს უნდა გავითვალისწინოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვების მოტივაცია კიდევ უფრო მეტი იქნება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო მატჩი 8 ოქტომბერს გულშემატკივრის დასწრების გარეშე გაიმართება.
წყარო: IPN.ge
მკითხველის კომენტარები / 21 /
მაშ რა მოტივით დართეთ უფლება 2 დღით ადრე მაგ გადაწყვეტილებამდე ჩაეტარებინა აქცია ინაშვილის პარტიას?
ანდა ავტობუსებით რომ მირეკეთ მთელი საქართველოდან საჯარო მოხელეები დენდროპარკთან და ზედახორა გაამართვინეთ, მაშინ არ იყო კორონავირუსი?

წადით, თქვენი....
თამაზი
15:16 07-10-2020
10
ბიჯო-ბიჯო-ბიჯოოოო, აუუუუ ეს რას ხრამავს, იმენნა გალაქტიკაშია გასული როჟა)))) ფეხბურთელების გამარჯვების მოტივაცია კიდევ უფრო მეტი იქნებაო. მაშინ სოჭში, ცხინვალში ან სოხუმში ითამაშონ, არ ჯობია? აბა იქ იქნება მოტივაცია, თუ იქნება. აფერისტობის პიკია ქვეყანაში. ვაი ბედკრულო საქართველო, ეხლა ნაღად მეცოდები ამათ ხელში))))))))))))
ლეონიდე არისტოტელიჩი
15:19 07-10-2020
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული